-
სამშენებლო საქმიანობა, რომელიც განადიდებს იეჰოვასღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
მშენებლობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებში
8. რომელი ახალი პროგრამა მოიწონა ხელმძღვანელმა საბჭომ 1999 წელს და რატომ?
8 მეოცე საუკუნის დასასრულისთვის იეჰოვას ორგანიზაციას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებში უამრავი ადამიანი შეემატა. ადგილობრივი კრებები დარბაზების ასაშენებლად შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებდნენ. მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში და-ძმებს დასცინოდნენ და მათზე ცუდი წარმოდგენა ჰქონდათ შექმნილი, რადგან სამეფო დარბაზები სხვა თაყვანისმცემლობის შენობებთან შედარებით ძალიან პრიმიტიული იყო. 1999 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ მოიწონა პროგრამა, რომლის მეშვეობითაც დაჩქარდებოდა განვითარებად ქვეყნებში სამეფო დარბაზების მშენებლობა. ასეთი ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი გახდა შედარებით მდიდარი ქვეყნების შესაწირავები, რათა თანასწორობა ყოფილიყო (წაიკითხეთ 2 კორინთელების 8:13—15). აგრეთვე მათთან სამშენებლო სამუშაოებში დასახმარებლად სხვადასხვა ქვეყნიდან მოხალისე და-ძმები ჩავიდნენ.
9. რის გაკეთება ჩანდა არარეალური, მაგრამ რას მივაღწიეთ?
9 თავიდან საქმის შესრულება არარეალური ჩანდა. 2001 წლის ანგარიშიდან გამოჩნდა, რომ 88 განვითარებად ქვეყანაში 18 300-ზე მეტი სამეფო დარბაზის აშენება იყო საჭირო. მაგრამ ღვთის სულისა და ჩვენი მეფის, იესო ქრისტეს დახმარებით შეუძლებელი არაფერია (მათ. 19:26). დაახლოებით 15 წლის განმავლობაში, 1999 წლიდან 2013 წლამდე, ღვთის ხალხმა ამ პროგრამის ფარგლებში 26 849 სამეფო დარბაზი ააგო.b იეჰოვა კვლავაც აკურთხებს სამქადაგებლო საქმიანობას. ასეთ ქვეყნებში 2013 წლის მონაცემებით კიდევ საჭიროა დაახლოებით 6 500 სამეფო დარბაზის აშენება, ყოველწლიურად კი ამ რიცხვს ასეულები ემატება.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებში სამეფო დარბაზების მშენებლობას თავისებური სირთულეები სდევს
10—12. როგორ განადიდა იეჰოვას სახელი სამეფო დარბაზების მშენებლობამ?
10 როგორ განადიდა იეჰოვას სახელი ამ ახალი სამეფო დარბაზების მშენებლობამ? ზიმბაბვეს ფილიალის ანგარიშში ნათქვამი იყო: „სამეფო დარბაზის აშენებიდან ერთ თვეში კრების შეხვედრებზე დამსწრეთა რიცხვი ორმაგდება“. როგორც ჩანს, მრავალ ქვეყანაში ხალხი ჩვენთან ურთიერთობას ერიდება, ვიდრე თაყვანისმცემლობისთვის შესაფერისი ნაგებობები არ აშენდება. სამეფო დარბაზის აშენებისთანავე ახალი დარბაზის აშენება ხდება საჭირო. მაგრამ ხალხს მხოლოდ ლამაზი შენობები არ იზიდავს იეჰოვასთან. დარბაზების მშენებლების მიერ გამოვლენილი ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული ხალხს დამოკიდებულებას უცვლის ღვთის ორგანიზაციის მიმართ. განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა.
11 ინდონეზია. ერთმა კაცმა, რომელიც სამეფო დარბაზის მშენებლობას აკვირდებოდა, გაიგო, რომ მშენებლები მოხალისეები იყვნენ. მან თქვა: „საოცარი ხალხი ხართ! ვხედავ, როგორ გულმოდგინედ და სიხარულით მუშაობთ ყველანი იმის მიუხედავად, რომ არაფერს გიხდიან. ვფიქრობ, თქვენნაირი ორგანიზაცია მეორე არ არის“.
12 უკრაინა. ერთი ქალი, რომელსაც ყოველდღე უწევდა სამეფო დარბაზის მშენებლობის ადგილზე გავლა, მიხვდა, რომ მუშები იეჰოვას მოწმეები იყვნენ და იქ სამეფო დარბაზი შენდებოდა. მან თქვა: „იეჰოვას მოწმეების შესახებ ჩემი დისგან მქონდა გაგონილი, რომელიც თავადაც მოწმე გახდა. ამ მშენებლობის შემხედვარემ გადავწყვიტე, რომ მეც ამ სულიერი ოჯახის წევრი გავმხდარიყავი. სწორედ აქ ვნახე ნამდვილი სიყვარული“. ამ ქალბატონმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო და 2010 წელს მოინათლა.
-