-
სიყვარული გვაძლევს ძალას გამბედაობის გამოსავლენადსაგუშაგო კოშკი — 2006 | 1 ოქტომბერი
-
-
დაფიქრდით ზამბიაში მცხოვრებ ნამანგოლუას მაგალითზე. ის ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა. ორი წლის ასაკში ნამანგოლუა დაინვალიდდა. ის ამბობს: „ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემი გარეგნობა თავზარს სცემდა ხალხს. მაგრამ თანაქრისტიანები დამეხმარნენ, მდგომარეობისთვის სხვა თვალით შემეხედა. შედეგად გადავლახე ეს გრძნობა და მალე მოვინათლე“.
16 თუმცა, ნამანგოლუას აქვს ინვალიდის სავარძელი, ხშირად უსწორმასწორო გზებზე მუხლებისა და ხელების მეშვეობით გადაადგილება უწევს. მიუხედავად ამისა, წელიწადში, სულ მცირე, ორი თვე მაინც დამხმარე პიონერად მსახურობს. ერთხელ ერთმა მობინადრემ ცრემლები ვერ შეიკავა, როცა ნამანგოლუამ უქადაგა. რატომ? მასზე ძალიან იმოქმედა ნამანგოლუას რწმენამ და გამბედაობამ. იეჰოვამ აკურთხა ნამანგოლუა — ხუთი ადამიანი, რომელსაც ბიბლიას ასწავლიდა, მოინათლა და ერთი მათგანი კრების უხუცესად მსახურობს. ის ამბობს: „ხშირად ფეხები საშინლად მტკივა, მაგრამ მსახურებას მაინც ვაგრძელებ“. ეს და ერთ-ერთია იმ უამრავ მოწმეს შორის, რომლებიც უძლურების მიუხედავად, ღვთისა და ადამიანების სიყვარულის წყალობით სულიერ სიმტკიცეს ინარჩუნებენ. იეჰოვას თვალში ასეთი და-ძმები მართლაც ძვირფასნი არიან! (ანგია 2:7).
-
-
სიყვარული გვაძლევს ძალას გამბედაობის გამოსავლენადსაგუშაგო კოშკი — 2006 | 1 ოქტომბერი
-
-
[სურათი 24 გვერდზე]
ნამანგოლუა სუტუტუ.
-