გახსოვს თუ არა?
მთელი ყურადღებით მოეპყარი თუ არა „საგუშაგო კოშკის“ უკანასკნელ გამოცემებს? თუ დიახ, ალბათ, დიდი ინტერესით გაიხსენებდი:
◻ როგორ ჰბაძავენ დღეს დაქორწინებული წყვილები აკვილასა და პრისკილას დიდებულ მაგალითს?
აკვილა და პრისკილა მრავალ კრებაში მსახურობდნენ. მათ მსგავსად დღეს ბევრი ქრისტიანი თანახმაა, გადავიდეს იქ, სადაც დიდი მოთხოვნილებაა. ისინი გრძნობენ დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას, როდესაც ხედავენ სამეფოს ინტერესების ზრდას და იმის უნარს, რომ აღვივებენ ძვირფას ქრისტიანულ მეგობრობას (15.12, გვ. 24 ინგლ.).
◻ როგორია ბიბლიის თვალსაზრისი ალკოჰოლურ სასმელებზე?
ბიბლიის თვალსაზრისი ალკოჰოლურ სასმელებთან დაკავშირებით გაწონასწორებულია. ერთი მხრივ, ბიბლია ამბობს, რომ ის ძღვენია ღვთისგან (ფსალმუნი 103:1, 15). მეორე მხრივ, განსჯის ლოთობას (ლუკა 21:34; 1 ტიმოთე 3:8; ტიტე 2:3; 1 პეტრე 4:3) (15.12, გვ. 27 ინგლ.).
◻ რა არის მნიშვნელოვანი მხარე ბიბლიის წიგნში — ანგია?
სულ 38 მუხლისგან შემდგარ ანგიას წიგნში ღვთის სახელი 35-ჯერ მოიხსენიება. ამიტომ ასეთი წინასწარმეტყველება უსიცოცხლო ჩანს, როცა იეჰოვას ძვირფასი სახელი „უფლით“ არის შეცვლილი (01.01, გვ. 16).
◻ რა შეიძლება ვისწავლოთ დავითისა და მენაშეს ცოდვისგან?
მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ მიუტევა დავითსა და მენაშეს, მათ — და მათთან ერთად მთელ ისრაელს — მოუწია ჩადენილი ცოდვების შედეგების ატანა (მეორე მეფეთა 12:11, 12; იერემია 15:3–5). მსგავსად, დღეს, მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა პატიებს მომნანიებელ ცოდვილებს, მათ შეიძლება თავი ვერ აარიდონ ჩადენილი ცოდვის შედეგებს (01.01, გვ. 27 ინგლ.).
◻ რა გაგებით არის ღვთის სამეფოს ‘მახარობლის ნაბიჯები’ საამური? (ესაია 52:7).
ეს ის ფეხებია, რომლებიც ადამიანს დაატარებს, რათა უქადაგოს სხვებს. ასეთი ფეხები ნამდვილად პიროვნებას ასახიერებს. და შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ბევრისთვის, რომლებიც ისმენენ და კეთილგანწყობილებით ეხმაურებიან სამეფოს შესახებ კეთილ ცნობას, ასეთი მაცნეების ფეხები მართლაც მშვენიერია (15.01, გვ. 13).
◻ რომელ ორ მხარეს შეიცავს ‘კეთილი ცნობის უწყება’? (1 კორინთელთა 9:16, აქ).
პირველი — ჩვენ უნდა ვაუწყებდეთ კეთილ ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ. მეორე მხარე შეიცავს იმ ადამიანების სწავლებას, რომლებიც კეთილგანწყობით ეხმაურებიან სამეფოს ცნობას (15.01, გვ. 23).
◻ რით არის ჩვენთვის სასარგებლო სამეფო სიმღერების მღერა კრების შეხვედრებზე?
მღერა საშუალებას გვაძლევს, შემოქმედისადმი ჩვენი გრძნობები გამოვხატოთ (ფსალმუნი 149:1, 3). კრებასთან ერთად მთელი გულით მღერას შეუძლია გონებისა და გულის სათანადო განწყობილება შეგვიქმნას პროგრამისთვის, რომელიც მას მოჰყვება. მას შეუძლია აღგვძრას, უფრო მეტად მივიღოთ მონაწილეობა იეჰოვას თაყვანისცემაში (01.02, გვ. 28).
◻ შეიძლება თუ არა ითქვას, რომ სიკვდილის დღე უკეთესია გაჩენის დღეზე? (ეკლესიასტე 7:1).
სიკვდილის დღე გაჩენის დღეზე უკეთესია, იმ შემთხვევაში, თუ პიროვნებამ კარგი სახელი მოიპოვა იეჰოვას წინაშე, რომელსაც შეუძლია იმ ერთგული ადამიანების აღდგენა, რომლებიც გარდაიცვალნენ (იოანე 11:25) (15.02, გვ. 12).
◻ რატომ გვეხმარება ინდივიდუალურად წიგნი „ეკლესიასტე“?
მას შეუძლია დაეხმაროს ყოველ ჩვენგანს, რომ სწორად შევხედოთ ცხოვრებასა და ჩვენს მიზანს (ეკლესიასტე 7:2; 2 ტიმოთე 3:16, 17) (15.02, გვ. 16).
◻ არიან თუ არა იეჰოვას მოწმეები ფუნდამენტალისტები?
არა. თუმცა მტკიცე რელიგიური რწმენა აქვთ, ისინი არ არიან ფუნდამენტალისტები, რა გაგებითაც ამ ტერმინს იყენებენ. ისინი არ მიმართავენ დემონსტრაციებსა და ძალადობას მათ წინააღმდეგ, ვისაც არ ეთანხმებიან. ისინი თავიანთ წინამძღოლს, იესო ქრისტეს, ჰბაძავენ (01.03, გვ. 6).
◻ რა გავლენას ახდენს ქრისტიანებზე იეჰოვას შურისძიების შესასრულებლად იესოს მოსვლის ზუსტი დროის არცოდნა?
ის გვიბიძგებს, შევინარჩუნოთ სიფხიზლე და ყოველდღიურად გვაძლევს შესაძლებლობას იმის დასამტკიცებლად, რომ იეჰოვას უანგარო მოტივებით ვემსახურებით (01.03, გვ. 13).
◻ რა უნდა გავითვალისწინოთ წინასწარ, სანამ იურიდიულ ზომებს მივიღებთ იმ ძმის წინააღმდეგ, რომელმაც მოგვატყუა?
ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა გავლენა ექნება ამას ჩვენზე, ამ საქმესთან დაკავშირებულებზე, კრებასა და გარეშე პირებზე (1 კორინთელთა 6:7) (15.03, გვ. 21).
◻ როგორ შეიძლება მოიპოვო ჭეშმარიტი ბედნიერება?
ნამდვილი ბედნიერება გულის მდგომარეობაა, რომელიც დაფუძნებულია წრფელ რწმენასა და იეჰოვასთან კარგ ურთიერთობაზე (მათე 5:3) (15.03, გვ. 23).
◻ რა უნდა გააკეთოს ქრისტიანმა, თუ გაწვეულია ნაფიც მსაჯულად მორიგეობაზე?
ყოველმა ქრისტიანმა, რომელსაც უწევს ნაფიც მსაჯულად მორიგეობა, თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რას გააკეთებს ბიბლიის საკუთარი გაგებისა და სინდისის თანახმად (გალატელთა 6:5) (01.04, გვ. 29).