საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ბოლომდე უყვარდა ისინი“
    „მოდი და გამომყევი“
    • 16, 17. რა დავალებები მიანდო იესომ მოწაფეებს?

      16 ნდობაზე მეტყველებდა ისიც, რომ იესო მოწაფეებს სხვადასხვა დავალებას აძლევდა. ორჯერ, სასწაულებრივად რომ დაეპურებინა დიდძალი ხალხი, მოწაფეებს დაანაწილებინა საჭმელი (მათე 14:19; 15:36). ბოლო პასექის მოსამზადებლად კი პეტრე და იოანე გაგზავნა იერუსალიმში. მათ უნდა ეშოვნათ ცხვარი, ღვინო, უფუარი პური, მწარე მწვანილი და ყველაფერი ის, რაც საჭირო იყო. ეს უბრალო დავალება არ ყოფილა, რადგან პასექის აღნიშვნას მოსეს კანონი ითხოვდა და იესოც ამ კანონის თანახმად უნდა მოქცეულიყო. გარდა ამისა, ბოლო საღამოს იესომ თავისი სიკვდილის გახსენების დღის დასაწესებლად სწორედ ღვინო და უფუარი პური გამოიყენა (მათე 26:17—19; ლუკა 22:8, 13).

      17 იესომ მოწაფეებს უფრო სერიოზული დავალებების შესრულებაც მიანდო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მან ცხებულ მიმდევრებს სულიერი საზრდოს მიწოდების პასუხისმგებლობა ჩააბარა (ლუკა 12:42—44). გარდა ამისა, თავის მიმდევრებს ქადაგება და მოწაფეების მომზადება დაავალა (მათე 28:18—20). მიუხედავად იმისა, რომ ზეციდან უხილავად მეფობს, კრების დამწყემსვას ანდობს სულიერად მოწიფულ მამაკაცებს, რომლებსაც ეწოდებათ „ძღვენი ადამიანთა სახით“ (ეფესოელები 4:8, 11, 12).

  • „ბოლომდე უყვარდა ისინი“
    „მოდი და გამომყევი“
    • 19 რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ იესოს მსგავსად სხვებს დავალებები მივანდოთ? კარგი იქნება, თუ კრებაში პასუხისმგებელი ძმები სხვებს შესაფერის და მნიშვნელოვან დავალებებს მისცემენ იმ იმედით, რომ საუკეთესოდ შეასრულებენ. ასეთი სახით გამოცდილი უხუცესები აუცილებელ ცოდნას მიაღებინებენ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც კრების დახმარებისკენ ‘ისწრაფვიან’ (1 ტიმოთე 3:1; 2 ტიმოთე 2:2). ასეთი ცოდნის მიღება მნიშვნელოვანია. იეჰოვას ხელმძღვანელობით სამეფოს საქმე წინ მიიწევს და აუცილებელია ძმების მომზადება (ესაია 60:22).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება