საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ვისი ძალით ახდენს იესო სასწაულებს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • ზოგი მწიგნობარი და ფარისეველი იერუსალიმიდანაა ჩამოსული, თუმცა მათ სულაც არ სურთ იესოს მოსმენა ან მისი მხარდაჭერა. ეს კაცები ცრუ ხმებს ავრცელებენ იესოზე და ამბობენ: „ბელზებელი ჰყავს და დემონების მმართველის დახმარებით დევნის დემონებს“ (მარკოზი 3:22).

  • ვისი ძალით ახდენს იესო სასწაულებს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • სულ ცოტა ხნის წინ მან დემონით შეპყრობილი უსინათლო და მუნჯი კაცი განკურნა. ამას ნამდვილად ვერავინ უარყოფს. ამიტომ მწიგნობრები და ფარისევლები გადაწყვეტენ, ხალხში ეჭვი ჩათესონ და ბრალს სდებენ იესოს, თითქოს ის ბელზებელის ძალით ახდენს სასწაულებს. „ეს კაცი ვერ განდევნიდა დემონებს, მათი მმართველის, ბელზებელის დახმარების გარეშე“, — ამბობენ ისინი (მათე 12:24).

      იესო ცდილობს, მწიგნობრებსა და ფარისევლებს დაანახვოს სიმართლე; ეს ხდება ზოგი მათგანის თანდასწრებით, ვინც იესოს ახლავს თან

      იესომ იცის, რას ფიქრობენ მწიგნობრები და ფარისევლები, და ეუბნება: „თავისივე წინააღმდეგ გაყოფილი სამეფო გაპარტახდება და თავისივე წინააღმდეგ გაყოფილი ქალაქი ან სახლი ვერ გაძლებს. თუ სატანა სატანას დევნის, თავისივე წინააღმდეგ გაყოფილა. როგორღა გაძლებს მისი სამეფო?“ (მათე 12:25, 26).

      მართლაც რა ლოგიკურად და დამაჯერებლად მსჯელობს იესო! ფარისევლებმა იციან, რომ იუდეველთა შორისაც არიან ისეთები, ვისაც დემონების განდევნის ძალა შესწევს (საქმეები 19:13). ამიტომ იესო ეკითხება მათ: „თუ მე ბელზებელის დახმარებით ვდევნი დემონებს, თქვენი ძეები ვიღას დახმარებით დევნიან?“. იესოს იმის თქმა უნდა, რომ, თუ ფარისეველთა ბრალდება სიმართლეა, მაშინ ისიც უნდა აღიარონ, რომ იუდეველებიც სატანის ძალით დევნიან დემონებს. იესო განაგრძობს: „მაგრამ თუ ღვთის სულის დახმარებით ვდევნი დემონებს, გვერდზე დაგრჩენიათ ღვთის სამეფო“ (მათე 12:27, 28).

      იესოს სურს, დაანახვოს მათ, რომ გაცილებით დიდი ძალა აქვს, ვიდრე სატანას და ამიტომ შეუძლია დემონების განდევნა. მას ასეთი მაგალითი მოჰყავს: „როგორ შეიჭრები ძლიერი კაცის სახლში და გაიტაცებ მის ქონებას, თუ ჯერ მას არ შებოჭავ? მერე კი გაუძარცვავ სახლს. ვინც ჩემ მხარეზე არ არის, ჩემ წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან ერთად არ აგროვებს, ფანტავს“ (მათე 12:29, 30). მწიგნობრები და ფარისევლები კი აშკარაა, რომ იესოს უპირისპირდებიან და ამით აჩვენებენ, რომ სატანის მხარეს იკავებენ. ისინი ცდილობენ, ჩამოაშორონ ხალხი ღვთის ძეს, რომელიც თავისი მამის, იეჰოვას სულით მოქმედებს.

      იესო აფრთხილებს სატანის გავლენაში მყოფ ამ ცრუ ბრალმდებლებს: „ადამიანის შვილებს ყველანაირი ცოდვა, მკრეხელობა და გმობა ეპატიებათ, მაგრამ ვინც წმინდა სულს გმობს, იმას არასოდეს ეპატიება, რადგან მარადიულ ცოდვაშია დამნაშავე“ (მარკოზი 3:28, 29). დაფიქრდით, რას ნიშნავს იესოს ეს სიტყვები მათთვის, ვინც სატანის ძალას აწერს იმას, რაც ღვთის სულით კეთდება!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება