-
რატომ გვაქვს სიკვდილის შიში?გამოიღვიძეთ! — 2007 | დეკემბერი
-
-
ადამიანის სიცოცხლე ძალზე ხანმოკლეა — ყოველდღე საშუალოდ 160 000-ზე მეტი კვდება!
-
-
რატომ გვაქვს სიკვდილის შიში?გამოიღვიძეთ! — 2007 | დეკემბერი
-
-
[ჩარჩო 3 გვერდზე]
მტერი, რომელსაც ვერსად გაექცევი
სიკვდილს ხშირად ადამიანის მტერს უწოდებენ. ის ნამდვილი მტერია და ამას ყველგან ვხედავთ. ერთი შეფასების თანახმად ყოველ წელს დაახლოებით 59 მილიონი ადამიანი კვდება — ყოველ ერთ წამში საშუალოდ ორი. ყურადღება მიაქციეთ ქვემოთ მოცემულ სტატისტიკურ მონაცემებს:
◼ ყოველ 102 წამში ერთი ადამიანი კვდება საომარი მოქმედებების შედეგად.
◼ ყოველ 61 წამში ერთ ადამიანს კლავენ.
◼ ყოველ 39 წამში ერთი ადამიანი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს.
◼ ყოველ 26 წამში ერთი ადამიანი კვდება ავარიაში.
◼ ყოველ 3 წამში ერთი ადამიანი კვდება შიმშილით გამოწვეული მიზეზების გამო.
◼ ყოველ 3 წამში ხუთ წლამდე ასაკის ერთი ბავშვი კვდება.
-