-
უკანასკნელ მტერს, სიკვდილს, ბოლო მოეღება!საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 სექტემბერი
-
-
9 ბიბლია საუკეთესოდ აღწერს ცოდვასა და სიკვდილს, როგორც „საფარველს, რომელიც ყველა ხალხს ფარავს, და ნაქსოვ ქსოვილს, რომელიც ყველა ერს აფარია“ (ეს. 25:7). „ცოდვისა და სიკვდილის საფარველი“ სულს უხუთავს დედამიწის მკვიდრთ. მართლაც, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ: „ადამში კვდება ყველა“ (1 კორ. 15:22).
-
-
უკანასკნელ მტერს, სიკვდილს, ბოლო მოეღება!საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 სექტემბერი
-
-
15, 16. ა) რა არის „უკანასკნელი მტერი“ და როდის მოეღება ბოლო მას? ბ) რას გააკეთებს ქრისტე 1 კორინთელების 15:28-ის თანახმად?
15 სამეფოს ათასწლიანი მმართველობის მიწურულს ღვთის მორჩილი კაცობრიობა თავს დააღწევს „მტერს“, რომლის პირისპირაც ის ადამის ურჩობის შედეგად აღმოჩნდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდება ყველა ქრისტეში, თითოეული თავისი წესისა და რიგის მიხედვით: ჯერ ქრისტე, პირველი ნაყოფი, შემდეგ კი ქრისტესნი [მისი თანამმართველები] — როცა ის მოსული იქნება. მერე დადგება აღსასრული, როცა ის ბოლოს მოუღებს ყველა მმართველობას, ძალაუფლებასა და ძალას, და თავის ღმერთსა და მამას გადასცემს სამეფოს, რადგან მან უნდა იმეფოს, სანამ ღმერთი მის ფეხქვეშ არ მოაქცევს ყველა მტერს. უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია“ (1 კორ. 15:22—26). ნამდვილად, ადამისგან მემკვიდრეობით მიღებულ სიკვდილს ბოლო მოეღება. სულის შემხუთველი „საფარველი“ მალე მოსცილდება კაცობრიობას (ეს. 25:7, 8).
-