საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა იწვევს მოზარდთა დეპრესიას და როგორ დავეხმაროთ მათ?
    გამოიღვიძეთ! — 2017 | No. 1
    • იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე

      იესომ თქვა: „ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ“ (მარკოზი 2:17). ასე რომ, მსუბუქი თუ მწვავე დეპრესიის დროს გონივრულია, მივმართოთ კვალიფიციურ ექიმს და მივყვეთ მის მიერ დანიშნულ მკურნალობის მეთოდს.c ჩვენი ორგანიზმი და ტვინი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ამიტომ ამ დაავადებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნებისმიერი ორგანოს, მათ შორის ტვინის, ფუნქციონირებაზე. აქედან გამომდინარე, ურიგო არ იქნებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევა.

      თუ დეპრესიით იტანჯებით, გონიერების ფარგლებში მიიღეთ საჭირო ზომები, რათა გაუფრთხილდეთ როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობას. მაგალითად, ჯანსაღად იკვებეთ, საკმარისად იძინეთ და რეგულარულად ივარჯიშეთ. ვარჯიშის დროს ტვინში გამოიყოფა ისეთი ქიმიური ნივთიერებები, რომელიც ადამიანს განწყობას უმაღლებს, ენერგიას მატებს და ძილს უწესრიგებს. თუ შესაძლებელია, შეეცადეთ, მალევე ამოიცნოთ დეპრესიის ნიშნები და მიიღოთ აუცილებელი ზომები; გული გადაუშალეთ სანდო ადამიანს. ასეთ დროს შეიძლება ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა დიდი დახმარება აღმოგიჩინონ, რის შედეგადაც შესაძლოა ამ დაავადების ზოგი სიმპტომი საერთოდ გაგიქრეთ. ფურცელზე გადაიტანეთ თქვენი ფიქრები და გრძნობები; სწორედ ეს დაეხმარა ზემოხსენებულ ჯულიას. რაც ყველაზე მთავარია, არ უგულებელყოთ სულიერი მოთხოვნილებები. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, შესაძლოა ცხოვრებას სულ სხვა თვალით შეხედოთ. იესო ქრისტემ თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).

      მოზარდი გოგონა მშობლებთან ერთად საუზმობს, ვარჯიშობს და იძინებს

      იკვებეთ ჯანსაღად, იცხოვრეთ აქტიურად და იძინეთ საკმარისად

      მოზარდი გოგონა ბიბლიას კითხულობს

      სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ნამდვილად განუგეშებთ

      ანა და ჯულია თავად დარწმუნდნენ იესოს სიტყვების ჭეშმარიტებაში. ანა ამბობს: „სულიერ საქმეებში მონაწილეობა მეხმარება, მხოლოდ საკუთარი თავით არ ვიყო მოცული. ეს ყოველთვის არ არის ადვილი, მაგრამ როცა ამის გაკეთება გამომდის, გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს“. ჯულიას დიდად ანუგეშებს ბიბლიის კითხვა და ლოცვა. „ძალიან ვმშვიდდები, როცა ღმერთს ლოცვაში გულს ვუღვრი, — გვიზიარებს ის. — ბიბლიის კითხვის დროს ვრწმუნდები, რომ ღვთის თვალში ძვირფასი ვარ და ის ნამდვილად ზრუნავს ჩემზე; მეტიც, ეს წიგნი მეხმარება, მომავალს იმედის თვალით ვუყურო“.

      ჩვენს გამჩენს, იეჰოვა ღმერთს, კარგად ესმის, რომ ჩვენს პიროვნულ თვისებებს და შეხედულებებს აყალიბებს გარემო, სადაც აღვიზარდეთ, ცხოვრებისეული გამოცდილება და გენეტიკური ფაქტორები. ამიტომ მას შეუძლია საჭირო დახმარება აღმოგვიჩინოს და გვანუგეშოს თანამგრძნობი და გულისხმიერი ადამიანების მეშვეობით. მეტიც, მალე დადგება დრო, როცა ღმერთი განგვკურნავს ყოველგვარი დაავადებისგან. „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“, — ამბობს წინასწარმეტყველი ესაია (ესაია 33:24).

  • რა იწვევს მოზარდთა დეპრესიას და როგორ დავეხმაროთ მათ?
    გამოიღვიძეთ! — 2017 | No. 1
    • „პირველადი დახმარება“

      „პირველადი დახმარების“ კუთხე, რომელსაც შეუძლია ემოციური ტკივილის შემსუბუქება დეპრესიაში მყოფი მოზარდისთვის.

      თუ დეპრესია გაქვს, კარგი იქნება, ოთახში ისეთი კუთხე მოიწყო, რომელიც „პირველად დახმარებას“ აღმოგიჩენს. ის შენი სურვილისამებრ მოაწყვე, ეს კი დაგეხმარება, აკონტროლო საკუთარი ფიქრები და ცოტათი მაინც შეიმსუბუქო ემოციური ტკივილი. შეგიძლია აქ მოცემული იდეებიც მოიშველიო:

      • მათი საკონტაქტო ინფორმაცია, ვისაც მაშინ დაუკავშირდები, როცა უარყოფითი ფიქრები მოგეძალება

      • საყვარელი სიმღერები, რომლებიც განწყობას აგიმაღლებს და კარგ ხასიათზე დაგაყენებს

      • შთამაგონებელი გამონათქვამები და გამამხნევებელი სტატიები

      • ბიბლიაში მოცემული მანუგეშებელი მუხლები, მაგალითად ფსალმუნების 34:18; 51:17; 94:19 და ფილიპელების 4:6, 7

      • ის ნივთები თუ ფოტოები, რომლებიც საყვარელ ადამიანებს გაგახსენებს

      • დღიური, სადაც ჩაწერილი გაქვს სასიამოვნო შემთხვევები და პოზიტიური აზრები

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება