საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სწორი აღმზრდელობითი ზომები
    გამოიღვიძეთ! — 2015 | აპრილი
    • უდავოდ, შვილების აღზრდა რთული ამოცანაა, მაგრამ დასჯისგან თავის შეკავება, როცა ამის აუცილებლობა არსებობს, ამ ამოცანას კიდევ უფრო ართულებს. რატომ? ერთი მხრივ იმიტომ, რომ აღმზრდელობითი ზომების გარეშე ბავშვები თავნებები და უმართავები ხდებიან, რაც მშობლებს ძალებს აცლის და მეორე იმიტომ, რომ მშობლები ვერ აძლევენ შვილებს სწორ მიმართულებას, რის გამოც ბავშვები დაბნეულები არიან.

      სიყვარულით გატარებული აღმზრდელობითი ზომები კი ბავშვს გონებრივად და ზნეობრივად ჩამოყალიბებულ პიროვნებად აქცევს. ეს ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობასაც უყალიბებს, რაც დაეხმარება მას თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.

  • სწორი აღმზრდელობითი ზომები
    გამოიღვიძეთ! — 2015 | აპრილი
    • ბიბლიაში წერია: „ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს“ (იგავები 22:15; იხილეთ სქოლიო).

      ბავშვი რაც უნდა დაკვირვებული და კარგი ბუნების იყოს, სისულელეს მაინც ჩაიდენს. აქედან გამომდინარე, ბავშვებს სჭირდებათ რჩევა-დარიგება (იგავები 13:24). ამის გათვითცნობიერება დაგეხმარებათ, რომ როგორც მშობელმა, თქვენი მოვალეობა კარგად შეასრულოთ.

      ბიბლიაში წერია: „ნუ მოაკლებ ბავშვს დასჯას“ (იგავები 23:13; იხილეთ სქოლიო).

      დედა-შვილი იცინის

      იმის ნუ შეგეშინდებათ, რომ ზომიერი დასჯით ბავშვს ემოციურ ზიანს მიაყენებთ; ნურც იმის, რომ მომავალში ამის გამო გისაყვედურებთ. როდესაც ბავშვს სიყვარულით სჯით, ის სწავლობს, რომ შენიშვნები თავმდაბლურად მიიღოს. ეს კი მას მომავალშიც გამოადგება (ებრაელები 12:11).

      ბიბლიაში წერია: „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7).

      ბუნებრივია, რომ მშობლებს სურთ, ბავშვების დაცვა. თუმცა გაწონასწორებულობა აქაც საჭიროა. მათ ვერას არგებთ, თუ ცდილობთ, თავიდან ააცილოთ ის ცუდი შედეგები, რაც მათ არასწორ საქციელს მოჰყვება, ან თუ ამართლებთ მას, როცა მასწავლებელი ან სხვა ვინმე გეუბნებათ, რომ ცუდად მოიქცა. პირიქით, ამ ადამიანებს ისე შეხედეთ, როგორც თქვენს მოკავშირეებს. ასე ბავშვი ისწავლის უფროსების პატივისცემასა და მორჩილებას, მათ შორის თქვენსას (კოლოსელები 3:20).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება