-
მკურნალობა და სიძნელეებიგამოიღვიძეთ! — 2003 | ივნისი 8
-
-
I ტიპის დიაბეტი ინსულინის აბსოლუტური უკმარისობით ხასიათდება. II ტიპის დიაბეტის დროს კი ეს ჰორმონი არასაკმარისი რაოდენობით გამომუშავდებაg. გარდა ამისა, უჯრედები ინსულინს შიგნით შეღწევის საშუალებას არ აძლევს — ამ მდგომარეობას ინსულინის მიმართ რეზისტენტობა ეწოდება. როგორც I, ისე II ტიპის დიაბეტის შემთხვევაში რეზულტატი ერთი და იგივეა: უჯრედები გლუკოზის საჭირო რაოდენობას ვერ იღებს, ხოლო სისხლში შაქრის შემცველობა სახიფათო ზღვარს აღწევს.
I ტიპის დიაბეტის დროს ადამიანის იმუნურ სისტემას მწყობრიდან გამოჰყავს პანკრეასში არსებული ბეტა-უჯრედები, რომლებიც ინსულინს გამოიმუშავებენ. მაშასადამე, I ტიპის დიაბეტი აუტოიმუნური დაავადებაა და მას ზოგჯერ იმუნოგანპირობებულ დიაბეტს უწოდებენ. აუტოიმუნურ რეაქციას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. ეს შეიძლება იყოს ვირუსები, ტოქსიკური ნივთიერებები და ზოგიერთი წამალი. როგორც ჩანს, გარკვეულ როლს გენეტიკური ფაქტორიც თამაშობს, ვინაიდან ცნობილია, რომ I ტიპის დიაბეტი ხშირად მემკვიდრეობით გადაეცემა და უფრო მეტად ეს დაავადება თეთრკანიან ადამიანებში გვხვდება.
II ტიპის დიაბეტის შემთხვევაში, რომელიც უფრო ხშირად არათეთრკანიან ადამიანებში იჩენს თავს, შთამომავლობითი მიდრეკილება კიდევ უფრო დიდია. ამ ტიპის დიაბეტით, მსოფლიოს სხვა ხალხებთან შედარებით, ყველაზე მეტად ავადდებიან ავსტრალიელი აბორიგენები და ამერიკელი ინდიელები. ამ ორს შორის კი II ტიპის დიაბეტი ყველაზე მეტად ინდიელებშია გავრცელებული. მკვლევარები გენეტიკურ ფაქტორსა და სიმსუქნეს შორის არსებულ კავშირს სწავლობენ. ისინი იმის გარკვევასაც ცდილობენ, თუ როგორ უწყობს ჭარბცხიმიანობა ხელს ინსულინისადმი რეზისტენტობის განვითარებას შთამომავლობითი მიდრეკილების მქონე ადამიანებშიh. I ტიპის დიაბეტისგან განსხვავებით, II ტიპის დიაბეტი უმთავრესად ვლინდება 40 წლის ასაკის შემდეგ.
[სქოლიოები]
g დიაბეტიან ავადმყოფთა 90 პროცენტს II ტიპის დიაბეტი აქვს. მას, ზოგჯერ, ინსულინდამოუკიდებელ ან მოზრდილთა დიაბეტს უწოდებენ, მაგრამ ეს ტერმინები მთლად ზუსტი არ არის, რადგან ინსულინი II ტიპის დიაბეტით დაავადებულთა 40 პროცენტს ესაჭიროება. გარდა ამისა, ბოლო დროს ახალგაზრდების, და თვით ბავშვების, სულ უფრო მზარდ რიცხვს უსვამენ II ტიპის დიაბეტის დიაგნოზს.
h ჭარბცხიმიანობას სიმსუქნედ, ჩვეულებრივ, მაშინ მიიჩნევენ, როცა ადამიანი 20 ან უფრო მეტი პროცენტით აღემატება თავის იდეალურ წონას.
-
-
მკურნალობა და სიძნელეებიგამოიღვიძეთ! — 2003 | ივნისი 8
-
-
[დიაგრამები⁄სურათები 8, 9 გვერდებზე]
მარტივად დიაბეტის შესახებ
პანკრეასი
↓ ↓ ↓
ჯანმრთელი ადამიანი I ტიპის დიაბეტი II ტიპის დიაბეტი
ჭამის შემდეგ იმუნურ სისტემას უმრავლეს შემთხვევაში,
სისხლში გლუკოზის მწყობრიდან გამოჰყავს პანკრეასი არასაკმარისი
დონე მატულობს, პანკრეასში არსებული რაოდენობით
რაზეც პანკრეასი ბეტა-უჯრედები, გამოიმუშავებს
ინსულინის საჭირო რომლებიც ინსულინს ინსულინს.
რაოდენობის გამოიმუშავებენ. შედეგად,
გამომუშავებით წყდება ინსულინის
რეაგირებს. გამომუშავება.
↓ ↓ ↓
ინსულინის მოლეკულები ინსულინის დახმარების თუ მემბრანული
კუნთისა და სხვა გარეშე გლუკოზის რეცეპტორები ცუდად
უჯრედების მემბრანულ მოლეკულები ვერ რეაგირებს ინსულინზე,
რეცეპტორებს უერთდება. შედიან უჯრედებში. მაშინ წვრილი არხები,
მათი შეკავშირება რომელთა გავლითაც
მემბრანაში არსებულ გლუკოზა სისხლიდან
წვრილ არხებს უჯრედებში ხვდება,
ააქტიურებს, რაც აღარ აქტიურდება.
გლუკოზის მოლეკულებს
უჯრედში შეღწევის
საშუალებას აძლევს.
↓ ↓ ↓
კუნთის უჯრედები გლუკოზა სისხლში
ითვისებს და ენერგიად გროვდება, აფერხებს
გარდაქმნის გლუკოზას. სასიცოცხლო პროცესებს
სისხლში გლუკოზის და აზიანებს
დონე ნორმის სისხლძარღვების
ფარგლებში დგება. კედლებს.
[დიაგრამა]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
უჯრედი
რეცეპტორი
არხი
ინსულინი
ბირთვი
გლუკოზა
[დიაგრამა]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
სისხლძარღვი
ერითროციტები
გლუკოზა
[საავტორო უფლება]
Man: The Complete Encyclopedia of Illustration/J. G. Heck
-