-
როგორ შეიძლება უარყოფით გრძნობებთან გამკლავებასაგუშაგო კოშკი — 2001 | 15 აპრილი
-
-
● ასაფი ჩიოდა: „ამაოდ გავისუფთავე გული და დავიბანე ხელები. და ვიყავი ნაგვემი ყოველდღე და ვიტანჯებოდი დილდილაობით“ (ფსალმუნი 72:13, 14).
-
-
როგორ შეიძლება უარყოფით გრძნობებთან გამკლავებასაგუშაგო კოშკი — 2001 | 15 აპრილი
-
-
დაუახლოვდი იეჰოვას
72-ე ფსალმუნში ასაფმა გულწრფელად ჩაწერა, თუ რამ შეაცბუნა. როდესაც საკუთარ მდგომარეობას ბოროტთა უზრუნველ ცხოვრებას ადარებდა, შეშურდა მათი. მან შენიშნა, რომ უღვთო ადამიანები ქედმაღლები და მოძალადეები იყვნენ, მაგრამ დაუსჯელი რჩებოდნენ. შემდეგ ასაფს ეჭვი გაუჩნდა იმასთან დაკავშირებით, ღირდა თუ არა, საერთოდ, სწორი გზით სიარული (ფსალმუნი 72:3—9, 13, 14).
ასაფის მსგავსად, შენც შეგიმჩნევია ბოროტთა აშკარა წარმატება, რომლებიც ყველას დასანახავად სჩადიან უკანონობას? როგორ გაუმკლავდა ასაფი თავის უარყოფით გრძნობებს? ის განაგრძობს: „და ვიფიქრე, რომ შემეგნო ეს — მაგრამ ძნელი იყო ჩემს თვალში. ვიდრე მოვიდოდი ღვთის ტაძარში და გავიგებდი მათ ბოლოს“ (ფსალმუნი 72:16, 17). ასაფი სწორად მოიქცა და იეჰოვას მიმართა ლოცვით. ასაფმა აღნიშნა ეს თავის სიტყვებში, რაც მოგვიანებით მოციქულმა პავლემ გამოიყენა, და დათრგუნა საკუთარ თავში „მშვინვიერი ადამიანი“ იმით, რომ „სულიერი“ გააღვიძა. განახლებული სულიერი ხედვის საშუალებით ასაფი მიხვდა, რომ იეჰოვას სძულდა ბოროტება, და რომ ბოროტები თავის დროზე დაისჯებოდნენ (1 კორინთელთა 2:14, 15).
რამდენად მნიშვნელოვანია სასიცოცხლოდ, როდესაც ცდილობ, ბიბლიის წყალობით ყურადღება ცხოვრებისეულ სინამდვილეს მიაპყრო! იეჰოვა შეგვახსენებს, რომ შეუმჩნეველი არ რჩება ბოროტი ხალხის საქმეები. ბიბლია გვასწავლის: „ნუ მოტყუვდებით: ღმერთი არ შეურაცხყოფს, ვინაიდან, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის. . . სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება“ (გალატელთა 6:7—9). იეჰოვა ბოროტებს „მოლიპულ გზაზე“ დააყენებს და ‘უფსკრულში გადაჩეხს’ (ფსალმუნი 72:18). ღვთის სამართალი, საბოლოოდ, ყოველთვის მოიპოვებს გამარჯვებას.
იეჰოვას სუფრიდან მუდმივი კვება და ღვთის ხალხთან ჯანსაღი ურთიერთობა დაგეხმარება რწმენის განმტკიცებასა და გულგატეხილობასთან ან სხვა უარყოფით გრძნობებთან გამკლავებაში (ებრაელთა 10:25). ასაფის მსგავსად, ღმერთთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებით მის სიყვარულით აღსავსე მხარდაჭერას იგრძნობ. ასაფი განაგრძობს: „მე მუდამ შენთანა ვარ, ხელთ გიპყრია მარჯვენა ჩემი. შენი რჩევით მიმიძღვი წინ და შემდგომ პატივით მიმიღებ“ (ფსალმუნი 72:23, 24). ერთი ქრისტიანი, რომელსაც ბავშვობაში ცუდად ეპყრობოდნენ, ჩასწვდა ამ სიტყვების სიბრძნეს: „კრებასთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებით, — ამბობს ის, — სწორი თვალსაზრისი შემექმნა ცხოვრებაზე. საკმაოდ ნათლად დავინახე, რომ ქრისტიანი უხუცესები მოსიყვარულენი იყვნენ; ისინი პოლიციელები კი არა, მწყემსები იყვნენ“. დიახ, უხუცესების მიერ გამოვლენილი თანაგრძნობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთი გრძნობების დაძლევაში, რომლებიც ადამიანს ზიანს აყენებს (ესაია 32:1, 2; 1 თესალონიკელთა 2:7, 8).
-