საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ მოვექცეთ გარიცხულს?
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
    • როგორ მოვიქცეთ, თუ ოჯახის წევრი გაირიცხა? ამ შემთხვევაში ჩვენი ერთგულება შეიძლება დიდი გამოცდის წინაშე აღმოჩნდეს. როგორ უნდა მოვექცეთ ოჯახის გარიცხულ წევრს? ახლა შეუძლებელია ყველა სიტუაციის განხილვა, ამიტომ მხოლოდ ორ მათგანზე ვისაუბრებთ.

      ზოგ შემთხვევაში გარიცხული და ოჯახის სხვა წევრები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. ოჯახის გარიცხული წევრი არ წყვეტს ოჯახთან კავშირს, ამიტომ ოჯახის წევრებს ყოველდღიურად მოუწევთ მასთან ურთიერთობა. მაგრამ, რაც შეეხება სულიერ საკითხებზე მასთან საუბარს, ამის უფლება ოჯახის წევრებს აღარ ექნებათ. მაგალითად, თუ გარიცხული ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს ესწრება, მან მონაწილეობა არ უნდა მიიღოს მასში. მაგრამ, თუ გარიცხული არასრულწლოვანია, მისი აღზრდის პასუხისმგებლობა კვლავ მშობლებს აკისრიათ. ამიტომ მოსიყვარულე მშობლებს შეუძლიათ შვილთან ბიბლიის შესწავლა ჩაატარონb (იგავები 6:20—22; 29:17).

      იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის გარიცხული წევრი ცალკე ცხოვრობს, ოჯახურმა საქმემ შეიძლება მოითხოვოს გარკვეული ურთიერთობა, მაგრამ უნდა ვეცადოთ, ეს ურთიერთობა მინიმუმამდე დავიყვანოთ. ერთგული ქრისტიანები მიზეზებს არ ეძებენ, რომ ურთიერთობა ჰქონდეთ ოჯახის გარიცხულ წევრთან, რომელიც მათთან არ ცხოვრობს. პირიქით, იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის ერთგულება აღძრავს მათ, მხარი დაუჭირონ ამ სადამსჯელო ზომას, რომელსაც ბიბლიური საფუძველი აქვს. მათი ერთგულება შემცოდველის კეთილდღეობას ემსახურება და შეიძლება დაეხმაროს მას, გონს მოეგოსc (ებრაელები 12:11).

  • როგორ მოვექცეთ გარიცხულს?
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
    • c მეტი ინფორმაციისთვის, თუ როგორ უნდა მოექცეს ქრისტიანი ოჯახის გარიცხულ წევრებს, რომლებიც მათთან ერთად არ ცხოვრობენ, იხილეთ „საგუშაგო კოშკის“ შემდეგი ნომრები: 1988 წლის 15 სექტემბერი, გვერდები 18—23 (რუს.) და 1982 წლის 1 მარტი, გვერდები 18—23 (რუს.).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება