საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • საშველად მოხმობა
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 სექტემბერი
    • საშველად მოხმობა

      „ღმერთმა დამივიწყა!“ — ამოიოხრა ერთმა ბრაზილიელმა ქალმა. ქმრის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მისთვის ცხოვრებამ აზრი დაკარგა. ოდესმე გიცდიათ დამწუხრებული ადამიანის ნუგეშისცემა ან საშველად მოხმობაზე გამოხმაურება?

      ზოგი იმდენად გულდამძიმებული ხდება, რომ სიცოცხლეს ისწრაფებს; მათგან მრავალი ახალგაზრდაა. გაზეთ „ფოლია დი სან-პაულუს“ თანახმად, ბრაზილიაში ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ „ახალგაზრდებს შორის თვითმკვლელობათა რიცხვი 26 პროცენტით გაიზარდა“. მაგალითად, განვიხილოთ ვალტერისa, ახალგაზრდა სან-პაულუელის, შემთხვევა. ის უდედმამოდ გაიზარდა; უსახლკარო იყო; მოსვენება არ ჰქონდა და არ ჰყავდა მეგობრები, რომლებზე დანდობაც შეიძლებოდა. ტანჯვა-წამებისთვის ბოლოს მოსაღებად ვალტერმა გადაწყვიტა, ხიდიდან გადამხტარიყო და თავი მოეკლა.

      მარტოხელა დედას, ედნას, უკვე ორი შვილი ჰყავდა, როდესაც სხვა მამაკაცს შეხვდა. ამ შეხვედრიდან მხოლოდ ერთი თვე იყო გასული, როცა მათ ერთად ცხოვრება დაიწყეს ამ მამაკაცის დედის სახლში. ეს ქალი სპირიტიზმის მიმდევარი და ლოთი იყო. ედნას კიდევ ერთი შვილი შეეძინა, რის შემდეგაც სმა დაიწყო და ისეთ დეპრესიაში ჩავარდა, რომ თავის მოკვლას ცდილობდა. ბოლოს ედნას დედობის უფლება ჩამოერთვა.

      რა შეიძლება ითქვას უფროსი ასაკის ხალხზე? მარია მხიარული და ენაწყლიანი ქალი იყო, მაგრამ ასაკში შესვლის შემდეგ სამუშაოს დაკარგვის შიში გაუჩნდა. ის მედდად მუშაობდა და ეშინოდა, სამსახურში რამე შეცდომა არ დაეშვა. ამან მარია დეპრესიაში ჩააგდო; თვითმკურნალობის მცდელობის შემდეგ მან დახმარებისთვის ექიმებს მიმართა. შედეგი თითქოს კარგი იყო, მაგრამ, როდესაც 57 წლის ასაკში სამსახურიდან გაათავისუფლეს, მარიას დეპრესია ისეთი სიძლიერით განუმეორდა, რომ გამოსავალს ვერსად ხედავდა; მან თვითმკვლელობაზე ფიქრი დაიწყო.

  • მალე სასოწარკვეთილება აღარ იარსებებს
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 სექტემბერი
    • მალე სასოწარკვეთილება აღარ იარსებებს

      ცხოვრება უფრო და უფრო რთული ხდება და სასოწარკვეთილების მიზეზები შესაბამისად მრავლდება. იმედგაცრუებისას შეიძლება გვიჭირდეს ემოციების გაკონტროლება. ამიტომაც არის, რომ თვით იმ ადამიანებმაც კი, რომლებსაც სიცოცხლე უყვართ, შეიძლება იმედი დაკარგონ და ძალიან უბედურები გახდნენ. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

      ძველ დროში წინასწარმეტყველ მოსეს იმდენად გაუტყდა გული, რომ ღმერთს უთხრა: „მომკალი ბარემ, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, რომ არ ვუყურო ჩემს გასაჭირს“ (რიცხვნი 11:15). მტრებისგან დევნილმა წინასწარმეტყველმა ელიამ წამოიძახა: „ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სული [სიცოცხლე]“ (მესამე მეფეთა 19:4). წინასწარმეტყველმა იონამ თქვა: „ბარემ ამომხადე სული, რადგან ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია“ (იონა 4:3). მაგრამ არც მოსეს, არც ელიას და არც იონას თავი არ მოუკლავთ. თითოეულმა მათგანმა იცოდა ღვთის მცნება: „არა კლა“ (გამოსვლა 20:13). თითოეულს მტკიცედ სწამდა ღვთის და იცოდნენ, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა და რომ სიცოცხლე ღვთის საჩუქარია.

      რა შეიძლება ითქვას პრობლემების შესახებ, რომლებსაც დღეს ვაწყდებით? ემოციურ და ფიზიკურ პრობლემებთან გამკლავების გარდა, დროდადრო შეიძლება ოჯახის წევრებისგან, ახლობლებისა და თანამშრომლებისგან ცუდი მოპყრობის ატანა მოგვიწიოს. ბიბლია ლაპარაკობს ადამიანების შესახებ, რომლებიც „აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღარობით. ცილისმწამებელნი, ღვთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგამზრახველნი, მშობლების ურჩნი, უგუნურნი, ვერაგნი, მიუნდობელნი, უყვარულნი და ულმობელნი“ არიან (რომაელთა 1:28—31). ყოველდღიურად ასეთი ხალხის გარემოცვაში ყოფნა ცხოვრებას თითქოს აუტანელს ხდის. მაშ, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, ვისაც ნუგეში და შვება სჭირდება?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება