-
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მეორე რჯული“საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 სექტემბერი
-
-
„ნუ დაივიწყებ იმ საქმეებს, რომელნიც შენმა თვალებმა იხილეს“
პირველი მიმართვისას მოსე ხალხს შეახსენებს უდაბნოში თავს გადამხდარი მოვლენებიდან ზოგიერთს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევებს, რომლებიც ისრაელებისთვის სასარგებლოა ახლა, როდესაც აღთქმული ქვეყნის დასამკვიდრებლად ემზადებიან. მსაჯულების დანიშვნის შესახებ სიტყვების მოსმენისას მათ, ალბათ, თვალწინ წარმოუდგებათ წარსული და ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ უწევს იეჰოვა თავის ხალხს ორგანიზებას ისე, რომ თითოეული სიყვარულით აღსავსე მზრუნველობას გრძნობს. მოსე აგრეთვე ყვება, რომ აღთქმულ ქვეყანაში წინა თაობა ათი მზვერავის მიერ მოტანილი ცუდი ამბის გავლენის შედეგად ვერ შევიდა. წარმოიდგინეთ, რა დიდ გავლენას მოახდენდა ეს გამაფრთხილებელი მაგალითი მოსეს მსმენელებზე, რომელთა თვალწინაც აღთქმული ქვეყანა იყო გადაშლილი.
იორდანეს გაღმა მდებარე ქვეყნების დასაპყრობად გამზადებული ისრაელებისთვის გამბედაობა უნდა შეემატა იმის შეხსენებას, თუ როგორ იმარჯვებდნენ ადრე იეჰოვას დახმარებით. ქვეყნები, რომელთა დაპყრობასაც ისინი აპირებდნენ, სავსე იყო კერპთაყვანისმცემლობით. ამიტომ მართლაც ძალიან საჭირო იყო მოსეს მიერ კერპთაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით მიცემული მკაცრი გაფრთხილება.
-
-
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მეორე რჯული“საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 სექტემბერი
-
-
გიყვარდეთ იეჰოვა და დაიცავით მისი მცნებები
ისრაელი ხალხისადმი მეორე მიმართვისას მოსე ყვება სინას მთაზე რჯულის მიცემის შესახებ და იმეორებს ათ მცნებას. ის მოიხსენიებს შვიდ ერს, რომლებიც ძირფესვიანად უნდა განადგურდნენ. ისრაელის ძეებს ეძლევათ შეხსენება უდაბნოში მიღებულ მნიშვნელოვან გაკვეთილთან დაკავშირებით: „არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“. ამ ახალ მდგომარეობაში მათ უნდა ‘დაიცვან ყველა მცნება’ (მეორე რჯული 8:3; 11:8).
აღთქმულ ქვეყანაში დასახლების შემდეგ ისრაელებს დასჭირდებათ კანონები არა მარტო თაყვანისცემისთვის, არამედ მართლმსაჯულებასთან, მმართველობასთან, ომთან, ყოველდღიურ ყოფასა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებითაც. მოსეს მოჰყავს ეს კანონები და ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია იეჰოვას სიყვარული და მისი მცნებების დაცვა.
-
-
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მეორე რჯული“საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 სექტემბერი
-
-
„ამოირჩიე სიცოცხლე“
მესამე მიმართვისას მოსე ისრაელებს ეუბნება, რომ მდინარე იორდანეს გადალახვის შემდეგ რჯული დიდ ქვებზე დაწერონ; აგრეთვე აღნიშნავს, თუ რა წყევლა ეწევათ ურჩებს და რა კურთხევებს მიიღებენ მორჩილები. მეოთხე მიმართვა კი იეჰოვასა და ისრაელს შორის არსებული შეთანხმების პირობების გამეორებით იწყება. მოსე ხალხს კვლავ აფრთხილებს, არ იყვნენ ურჩები და მოუწოდებს, რომ ‘სიცოცხლე ამოირჩიონ’ (მეორე რჯული 30:19).
გარდა ამისა, მოსე საუბრობს მეთაურობის შეცვლის თაობაზე; აგრეთვე ისრაელებს ასწავლის იეჰოვას განსადიდებელ საუცხოო სიმღერას და კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რა უბედურებას დაიტეხენ თავს ორგულობის გამოვლენის შემთხვევაში. ბოლოს მოსე აკურთხებს ხალხს, შემდეგ კი 120 წლის ასაკში კვდება და მარხავენ. გლოვა 30 დღის, ანუ იმ პერიოდის ნახევრის განმავლობაში გრძელდება, რამდენსაც წიგნი „მეორე რჯული“ მოიცავს.
-