-
ხართ სხვებისთვის გამომაცოცხლებელი?საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ნოემბერი
-
-
ხართ სხვებისთვის გამომაცოცხლებელი?
ანტილიბანის მთის მასივის სამხრეთ ბოლოში მდებარეობს მთა ხერმონი, რომლის დიდებული მწვერვალი ზღვის დონიდან 2 814 მეტრ სიმაღლეზეა აღმართული. წლის განმავლობაში უმეტესწილად ხერმონის მწვერვალი თოვლით არის დაფარული, რის გამოც თბილი ღამეების დროს აორთქლებული წყალი ამ მწვერვალამდე მიღწევისას კონდენსირდება და ნამი წარმოიქმნება. ნამი ედება მთის კალთებზე შეფენილ ნაძვის ხეებს, შედარებით დაბლა — ხეხილს, ხოლო ვაკეზე — ვენახს. ძველ ისრაელში გრძელი, მშრალი დღეების განმავლობაში ასეთი გამომაცოცხლებელი ნამი მცენარეებისთვის ტენის მიღების ძირითადი წყარო იყო.
ღვთის შთაგონებით დაწერილ სიმღერაში იეჰოვას თაყვანისმცემელთა შორის არსებული გამომაცოცხლებელი ერთიანობა ‘სიონის მთებზე დაშვებულ ნამთანაა’ შედარებული (ფსალმუნი 133:1, 3). როგორც ხერმონის მთაა მცენარეების მაცოცხლებელი ნამის წყარო, ისე ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ გამომაცოცხლებელი მათთვის, ვისთანაც გვიწევს ურთიერთობა.
-
-
ხართ სხვებისთვის გამომაცოცხლებელი?საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ნოემბერი
-
-
[სურათები 16 გვერდზე]
ხერმონის მთის ნამი მცენარეულობისთვის გამომაცოცხლებელი ტენის წყაროა
-