საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღმერთია დამნაშავე?
    გამოიღვიძეთ! — 2007 | სექტემბერი
    • ისწავლეთ გამაფრთხილებელი ნიშნების ამოცნობა

      პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სტიქიური უბედურება შეიძლება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოხდეს. „ყველა ადამიანზე [თითოეულ ჩვენგანზე] დრო და შემთხვევა მოქმედებს“, — ნათქვამია ეკლესიასტეს 9:11-ში. მაგრამ ხშირ შემთხვევაში უბედურების მომასწავებელი რაღაც ნიშანი მაინც არსებობს, იქნება ეს ბუნებრივი მოვლენა თუ ხელისუფლებისგან გაფრთხილება. როდესაც ადამიანებმა იციან, რაზე მიანიშნებს ესა თუ ის მოვლენა, გადარჩენის მეტი შესაძლებლობა ეძლევათ.

      2004 წელს, როდესაც ინდონეზიას ცუნამი დაატყდა თავს, სიმალიუს მრავალათასიან კუნძულზე მხოლოდ 7 ადამიანი დაიღუპა. ვინაიდან იცოდნენ, რომ ზღვის უჩვეულო მიქცევა ცუნამის მომასწავებელი იყო, უმრავლესობამ გაქცევით უშველა თავს. ამის მსგავსად, ხალხი, რომელმაც მხედველობაში მიიღო გაფრთხილება, ძლიერ შტორმსა და ვულკანის ამოფრქვევას გადაურჩა. ვინაიდან ბუნება ადამიანებს ზოგჯერ უფრო ადრე აფრთხილებს, ვიდრე ხელისუფლება, გონივრულია, ყურად იღოთ როგორც ერთის, ისე მეორის გაფრთხილება განსაკუთრებით მაშინ, თუ სახიფათო ზონაში ცხოვრობთ.

      სამწუხაროდ, როგორც ერთი ვულკანოლოგი ამბობს, „ხალხი იმ დროსაც კი არ რეაგირებს გაფრთხილებაზე, როდესაც საშიშროება აშკარაა“. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა სახიფათო ზონაში არაერთხელ არის ცრუ განგაში ან სტიქიური უბედურება დიდი ხნის განმავლობაში არ ფიქსირდება. ზოგჯერ ხალხს მაშინაც კი არ ეთმობა თავისი ქონება, როდესაც უბედურება გარდაუვალია.

  • ღმერთია დამნაშავე?
    გამოიღვიძეთ! — 2007 | სექტემბერი
    • ◼ ყურად იღეთ ხელისუფლების გაფრთხილება. ‘დაემორჩილეთ უმაღლეს ხელისუფალთ’ (რომაელები 13:1). გონივრულია, ყურად იღოთ ხელისუფლების მოთხოვნა ევაკუაციის ან უსაფრთხოების გარკვეული ზომების მიღების შესახებ. ტადაშიმ გაითვალისწინა ეს მითითება და დარჩა უსაფრთხო ადგილას, რისი წყალობითაც მიწისძვრის შემდეგ ბიძგების გამეორებისას დაშავებასა და სიკვდილს გადაურჩა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება