-
ერების სინათლეესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
იესო ქრისტეს, შესაძლებელია, ეს წინასწარმეტყველება ჰქონდა მხედველობაში, როდესაც თავის მოწაფეებს უბრალო ცხოვრებისკენ და პირველ ადგილზე სამეფოს ინტერესების დაყენებისკენ მოუწოდებდა. მან თქვა: «თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე იგი: გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სასუფეველში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგაგდონ ჯოჯოხეთში [„გეენაში“, აქ], სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება» (მარკოზი 9:47, 48; მათე 5:29, 30; 6:33).
20 რა არის გეენად წოდებული ადგილი? საუკუნეების წინათ სწავლულმა დეივიდ კიმხიმ დაწერა: „ეს ადგილი... იერუსალიმს ემიჯნება; ამაზრზენი ადგილია, სადაც ყოველგვარ სიბინძურესა და გვამებს ყრიან. აგრეთვე აქ მუდმივად ენთო ცეცხლი ამ ყოველივე უწმინდურისა და გვამების ძვლების დასაწვავად. აქედან გამომდინარე, ბოროტეულთა სამსჯავროს გადატანითი მნიშვნელობით გეჰინომი ეწოდება“. თუ, როგორც ამ სწავლულმა თქვა, გეენას ნაგვისა და იმ ხალხის გვამების გადასაყრელად იყენებდნენ, რომლებიც დამარხვას არ იმსახურებდნენ, ცეცხლი ასეთი ნაგვის განადგურების სათანადო საშუალება უნდა იყოს. რასაც ცეცხლი ვერ შთანთქავს, იმას მატლები გაანადგურებენ. რა სათანადოდ არის აღწერილი ღვთის მტრების აღსასრულიb!
-
-
ერების სინათლეესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
b რადგანაც გეენაში არა ცოცხალი ადამიანები, არამედ მკვდრები, გვამები, ნადგურდებიან, ეს ადგილი მარადიული ტანჯვის სიმბოლო არ არის.
-