-
მხარში ამოუდექით სხვებს მძიმე წუთებშისაგუშაგო კოშკი — 2019 | ივნისი
-
-
პაულა,b რომელსაც ქმარი მოულოდნელად დაეღუპა, ამბობს: „ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. თავს უმწეოდ ვგრძნობდი. საუკეთესო მეგობარი დავკარგე. ჩემს ქმართან ყველაფერზე შემეძლო საუბარი. ის ჭირსა თუ ლხინში ჩემ გვერდით იყო. ყოველთვის ყურადღებით მისმენდა. მისი სიკვდილის შემდეგ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს შუაზე გამხლიჩეს“.
როგორ შეგვიძლია მათი მხარდაჭერა, ვისაც მეუღლე დაეღუპა? (იხილეთ აბზაცები 14, 15)d
14, 15. როგორ შეგვიძლია ქვრივების ნუგეშისცემა?
14 როგორ შეგვიძლია დაქვრივებული ადამიანის ნუგეშისცემა? უპირველესად, თავი არ უნდა შევიკავოთ მათთან საუბრისგან მაშინაც კი, როცა თავს უხერხულად ვგრძნობთ ან არ ვიცით, რა ვუთხრათ. ზემოხსენებული პაულა განაგრძობს: „მესმის, რომ ხალხი მგლოვიარესთან თავს უხერხულად გრძნობს. შეიძლება ფრთხილობენ, რომ თავიანთი სიტყვებით მას გული არ ატკინონ. მაგრამ სჯობს რაღაც თქვან და შეეშალოთ, ვიდრე საერთოდ არაფერი თქვან“. მგლოვიარე ადამიანი არ მოელის, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვეტყვით. პაულა აღნიშნავს: „ძალიან მსიამოვნებდა, როცა მეგობრები უბრალოდ მეუბნებოდნენ, რომ წუხდნენ ჩემ გამო“.
-
-
მხარში ამოუდექით სხვებს მძიმე წუთებშისაგუშაგო კოშკი — 2019 | ივნისი
-
-
ბიანკა, რომელიც აგრეთვე ქვრივია, გვიხსნის: „ნუგეშს ვგრძნობ, როცა სხვები ჩემთან ერთად ლოცულობენ და ბიბლიურ მუხლებს მიკითხავენ. თავს უკეთ ვგრძნობ, როცა ჩემს ქმარზე მელაპარაკებიან ან ყურადღებით მისმენენ, როცა მე ვიხსენებ მას“.
16. ა) როგორ უნდა დავეხმაროთ მათ, ვისაც საყვარელი ადამიანი გამოეცალა ხელიდან? ბ) იაკობის 1:27-ის თანახმად, რა პასუხისმგებლობა გვაკისრია?
16 როგორც რუთი არ მოსცილებია ნაომის გვერდიდან, ისე ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ მათი დახმარება, ვისაც საყვარელი ადამიანი დაეღუპა. პაულა განაგრძობს: „ქმრის სიკვდილის შემდეგ ბევრი ადამიანი დამიდგა გვერდში. თუმცა დროის სვლასთან ერთად ისინი თავიანთ საქმეებს დაუბრუნდნენ. ჩემი ცხოვრება კი მთლიანად თავდაყირა იდგა. მგლოვიარისთვის უდიდესი ნუგეშია, როცა ხალხი აცნობიერებს, რომ მას დახმარება და მხარში დგომა თვეების, ზოგჯერ კი წლების მანძილზე სჭირდება“.
-