-
ჯერ რა დროს ჯანმრთელობაზე ზრუნვაა?!გამოიღვიძეთ! — 2010 | ივნისი
-
-
თუ გინდა, რომ კარგად გამოიყურებოდე, სწორად იკვებე!
ბიბლია გვირჩევს, რომ ყველაფერში ზომიერები ვიყოთ: „ნუ იქნები მათ შორის, ვინც . . . ხორცით ვერ ძღება“ (იგავები 23:20). ამ რჩევის გათვალისწინება ყოველთვის არ არის ადვილი.
● „ბევრი ჩემი თანატოლის მსგავსად, სულ მშია. ჩემი მშობლები მეუბნებიან, კუჭი ხომ არ გაქვს გახვრეტილიო!“ (ენდრიუ, 15 წლის).
● „ჭამის დროს არაფერი გვემართება და ამიტომ საკვები არც ისე მავნე გვგონია“ (დანიელა, 19 წლის).
მეტი ნებისყოფა ხომ არ გმართებს, როცა საქმე ჯანსაღ კვებას ეხება? ნახე, რას ამბობენ შენი თანატოლები.
ნუ შეჭამ უზომოდ. „თავიდან კალორიებს ვითვლიდი, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ გაძღომამდე არ უნდა ვჭამო“, — ამბობს 19 წლის ჯულია.
მოერიდე არაჯანსაღ საკვებს. „ერთ თვეში ხუთი კილო დავიკელი მხოლოდ იმიტომ, რომ გაზიან სასმელებს აღარ ვსვამდი“, — ამბობს 21 წლის პიტერი.
ყველაფერს ერთ ჯერზე ნუ შეჭამ. „ვცდილობ, მხოლოდ ერთი ულუფით დავკმაყოფილდე“, — ამბობს 19 წლის ერინი.
რა დაგეხმარება? თავის დროზე ჭამე საუზმე, სადილი და ვახშამი! თუ ასე მოიქცევი, არც მოგშივდება და არც ზედმეტი მოგივა.
-
-
ჯერ რა დროს ჯანმრთელობაზე ზრუნვაა?!გამოიღვიძეთ! — 2010 | ივნისი
-
-
[ჩარჩო 14 გვერდზე]
„ჯანსაღი ცხოვრება დავიწყე“
„ექვსი წლის ასაკში პუტკუნა ვიყავი. სულ სასუსნავს ვეძებდი და პირს არ ვაჩერებდი. განძრევა მეზარებოდა. ჰოდა კარგი ჩიტიც დავიჭირე — როცა წამოვიზარდე, წონა საკმაოდ მქონდა აკრეფილი. საშინლად არ მომწონდა საკუთარი თავი. დროდადრო დიეტას ვიცავდი, მაგრამ მალევე ვიმატებდი. 15 წლის რომ გავხდი, საკუთარი თავი ხელში ავიყვანე. გადავწყვიტე, დაუყოვნებლივ დამეკლო წონაში და ერთი კილოც აღარ მომემატა. შევიძინე სპეციალური სახელმძღვანელო, სადაც მოცემული იყო რჩევები სწორ კვებასა და ვარჯიშზე. მაშინაც კი, თუ დიეტას დავარღვევდი ან რაღაც მიზეზის გამო ვერ ვივარჯიშებდი, გულს არ ვიტეხდი. ჩემს მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია: ერთ წელიწადში 25 კილო დავიკელი. სასურველი წონა ორი წელი შევინარჩუნე. ადრე ეს წარმოუდგენლად მიმაჩნდა. წონაში დაკლების მიზეზი მარტო დიეტა არ იყო — მე ჯანსაღი ცხოვრება დავიწყე. როგორც კი ვთქვი, ერთხელ და სამუდამოდ შევიცვლი-მეთქი ცხოვრების წესს, შევასრულე კიდეც (კატრინი, 18 წლის).
-