-
იეჰოვა არის მეფეესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
18, 19. ა) რა შეიძლება იგულისხმებოდეს „სიმაღლეთა მხედრობაში“ და როგორ არიან ისინი ‘კლიტულებში გამომწყვდეული’? ბ) როგორ დაისჯება „სიმაღლეთა მხედრობა“ „დიდი ხნის შემდეგ“? გ) როგორ დასჯის იეჰოვა „მიწის მეფეებს“?
18 ესაიას წინასწარმეტყველება ახლა უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს და იეჰოვას განზრახვის საბოლოო განხორციელებაზე ამახვილებს ყურადღებას: «მოვა ის დღე და დასჯის უფალი ცათა [„სიმაღლეთა“, აქ] მხედრობას მაღლა ცაში და მიწის მეფეებს დაბლა მიწაზე. შეიყრებიან ერთად ტუსაღებივით დილეგში, კლიტულებში გამოიმწყვდევიან და დიდი ხნის შემდეგ დაისჯებიან.
-
-
იეჰოვა არის მეფეესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
19 „სიმაღლეთა მხედრობაში“ ამ დემონური „წუთისოფლის სიბნელის მპყრობელნი,.. ცისქვეშეთის ბოროტების სულნი“ უნდა იგულისხმებოდნენ (ეფესელთა 6:12). ისინი დიდ გავლენას ახდენენ მსოფლიო მპყრობლებზე (დანიელი 10:13, 20; 1 იოანე 5:19). მათი მიზანია, ხალხი იეჰოვასა და მის წმინდა თაყვანისმცემლობას ჩამოაშორონ. მათი ზეგავლენით ისრაელებმა მეზობელი ერებივით დაიწყეს უზნეობის ჩადენა და შედეგად ღვთის რისხვა დაიმსახურეს! მაგრამ სატანამ და მისმა დემონებმა ბოლოს პასუხი უნდა აგონ ღვთის წინაშე, როდესაც ღმერთი დასჯის მათ და მათთან ერთად მიწიერ მმართველებს, „მიწის მეფეებს დაბლა მიწაზე“, რომლებმაც დემონების ზეგავლენით ზურგი აქციეს ღმერთს და არ დაიცვეს მისი კანონები (გამოცხადება 16:13, 14). ესაია სიმბოლური ენით ამბობს, რომ ისინი ერთად შეიყრებიან და „კლიტულებში გამოიმწყვდევიან“. „დიდი ხნის შემდეგ“, ალბათ, როდესაც სატანა და მისი დემონები (და არა „მიწის მეფეები დაბლა მიწაზე“) დროებით გათავისუფლდებიან იესო ქრისტეს ათასწლიანი მეფობის ბოლოს, ღმერთი საბოლოოდ დასჯის მათ სათანადოდ (გამოცხადება 20:3, 7—10).
-