საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პოდაგრა — გამომწვევი მიზეზები
    გამოიღვიძეთ! — 2012 | აგვისტო
    • ავადმყოფური სიმსუქნე და დიეტა: ერთი სამედიცინო ენციკლოპედია აღნიშნავს: „პოდაგრასთან ბრძოლა არ გულისხმობს კვების რაციონიდან ისეთი საკვები პროდუქტების ამოღებას, რომელიც მდიდარია პურინებით. ნაცვლად ამისა, საჭიროა ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება, რაც პოდაგრის გამომწვევ ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად ითვლება. ამიტომ რისკ-ფაქტორები უფრო მეტად დაკავშირებულია ავადმყოფურ სიმსუქნესთან და დისლიპიდემიასთან“, სისხლში ლიპიდების დონის მომატებასთან (ამ დროს ორგანიზმში ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელია). ამასთანავე, „პოდაგრის განვითარების ალბათობა მაშინაც დიდია, როცა ორგანიზმი ინსულინის მიმართ რეზისტენტული ხდება“.

      ზოგი ექიმის თქმით, სასურველია ადამიანი მოერიდოს პურინების მაღალი შემცველობის მქონე საკვებს. მაგალითად, საფუარს, ზოგიერთი სახეობის თევზს და წითელ ხორცს.b

      სასმელი: სასმელის გადაჭარბებული დოზით მიღებამ შეიძლება ორგანიზმში შარდმჟავას მომატება გამოიწვიოს.

  • პოდაგრა — გამომწვევი მიზეზები
    გამოიღვიძეთ! — 2012 | აგვისტო
    • ხუთი რჩევა, რათა კვლავ არ განმეორდეს

      ვინაიდან პოდაგრის განვითარება პირდაპირ კავშირშია ადამიანის ცხოვრების სტილთან, ქვემოთ მოცემული რჩევები შესაძლოა გარკვეულწილად დამხმარე აღმოჩნდეს.c

      1. ვინაიდან პოდაგრას მეტაბოლიზმის დარღვევა იწვევს, სასურველია ნორმალური წონა და კალორიების სასურველი დოზის მიღება. ჭარბი წონა ფეხის სახსრებსაც ერთგვარ პრობლემას უქმნის.

      2. მოერიდეთ მკაცრ დიეტებს და წონის სწრაფ კლებას. ეს ხელს უწყობს სისხლში შარდმჟავის მომატებას.

      3. მოერიდეთ დიდი რაოდენობით ცხოველური ცილის მიღებას. ზოგიერთი ექიმის რეკომენდაციით დღიური ნორმა მჭლე ხორცის (შინაური ფრინველი და თევზი) 170 გრამია.

      4. სასმელის ზომიერად მიღება დასაშვებია. თუ ამჟამად გაქვთ შეტევა, კარგი იქნება, თუ საერთოდ თავს შეიკავებთ დალევისგან.

      5. დალიეთ რაც შეიძლება ბევრი უალკოჰოლო სითხე. სითხე შლის შარდმჟავას და გარეთ გამოჰყავს.d

      ეს ყველაფერი ალბათ შეგვახსენებს ბიბლიურ რჩევას, რომ ვიყოთ ზომიერები და არა „ღვინოს მიძალებულები“ (1 ტიმოთე 3:2, 8, 11). დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენმა მოსიყვარულე შემოქმედმა იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო.

  • პოდაგრა — გამომწვევი მიზეზები
    გამოიღვიძეთ! — 2012 | აგვისტო
    • b ჟურნალში „ავსტრალიელი ექიმი“ დაბეჭდილ ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ პურინებით მდიდარი სოკოსა და ბოსტნეულის (ლობიო, ოსპი, მუხუდო, ისპანახი და ყვავილოვანი კომბოსტო) სახეობები „არ აღმოჩნდა პოდაგრის გამომწვევ რისკ-ფაქტორთა შორის“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება