-
სტიქიური უბედურებები და ადამიანური ფაქტორიგამოიღვიძეთ! — 2005 | აგვისტო 8
-
-
სტიქიური უბედურებები და ადამიანური ფაქტორი
გამართული და კარგ მდგომარეობაში მყოფი მანქანა უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებაა. მაგრამ გაუმართავი და მოუვლელი მანქანით სიარული საშიშია. გარკვეულწილად, იმავეს თქმა შეიძლება ჩვენს პლანეტაზე — დედამიწაზე.
მეცნიერთა აზრით, დედამიწის ატმოსფეროსა და ოკეანის წყლებში ადამიანის ჩარევით გამოწვეული ცვალებადობა ჩვენს პლანეტას საშიშ ადგილად აქცევს, რადგან ბუნებრივი კატაკლიზმები უფრო ხშირი და უფრო დამანგრეველი ხდება. ამის გამო მომავალი ბნელით არის მოცული. „პლანეტაზე, საიდანაც ვერსად გავიქცევით, ჩვენვე ვატარებთ უდიდეს და უმართავ ექსპერიმენტებს“, — ნათქვამია ჟურნალ „საიენსის“ სარედაქციო სტატიაში, რომელიც კლიმატურ ცვლილებებს ეხება.
-
-
სტიქიური უბედურებები და ადამიანური ფაქტორიგამოიღვიძეთ! — 2005 | აგვისტო 8
-
-
როგორც წინა სტატიაში მოვიხსენიეთ, ბოლო წლებში დედამიწის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი ქარიშხლები დაფიქსირდა. მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, გამოიწვია თუ არა ისინი გლობალურმა დათბობამ, რაც ხელს უწყობს ასეთი გრიგალების წარმოსაქმნელად ენერგიის დაგროვებას. მაგრამ ამინდის ცვალებადობა შეიძლება გლობალური დათბობის გამომწვევი მხოლოდ ერთ–ერთი მიზეზი იყოს. სხვა პოტენციური საშიშროებების დანახვა უკვე ახლავეა შესაძლებელი.
ზღვის დონის მომატება და ტყის ჩეხვა
ჟურნალ „საიენსის“ სარედაქციო სტატიაში ნათქვამი იყო: „გასული საუკუნის მანძილზე ზღვის დონემ 10–დან 20 სანტიმეტრამდე მოიმატა და მოსალოდნელია, რომ კიდევ მოიმატებს“. როგორ უკავშირდება ეს გლობალურ დათბობას? მკვლევარები ყურადღებას აქცევენ ორ სავარაუდო პროცესს. ერთი ის არის, რომ პოლარულ მხარეებში მუდმივი ყინულსაფარი დნება, რის შედეგადაც ოკეანის წყლის მოცულობა იზრდება; მეორე კი თბილი ჰაერის ინტენსიურობაა, როდესაც ოკეანის წყლები თბება და, შესაბამისად, ოკეანეში წყლის დონე იმატებს.
წყნარი ოკეანის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში მდებარე ტუვალოს პატარა კუნძულებზე უკვე შეიმჩნევა ზღვის დონის მატება. ჟურნალ „სმითსონიენის“ თანახმად, ფუნაფუტის კუნძულზე შეგროვებულმა მონაცემებმა ცხადყო, რომ ზღვის დონე იქ „უკანასკნელი ათი წლის მანძილზე წელიწადში საშუალოდ 5,6 მილიმეტრით იმატებს“.
დედამიწის ბევრ ნაწილში მოსახლეობის ზრდის შედეგად ქალაქები და დასახლებები მომრავლდა, რის გამოც გარემო პირობები გაუარესდა. ამის შედეგად კი სტიქიური უბედურებები უფრო გახშირდა. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
ჰაიტი — ეს არის სახელმწიფო, სადაც სწრაფად იზრდება მოსახლეობა და იჩეხება ტყეები. ახლახან საინფორმაციო საშუალებებმა გადმოსცა, რომ, თუმცა ჰაიტიზე ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პრობლემებია, არაფერი უქმნის ქვეყანას ისეთ დიდ საშიშროებას, როგორც ტყეების ჩეხვა. ეს საშიშროება ტრაგიკული რეალობა გახდა 2004 წელს, როდესაც კოკისპირულ წვიმებს მეწყერი მოჰყვა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
აზიაში გამომავალ ჟურნალ „ტაიმში“ ნათქვამია, რომ „გლობალური დათბობა, წყლის დაგუბება, ტყეების ჩეხვა და მცენარეული საფრის მოსპობა“ სამხრეთ აზიაში სტიქიურ უბედურებებს უფრო ამწვავებს. სხვა ყველაფერთან ერთად ტყეების გაჩეხვა იწვევს გვალვას, რაც ნიადაგის სწრაფად გამოშრობას უწყობს ხელს. ბოლო წლებში ინდონეზიასა და ბრაზილიაში გვალვის გამო უფრო ხშირად ჩნდება ხანძარი ტყეებში, რომლებიც ადრე უფრო ტენიანი იყო.
-
-
სტიქიური უბედურებები და ადამიანური ფაქტორიგამოიღვიძეთ! — 2005 | აგვისტო 8
-
-
მაგრამ ასეთი უბედურებების მასშტაბები გარკვეულწილად ადამიანური ფაქტორითაც არის განპირობებული. უბედურებებს მასშტაბურს ხდის მჭიდროდ დასახლებული საშიში ზონები. „ამჟამად დიდი ქალაქების თითქმის ნახევარი სეისმურ რაიონში მდებარეობს“, — ამბობს მკვლევარი ენდრიუ რობინსონი. მასშტაბების ზრდის მეორე ფაქტორი შენობებია — მათ ასაგებად გამოყენებული სამშენებლო მასალა და შენობის კონსტრუქცია. მართლაც რომ ახლოსაა სიმართლესთან ერთი ძველი გამონათქვამი: „მიწისძვრა კი არ იწვევს სიკვდილიანობას, არამედ ნაგებობა“. მაგრამ რა არჩევნის წინაშე დგანან ისინი, რომლებსაც სიღარიბის გამო არ შეუძლიათ იცხოვრონ ისეთ შენობებში, რომლებიც მიწისძვრებს უძლებს?
-
-
სტიქიური უბედურებები და ადამიანური ფაქტორიგამოიღვიძეთ! — 2005 | აგვისტო 8
-
-
საბედნიეროდ, ხშირად ვულკანები წინასწარ გვაფრთხილებენ ამოფრქვევის შესახებ. ასეთი რამ მოხდა 1902 წელს, როდესაც კარიბის ზღვაში, კუნძულ მარტინიკაზე მდებარე მოქმედი ვულკანი მონტან–პელე ამოფრქვევის შესახებ იტყობინებოდა. იმ დროს ახლომდებარე ქალაქ სენ–პიერში არჩევნები ტარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შეშინებულ ხალხს ჰაერში გაფანტული ფერფლის გამო სუნთქვა უჭირდა, პოლიტიკოსები მოუწოდებნენ მათ, ქალაქში დარჩენილიყვნენ. იმ დღეებში თითქმის ყველა მაღაზია დაკეტილი იყო.
8 მაისს, ამაღლების დღესასწაულზე, უამრავი ხალხი მივიდა კათოლიკურ ეკლესიაში; ისინი ღმერთს სთხოვდნენ, რომ ვულკანის ამოფრქვევისგან დაეცვა ისინი. მაგრამ დილის რვა საათზე ვულკანი მონტან–პელე ამოიფრქვა და ჰაერში გავარვარებული მასის — ფერფლის, ლავის, ქანების ნამსხვრევებისა და ცხელი აირების — ამოტყორცნა დაიწყო. და ამ მასის ტემპერატურა ცელსიუსის სკალის მიხედვით 200–დან 500 გრადუსამდე იყო. ქალაქი მთიდან დაშვებულმა სიკვდილის შავმა ღრუბელმა დაფარა და თითქმის 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩამოდნა ეკლესიის ზარები და დაიწვა ნავსადგურში მდგარი გემები. ეს იყო XX საუკუნის ყველაზე კატასტროფული ვულკანური ამოფრქვევა. რასაკვირველია, ამდენი ადამიანი არ დაიღუპებოდა, თუ ხალხი გამაფრთხილებელ ნიშნებზე თვალს არ დახუჭავდა და უსაფრთხოების წინასწარ ზომებს მიიღებდა.
კვლავაც ხშირად მოხდება სტიქიური უბედურებები?
სტიქიურ უბედურებებთან დაკავშირებულ 2004 წლის ანგარიშში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციამ განაცხადა, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში ბუნებრივი კატაკლიზმების რიცხვი 60 პროცენტით გაიზარდა. „ეს უკვე დიდი ხნის ტენდენციაა“, — ნათქვამია ანგარიშში, რომელიც გამოიცა კატასტროფული ცუნამის წარმოქმნამდე — ეს სტიქიური უბედურება 26 დეკემბერს მოხდა ინდონეზიის ოკეანეში. უდავოა, რომ, თუ საშიშ ზონებში კიდევ გაიზრდება მოსახლეობა და არ შეწყდება ტყეების ჩეხვა, ოპტიმიზმით ვეღარ შევხედავთ მომავალს.
გარდა ამისა, ბევრი განვითარებული ქვეყანა დღემდე აგრძელებს სითბური აირებით ატმოსფეროს დაბინძურებას. ჟურნალ „საიენსის“ სარედაქციო სტატიაში ნათქვამია, რომ დღეს არანაირ ზომებს არ იღებენ გამონაბოლქვების შესამცირებლად, რაც „ინფექციის გავრცელების სტადიაში მკურნალობაზე უარის თქმის ტოლფასია: ეს იმის გარანტიაა, რომ მოგვიანებით უფრო მეტი ხარჯის გაწევა გახდება საჭირო“. ამასთან დაკავშირებით კანადის ერთ–ერთ პერიოდულ გამოცემაში სტიქიური უბედურებების შედეგების შემსუბუქებასთან დაკავშირებით ნათქვამი იყო: „სრული დამაჯერებლობით შეიძლება ითქვას, რომ კლიმატის ცვლილება ყველაზე გავრცელებული და სერიოზული ეკოლოგიური პრობლემაა, რომელსაც კი ოდესმე წაწყდომია საერთაშორისო საზოგადოება“.
მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ მივიდა საერთო დასკვნამდე იმასთან დაკავშირებით, მოქმედებს თუ არა ადამიანური ფაქტორი გლობალურ დათბობაზე; და რაც მთავარია, ვერც იმ შეთანხმებამდე მივიდა, თუ როგორ აკონტროლოს ეს პროცესი.
-