საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სწვდებით მნიშვნელობას?
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 დეკემბერი
    • 1, 2. როგორ უფანტავს იესო მოწაფეებს ეჭვს და უმტკიცებს რწმენას თავისი მკვდრეთით აღდგომის დღეს?

      იესოს მკვდრეთით აღდგომის დღეა. მისი ორი მოწაფე იერუსალიმიდან 11 კილომეტრზე მეტით დაშორებული სოფლისკენ მიემართება. მათ არ იციან, რომ ქრისტე მკვდრეთით აღდგა და იმ დღეებში განვითარებული მოვლენების გამო გულდამძიმებულები არიან. მოულოდნელად მათ იესო დაემგზავრება. იგი მოწაფეებს ანუგეშებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „[მან] მოსედან დაიწყო და ყველა წინასწარმეტყველის წიგნიდან განუმარტა მათ წმინდა წერილებში თავის შესახებ დაწერილი“ (ლუკ. 24:13—15, 27). იესო მოწაფეებს წმინდა წერილების მნიშვნელობას უხსნის, რის მოსმენაზეც მათ გულები უღვივით (ლუკ. 24:32).

      2 იმავე საღამოს ეს ორი მოწაფე იერუსალიმში ბრუნდება. ისინი ხვდებიან მოციქულებს და უყვებიან გზად თავსგადამხდარს; ჯერ კიდევ საუბრობენ, როცა იესო ეცხადებათ. თუმცა მოციქულებს შიში და ეჭვი იპყრობს, არის კი ეს კაცი იესო?! იესო მათ ეჭვს უფანტავს და რწმენას უმტკიცებს. სახარებაში ვკითხულობთ, რომ ქრისტემ მათ „სრულად გაუხსნა გონება, რომ გაეგოთ წმინდა წერილების მნიშვნელობა“ (ლუკ. 24:45).

      3. რა სირთულეებს შეიძლება შევხვდეთ და რა დაგვეხმარება, რომ მსახურებაში სიხარული არ დავკარგოთ?

      3 იესოს მოწაფეების მსგავსად, ხანდახან შეიძლება ჩვენც გულდამძმიმებულნი ვიყოთ. იმედგაცრუების მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ მუხლჩაუხრელად ვშრომობთ უფლის საქმეში, მაგრამ შედეგი არ ჩანს (1 კორ. 15:58). ან ის, რომ ჩვენი ბიბლიის შემსწავლელები სულიერად ნელა მიიწევენ წინ და ზოგმა ზურგიც კი აქცია იეჰოვას. რა უნდა გავაკეთოთ, რომ მსახურებაში სიხარული არ დავკარგოთ? ამაში დიდ დახმარებას გაგვიწევს წმინდა წერილებში ჩაწერილი იესოს იგავების მნიშვნელობის ცოდნა.

  • სწვდებით მნიშვნელობას?
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 დეკემბერი
    • 7, 8. ა) კიდევ რას ვსწავლობთ იესოს იგავიდან მთესველზე, რომელიც იძინებს? მოიყვანეთ მაგალითი. ბ) რას გვასწავლის ეს იგავი იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ?

      7 მეორე, ამ იგავის მნიშვნელობის ცოდნა დაგვეხმარება, გული არ გაგვიტყდეს, თუ ჩვენს საქმეს თავიდანვე არ გამოაქვს ნაყოფი. აუცილებელია მოთმინება (იაკ. 5:7, 8). მაშინაც კი, თუ ბიბლიის შემსწავლელის დასახმარებლად ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, მაგრამ ის მაინც არ მიიწევს წინ სულიერად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მას რამე დავაკელით. არ დაგავიწყდეთ: იეჰოვა ჭეშმარიტების თესლს მათ გულებში აღივებს, ვინც მზად არის, რომ შეიცვალოს (მათ. 13:23). ასე რომ, ჩვენი მსახურება მხოლოდ შედეგების მიხედვით არ უნდა შევაფასოთ. ღვთის თვალში ჩვენი წარმატება იმით არ განისაზღვრება, გაიზრდებიან თუ არა სულიერად ჩვენი შემსწავლელები. დარწმუნებულნი ვართ, რომ იეჰოვა აფასებს ჩვენს ერთგულ მსახურებას, იმისდა მიუხედავად, გამოაქვს თუ არა მას ნაყოფი (წაიკითხეთ ლუკას 10:17—20; 1 კორინთელების 3:8).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება