-
ისინი სამეფოს მიღების ღირსად ითვლებიანსაგუშაგო კოშკი — 2008 | 15 იანვარი
-
-
აბრაამის შთამომავლები მართლებად არიან აღიარებულნი
6, 7. ა) რა გაგებით გახდებოდა აბრაამის შთამომავლობა „ცის ვარსკვლავებივით“? ბ) რა კურთხევა მიიღო აბრაამმა და რა მსგავს კურთხევას იღებს მისი შთამომავლობა?
6 ღმერთმა უთხრა აბრაამს, რომ მისი შთამომავლობა გამრავლდებოდა და „ცის ვარსკვლავებივითა და ზღვის ქვიშასავით“ გახდებოდა (დაბ. 13:16; 22:17). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აბრაამის დროს მცხოვრებთათვის შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი შევიდოდა ამ შთამომავლობაში. მაგრამ, აბრაამის სულიერი შთამომავლობის ზუსტ რიცხვს საბოლოოდ ნათელი მოეფინა. იესოს გარდა ამ შთამომავლობაში 144 000 უნდა შესულიყო (გამოცხ. 7:4; 14:1).
7 აბრაამის რწმენის შესახებ ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ერწმუნა [აბრაამი] იეჰოვას და მან სიმართლედ ჩაუთვალა ეს“ (დაბ. 15:5, 6). თავისთავად ცხადია, რომ არც ერთი ადამიანი არ არის აბსოლუტურად მართალი (იაკ. 3:2). მიუხედავად ამისა, აბრაამის განსაკუთრებული რწმენის გამო იეჰოვა ისე ეპყრობოდა მას, როგორც მართალს, და მას თავისი მეგობარიც კი უწოდა (ეს. 41:8). ისინიც, ვინც იესოსთან ერთად აბრაამის სულიერ შთამომავლობას შეადგენენ, მართლებად ცხადდებიან; ამას კი მათთვის იმ კურთხევებზე გაცილებით მეტი კურთხევები მოაქვს, ვიდრე აბრაამმა მიიღო.
8. რა კურთხევებს იღებს აბრაამის შთამომავლობა?
8 ცხებული ქრისტიანები მართლებად არიან აღიარებულნი, რადგან რწმენას ავლენენ იესოს გამოსასყიდისადმი (რომ. 3:24, 28). იეჰოვას თვალში მათ ცოდვა მოხსნილი აქვთ, რაც შესაძლებელს ხდის, რომ წმინდა სულით იყვნენ ცხებულნი და გახდნენ ღვთის სულიერი ძეები, იესო ქრისტეს ძმები (იოან. 1:12, 13). ისინი ახალი შეთანხმების მონაწილენი არიან და ქმნიან ახალ ერს, „ღვთის ისრაელს“ (გალ. 6:16; ლუკ. 22:20). ეს მართლაც რომ დიდი პატივია! იმ ყოველივეს შედეგად, რასაც ღმერთი მათთვის აკეთებს, ცხებულ ქრისტიანებს არა აქვთ დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი. ისინი მზად არიან, დათმონ ეს იმედი იმ ენით აუწერელი სიხარულისთვის, რასაც მათ სასამართლოს დღის განმავლობაში იესოსთან ყოფნა და ზეცაში მასთან ერთად მმართველობა მიანიჭებთ (წაიკითხეთ რომაელების 8:17).
-
-
ისინი სამეფოს მიღების ღირსად ითვლებიანსაგუშაგო კოშკი — 2008 | 15 იანვარი
-
-
12. რა შეახსენა პავლემ ცხებულ ქრისტიანებს?
12 პირველი საუკუნის ქრისტიანები მართლებად იყვნენ აღიარებულნი და წმინდა სულით იყვნენ ცხებულნი, რათა შეძლებოდათ ზეციერი მემკვიდრეობის მიღება.
-