-
რას ვსწავლობთ იესოს იგავიდან ტალანტებზე?საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 მარტი
-
-
5 იგავში მოხსენიებულ ბატონს რვა ტალანტი ჰქონდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იგი იმ დროისათვის დიდძალ ქონებას ფლობდა.c სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე მან ტალანტები მონებს დაუნაწილა იმ იმედით, რომ მის დაბრუნებამდე ისინი ტალანტებს ბრუნვაში გაუშვებდნენ. ამ ბატონის მსგავსად, ზეცად ამაღლებამდე იესოც „დიდძალ ქონებას ფლობდა“. რა იყო ეს „დიდძალი ქონება“? მოდი, ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად თვალი გადავავლოთ იესოს მოღვაწეობას დედამიწაზე.
6, 7. რისი სიმბოლოა ტალანტები?
6 იესომ თავისი მოღვაწეობით ცხადყო, რომ მისთვის უმთავრესი ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმე იყო (წაიკითხეთ ლუკას 4:43). სწორედ ამიტომ, ის ამუშავებდა „მინდორს“, სადაც „უხვ მოსავალს მოიწევდა“. ეს მოწაფეებისთვის ნათქვამი სიტყვებიდანაც გამოჩნდა: „ასწიეთ თავი და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად“ (იოან. 4:35—38). ამით იესოს იმის თქმა სურდა, რომ მათ ირგვლივ არსებობდნენ ალალ-მართალი ადამიანები, რომლებიც მისი მოწაფეები გახდებოდნენ. იესო, როგორც „კარგი მიწათმოქმედი“, უყურადღებოდ არ დატოვებდა მინდორს, რომელიც მზად იყო მოსამკელად. სწორედ ამიტომ, მან მკვდრეთით აღდგომიდან მალევე, სანამ ზეცად ამაღლდებოდა, თავის მოწაფეებს არცთუ ისე იოლი დავალება მისცა: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“ (მათ. 28:18—20). ამგვარად, იესომ თავის მოწაფეებს „განძი“, ქრისტიანული მსახურება, მიანდო (2 კორ. 4:7).
7 ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, რა დასკვნამდე მივდივართ? როდესაც იესომ თავის მოწაფეებს დაავალა, რომ მოწაფეებად მოემზადებინათ ხალხი, ამით მათ ფაქტობრივად თავისი „ქონება“, „ტალანტები“, დაუნაწილა (მათ. 25:14). მარტივად რომ ვთქვათ, ტალანტები ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმის სიმბოლოა.
8. რას მოელოდა ბატონი მონებისგან, მიუხედავად იმისა, რომ მან თითოეულ მათგანს ტალანტების განსხვავებული რაოდენობა არგუნა?
8 ტალანტების იგავიდან ვიგებთ, რომ ბატონმა ერთ მონას ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს — ორი, მესამეს კი — ერთი (მათ. 25:15). მართალია, თითოეულ მონას ტალანტების განსხვავებული რაოდენობა ერგო, მაგრამ ბატონი ელოდა, რომ მონები გულმოდგინებას გამოიჩენდნენ და ტალანტებს ბრუნვაში გაუშვებდნენ; ბატონის მსგავსად, იესოც მოელოდა, რომ მისი ცხებული მიმდევრები მსახურებისთვის საუკეთესოს გაიღებდნენ (მათ. 22:37; კოლ. 3:23).
-