საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w01 12/15 გვ. 28
  • მშობლებო, იზრუნეთ შვილებზე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მშობლებო, იზრუნეთ შვილებზე
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
w01 12/15 გვ. 28

მშობლებო, იზრუნეთ შვილებზე

შვილებს სჭირდებათ ხელმძღვანელობა და სიყვარულით აღსავსე შეგონება, განსაკუთრებით კი მშობლებისგან. ამის თაობაზე ერთმა ბრაზილიელმა პედაგოგმა ტანია ზაგურუმ თქვა: „ყველა ბავშვს გართობისკენ უჭირავს თვალი, ამიტომ აუცილებელია გარკვეული საზღვრების დადგენა; ეს კი მშობლების მოვალეობაა. თუ ისინი არ აკეთებენ ამას, ბავშვები სრულიად დაუმორჩილებლები ხდებიან“.

მაგრამ, მრავალ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი ნებადართულია და განდიდებულია პიროვნების თავისუფლება, ხალხისთვის რთულია, ზემოთ მოყვანილი რჩევის გათვალისწინება. მაშ, რით შეუძლიათ მშობლებს ხელმძღვანელობა? ღვთისმოშიში მშობლები შვილებს ‘უფლისგან მიღებულ მემკვიდრეობად’ მიიჩნევენ (ფსალმუნი 126:3). ამგვარად, ისინი მიმართავენ ღვთის სიტყვას, ბიბლიას, როგორც შვილების აღზრდის სახელმძღვანელოს. მაგალითად იგავნის 13:24 ამბობს: „ვინც შვილისთვის წკეპლას არ იმეტებს, მისი მტერია; ხოლო მოყვარული ჭკუას ასწავლის“.

ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „წკეპლა“ არ უნდა გავიგოთ, როგორც მხოლოდ ფიზიკური დასჯის საშუალება; ის შეიძლება ნიშნავდეს ნებისმიერი სახის აღმზრდელობითი ზომების მიღებას. ხშირად დარიგებაც კი კმარა ბავშვის არასწორი ქცევის გამოსასწორებლად. იგავნის 29:17 გვაუწყებს: „დასაჯე შვილი და შვებას მოგცემს, შენს სულს სიამეს მოჰგვრის“.

არასასურველი ჩვევების აღმოსაფხვრელად, ბავშვებს სიყვარულით აღსავსე დარიგება სჭირდებათ. ასეთი მტკიცე და გულითადი შეგონება მშობლის მიერ შვილისადმი მზრუნველობაზე მოწმობს (იგავნი 22:6). ასე რომ მშობლებო, გული გაიმაგრეთ! თუ ბიბლიის პრაქტიკულ რჩევას მიჰყვებით, იეჰოვასაც ასიამოვნებთ და შვილების პატივისცემასაც დაიმსახურებთ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება