საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მარკოზი მსახურებისთვის გამოსადეგი კაცი
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 მარტი
    • გავიდა რამდენიმე წელი. პავლე, ბარნაბა და მარკოზი კვლავ ანტიოქიაში მოხვდნენ. ამჯერად მოციქულებს მეორე მისიონერული მოგზაურობის წამოწყება ჰქონდათ განზრახული, რათა პირველი მოგზაურობის დროს დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანათ. ბარნაბას თავისი ბიძაშვილის წაყვანა სურდა, მაგრამ პავლეს ამის გაგონებაც არ უნდოდა, რადგან პირველი მოგზაურობის დროს მარკოზმა შუა გზაში მიატოვა ისინი. სწორედ ამის გამო მოხდა სტატიის დასაწყისში მოხსენიებული კამათი. ბარნაბამ თან წაიყვანა მარკოზი და მშობლიური კვიპროსისკენ აიღო გეზი, პავლე კი სირიაში წავიდა (საქ. 15:36—41). ფაქტია, რომ პავლემ და ბარნაბამ მარკოზის საქციელი სხვადასხვანაირად შეაფასეს.

      შერიგება

      მარკოზს ეს შემთხვევა ნამდვილად ატკენდა გულს. მაგრამ ის მაინც თავისი საქმის ერთგული დარჩა. დაახლოებით 12 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც პავლესა და ბარნაბას შორის განხეთქილება მოხდა, როცა მარკოზის სახელი კვლავ გამოჩნდა პირველი ქრისტიანების ისტორიაში. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მარკოზი ამ ისტორიაში პავლეს გვერდით გვხვდება.

      ახ. წ. 60—61 წლებში, რომში დაპატიმრებულმა პავლემ რამდენიმე წერილი დაწერა, რომლებიც დღეს ბიბლიის ნაწილად ითვლება. კოლოსელებისთვის მიწერილ წერილში ის ამბობს: „მოკითხვას გითვლიან არისტარქე, რომელიც ჩემთან ერთად არის დაპატიმრებული, და ბარნაბას ბიძაშვილი მარკოზი (რომლის შესახებაც მოგეცათ მითითება, რომ მიიღოთ იგი, თუ მოვა) . . . მხოლოდ ესენი არიან ჩემი თანამსახურები ღვთის სამეფოსთვის და ესენი იყვნენ ჩემი დამხმარენი და გამაძლიერებელნი“ (კოლ. 4:10, 11).

      რა მოულოდნელი ცვლილებაა! მარკოზი, რომელმაც ერთ დროს პავლეს იმედი გაუცრუა, ახლა კვლავ მისი ერთგული თანამშრომელი იყო. როგორც ჩანს, პავლე კოლოსელებს მარკოზის სავარაუდო სტუმრობის შესახებ ატყობინებდა. ამ შემთხვევაში მარკოზი პავლეს წარმომადგენელი იქნებოდა.

      წლების წინ პავლე მეტისმეტად კრიტიკული ხომ არ იყო მარკოზის მიმართ? მარკოზს ეს შემთხვევა ხომ არ დაეხმარა გაუმჯობესებაში? იქნებ ერთიც იყო და მეორეც? რაც არ უნდა ყოფილიყო, მათი შერიგება როგორც პავლეს, ისე მარკოზის სულიერ მოწიფულობაზე მეტყველებს. მათ დაივიწყეს წარსული წყენა, რისი წყალობითაც კვლავ კარგი თანამშრომლები გახდნენ. ეს კარგი მაგალითია მათთვის, ვისაც თანაქრისტიანთან უთანხმოება მოუვიდა.

  • მარკოზი მსახურებისთვის გამოსადეგი კაცი
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 მარტი
    • მარკოზი მსახურებისთვის გამოსადეგი კაცი

      ანტიოქიის კრებაში იყო გარკვეული სირთულეები, მაგრამ ის, რაც ამჯერად მოხდა, ადრე არასდროს ყოფილა. მოციქულები პავლე და ბარნაბა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ისინი მისიონერულ მოგზაურობას გეგმავდნენ, მაგრამ, როცა საქმე თანამგზავრის არჩევაზე მიდგა, ისინი ვერ შეთანხმდნენ და მათი საუბარი ცხარე კამათში გადაიზარდა (საქ. 15:39). ისინი ერთმანეთს დასცილდნენ და სხვადასხვა გზით წავიდნენ. კამათის მიზეზი მათი თანამგზავრი, მესამე მისიონერი, მარკოზი იყო.

      ვინ იყო მარკოზი? რატომ დაიწყეს მოციქულებმა მის გამო კამათი? რატომ იყვნენ ისინი თავ-თავიანთ აზრში ასე დარწმუნებულები? შეიცვალეს მათ თავიანთი შეხედულება?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება