საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უკანასკნელ მტერს, სიკვდილს, ბოლო მოეღება!
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 სექტემბერი
    • 8, 9. რა გავლენა მოახდინა ადამის ცოდვამ მის შთამომავლებზე? (იხილეთ სურათი 23-ე გვერდზე)

      8 მოახდენდა გავლენას ადამისა და ევას შთამომავლებზე პირველი მშობლების მიერ ჩადენილი ცოდვა? რა თქმა უნდა! რომაელების 5:12-ში ვკითხულობთ: „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“. პირველი, ვისაც სიკვდილმა მსახვრალი ხელი დარია, აბელი იყო (დაბ. 4:8). შემდეგ ადამის სხვა შთამომავლებიც დაბერდნენ და მოკვდნენ. იმემკვიდრეს ადამის შთამომავლებმა სიკვდილთან ერთად ცოდვაც? მოციქული პავლე გვპასუხობს: „ერთი კაცის ურჩობით გახდა ბევრი ცოდვილი“ (რომ. 5:19). ადამის „მემკვიდრეობა“ — ცოდვა და სიკვდილი, კაცობრიობას დაუძინებელ მტრად ექცა, რომლისგანაც თავის დაღწევა არც ერთ არასრულყოფილ ადამიანს არ ძალუძს. ზუსტად ვერ განვსაზღვრავთ, თუ რა მხრივ აისახა ადამის ავბედითი „მემკვიდრეობა“ უახლოეს თაობებსა თუ შორეულ შთამომავლებზე, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ყველა ცოდვისა და სიკვდილის მარწუხებში ვგმინავთ!

      9 ბიბლია საუკეთესოდ აღწერს ცოდვასა და სიკვდილს, როგორც „საფარველს, რომელიც ყველა ხალხს ფარავს, და ნაქსოვ ქსოვილს, რომელიც ყველა ერს აფარია“ (ეს. 25:7). „ცოდვისა და სიკვდილის საფარველი“ სულს უხუთავს დედამიწის მკვიდრთ. მართლაც, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ: „ადამში კვდება ყველა“ (1 კორ. 15:22). აქედან გამომდინარე, პავლეს დაებადა კითხვა: „ვინ დამიხსნის სხეულისგან, რომელიც ამ სიკვდილით კვდება?“. მართლაც, ნუთუ შესწევს ვინმეს ამის ძალა?!a (რომ. 7:24).

  • უკანასკნელ მტერს, სიკვდილს, ბოლო მოეღება!
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 სექტემბერი
    • a მეცნიერებზე, რომლებიც ცდილობენ, დაადგინონ სიბერისა და სიკვდილის გამომწვევი მიზეზები, „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“ ვკითხულობთ: „ისინი უგულებელყოფენ იმ ფაქტს, რომ პირველი ადამიანები სიკვდილით შემოქმედმა დასაჯა და ეს ისე განახორციელა, რომ ადამიანი ბოლომდე ვერ ხსნის ამ ფენომენს“ (ტ. 2, გვ. 247 [ინგლ.])“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება