-
ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული საქმესაგუშაგო კოშკი — 2019 | ნოემბერი
-
-
7. რისთვის უნდა ვილოცოთ და რატომ?
7 სთხოვეთ იეჰოვას სიბრძნე. ღვთივშთაგონებით იაკობმა დაწერა: „თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უხვად . . . აძლევს“ (იაკ. 1:5). შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დოზით სიბრძნე ყველა ადამიანს აკლია. ამიტომ როცა გადაწყვეტილებას იღებთ ან მის შეცვლაზე ფიქრობთ, სთხოვეთ იეჰოვას სიბრძნე. ის აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
8. რა უნდა გავაკეთოთ, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ?
8 გულდასმით გამოიკვლიეთ. ხელმძღვანელობისთვის ბიბლიას და იეჰოვას ორგანიზაციის მიერ გამოცემულ პუბლიკაციებს მიმართეთ. შეგიძლიათ რჩევა სანდო ადამიანსაც ჰკითხოთ (იგავ. 20:18). ასეთი გამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეხება სამსახურისა თუ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას ან ისეთი პროფესიის არჩევას, რომელიც საშუალებას მოგცემთ, თავიც ირჩინოთ და იეჰოვასაც ემსახუროთ.
9. რატომ იქნება ჩვენთვისვე კარგი, თუ საკუთარ თავთან გულწრფელები ვიქნებით?
9 დაფიქრდით თქვენს მოტივებზე. იეჰოვასთვის ჩვენი მოტივები მნიშვნელოვანია (1 სამ. 16:7). მას სურს, რომ ყველაფერი სწორი მოტივებით ვაკეთოთ. ამიტომ გადაწყვეტილებების მიღებისას გვინდა, რომ საკუთარ თავთანაც გულწრფელები ვიყოთ და სხვებთანაც. სწორი მოტივების გარეშე შეიძლება გაგვიჭირდეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოქმედება. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ახალგაზრდა ძმამ პიონერად მსახურება გადაწყვიტა. თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ გაუჭირდა საათების ნორმის შესრულება და სიხარული დაკარგა. შესაძლოა ის ფიქრობდა, რომ პიონერობის დაწყების მთავარი მოტივი იეჰოვასთვის გულის გახარება იყო. მაგრამ მიზეზი შეიძლება სულ სხვა რამ ყოფილიყო, მაგალითად მშობლების ან რომელიმე თანაქრისტიანის მოწონების დამსახურება.
10. რა დაგვეხმარება ცვლილებების მოხდენაში?
10 დავფიქრდეთ კიდევ ერთ სიტუაციაზე. ბიბლიის შემსწავლელმა გადაწყვიტა, მოწევისთვის თავი დაენებებინა. მართალია, ძალიან უჭირდა, მაგრამ ერთი-ორი კვირა სიგარეტს არ გაჰკარებია. სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ გაუძლო ცდუნებას და კვლავ დაიწყო მოწევა. თუმცა საბოლოოდ დაძლია მავნე ჩვევა, რადგან ძალიან უყვარდა იეჰოვა და მისთვის გულის გახარება სურდა (კოლ. 1:10; 3:23).
-
-
ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული საქმესაგუშაგო კოშკი — 2019 | ნოემბერი
-
-
რა დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში
13. რა შეგვმატებს ძალას, რომ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ვიმოქმედოთ?
13 სთხოვეთ იეჰოვას ძალა. ღმერთს შეუძლია მოგცეთ ძალა, რომ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად იმოქმედოთ (ფილ. 2:13). ამიტომ სთხოვეთ იეჰოვას წმინდა სული. ლოცვა მაშინაც კი არ შეწყვიტოთ, როცა ფიქრობთ, რომ იეჰოვა აყოვნებს პასუხის გაცემას. იესომ თქვა: „ითხოვეთ [წმინდა სული] და მოგეცემათ“ (ლუკ. 11:9, 13).
-