საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • განიმტკიცეთ იეჰოვასადმი ნდობა
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 ივნისი
    • რის გაკეთება შეგვიძლია ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნისას? თუმცა ბუნებრივია, ადამიანი შეშინდეს, როდესაც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, შეგვიძლია ყოველთვის გვახსოვდეს მოციქულ პავლეს მიერ წარმოთქმული გამამხნევებელი სიტყვები: «[იეჰოვამ] თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“. ამიტომ გამხნევებულნი ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს მე კაცი?“» (ებრაელთა 13:5, 6). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ დღესაც იეჰოვა იმავეს ფიქრობს თავის მსახურებზე. მაგრამ ერთია, ვიცოდეთ იეჰოვას აღთქმის შესახებ და სრულიად სხვაა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის იმოქმედებს ჩვენს სასარგებლოდ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვიკვლიოთ, რა საფუძველზეა აგებული იეჰოვასადმი ჩვენი ნდობა და ყველაფერი, რის ძალაც შეგვწევს, ვაკეთოთ ამ ნდობის განსამტკიცებლად და შესანარჩუნებლად. თუ ამგვარად ვმოქმედებთ, „ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს. . . [ჩვენს] გულებს და. . . ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 4:7). მაშინ განსაცდელში ჩავარდნისას ნათლად აზროვნებასა და განსაცდელთან გონივრულად გამკლავებას შევძლებთ.

  • განიმტკიცეთ იეჰოვასადმი ნდობა
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 ივნისი
    • იეჰოვა ყოვლისშემძლეა, ამიტომ მას ნამდვილად შეუძლია თავისი მსახურების ნებისმიერ სიტუაციაში დაცვა (ესაია 33:22; გამოცხადება 4:8). მაგრამ მაშინაც კი, როდესაც იეჰოვა უშვებს, რომ თავისმა მსახურებმა ერთგულება თვით სიკვდილით დაამტკიცონ, ის მაინც განამტკიცებს მათ და ბოლომდე უმწიკვლობის შენარჩუნებაში ეხმარება; თვით სიკვდილამდე სიმტკიცის, სიხარულისა და სიმშვიდის შენარჩუნების საშუალებას აძლევს. ამიტომ ჩვენც შეიძლება ისეთივე გულდაჯერებულები ვიყოთ, როგორიც ფსალმუნმომღერალი, რომელიც წერდა: „ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად. ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც პირი იცვალოს ქვეყნიერებამ და მთები დაიძრნენ ზღვათა გულისაკენ“ (ფსალმუნი 45:2, 3).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება