საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იკვებები თუ არა კარგად სულიერი საზრდოთი?
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 აპრილი
    • მესამე საფუძველი საკვების მიღებისთვის, როგორც „საკვები და სასარგებლო კვებაშია“ ნათქვამი, არის „სხეულის ჯანმრთელობის რეგულირება. . . და ავადმყოფობისგან დაცვა“. კარგი საკვები რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, პირველივე წუთებიდან არ ჩანს. როდესაც ვამთავრებთ კარგი საკვების მიღებას, იშვიათად ვფიქრობთ, ‘ეს ჩემი გულის მუშაობისთვის (ან თირკმელებისთვის, კუნთებისთვის და ა. შ.) იყო ძალიან კარგიო’. მაგრამ, აბა სცადე, გარკვეული დროის მანძილზე არაფერი ჭამო და შედეგები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით თვალსაჩინო იქნება. რა შედეგები? ერთ-ერთ სამედიცინო ნაშრომში ნათქვამია: „საერთოდ დამახასიათებელი სურათი უარყოფითია: ზრდის შეჩერება, ინფექციებთან ბრძოლის უუნარობა, ენერგიის ან რამის კეთების უნარის ნაკლებობა“.

  • იკვებები თუ არა კარგად სულიერი საზრდოთი?
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 აპრილი
    • „სწორი კვება ყველაზე აუცილებელია ადამიანისთვის. . . საკმარისი საკვების გარეშე სიკვდილი გარდაუვალია“ („საკვები და სასარგებლო კვება“ [Food and Nutrition].

      ეს ფუნდამენტალური ჭეშმარიტება ნათელი ხდება, როცა ხედავ მოშიმშილე მამაკაცების, ქალებისა თუ ბავშვების დაუძლურებულ სხეულებს, რომლებიც მოკლებული არიან ‘ყველაზე აუცილებელს’. სხვები ასე თუ ისე კმაყოფილდებიან აუცილებელი მინიმუმით. მაგრამ მრავალი, ვინც კარგად იკვებება, ღებულობს არასრულფასოვან საკვებს, რომელიც ორგანიზმის ნამდვილად გამოსაკვებად ძალიან მცირეს შეიცავს. პუბლიკაცია „ჯანსაღი კვება“ ამბობს: „საკვებს ყველაზე ხშირად ვიყენებთ არასწორად იმასთან შედარებით, რაც ჩვენს განკარგულებაშია“.

  • იკვებები თუ არა კარგად სულიერი საზრდოთი?
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 აპრილი
    • ჯანსაღი კვება გვაძლევს იმის საფუძველს, არ ვიყოთ უყურადღებო საკუთარი კვების ჩვევის მიმართ, რადგან ვიცით, რომ კარგი კვება სიცოცხლისთვის აუცილებელია: „პრობლემა ისაა, რომ [ცუდი კვების შედეგად] არ ხდება ჯანმრთელობის სწრაფი გაუარესება, ისე სწრაფი შედეგი არ მოჰყვება, როგორც, მაგალითად, უყურადღებობით ქუჩის გადაკვეთის დროს ხდება. პირიქით, ნელა, შეუმჩნევლად მიმდინარეობს ჯანმრთელობის შერყევა, ინფექციის შეჭრა უფრო ადვილად შეიძლება, ძვლები შეიძლება უფრო მყიფე გახდეს, ჭრილობების შეხორცება და ავადმყოფობისგან განკურნება, შესაძლოა, უფრო ნელი“.

  • იკვებები თუ არა კარგად სულიერი საზრდოთი?
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 აპრილი
    • უკიდურეს შემთხვევაში პიროვნება შეიძლება დაემსგავსოს ახალგაზრდა ქალს, რომელიც იტანჯება ნერვული ანორექსიით. ის საკუთარ თავს არწმუნებს, რომ მხოლოდ ძალიან ცოტა საკვები სჭირდება და საუკეთესოდ გრძნობს თავს, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ნადგურდება. საბოლოოდ, საერთოდ ეკარგება ჭამის სურვილი. „ეს საშიში მდგომარეობაა“ — ნათქვამია სამედიცინო ნაშრომში. რატომ? „ავადმყოფი იშვიათად იღუპება შიმშილის მიზეზებით, ის იფიტება და შეიძლება დაიღუპოს სრულიად უბრალო ინფექციით“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება