საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 ნოემბერი
    • მკითხველთა შეკითხვები

      როგორია ქრისტიანული კრების თვალსაზრისი უზომოდ ჭამასთან დაკავშირებით?

      ღვთის სიტყვა განსჯის როგორც ლოთობას, ასევე უზომოდ ჭამას ანუ ღორმუცელობას, და ღვთის მსახურისთვის მიუღებლად თვლის. ამიტომ ქრისტიანულ კრებას იმ ადამიანზე, რომელსაც უზომოდ ჭამა ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი, ისეთივე თვალსაზრისი აქვს, როგორიც გამოუსწორებელი ლოთის მიმართ. ვერც ლოთები და ვერც უზომოდ მჭამელები ვერ იქნებიან ქრისტიანული კრების წევრები.

      იგავების 23:20, 21 ამბობს: „ნუ იქნები ღვინის მსმელთა შორის, ხორცით გაუმაძღართა შორის, რადგან ლოთი და მსუნაგი გაღატაკდება და მძინარა ჩაიცვამს ძონძებს“. მეორე რჯულის 21:20–ში (სსგ) ვკითხულობთ ურჩი და მოუნანიებელი ადამიანის შესახებ, რომელიც მოსეს რჯულის თანახმად სიკვდილს იმსახურებდა. ამავე მუხლში ეს ურჩი და მოუნანიებელი ადამიანი „ღორმუცელად“ და „ლოთად“ არის დახასიათებული. ასე რომ, ძველ ისრაელში ღვთის მსახურების მსურველი არ უნდა ყოფილიყო უზომოდ მჭამელი.

      რა არის ღორმუცელობა და რას ამბობს ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ამ საკითხთან დაკავშირებით? განმარტების მიხედვით, ეს არის ხარბად ჭამა-სმა, რაც ჩვევაშია გადაზრდილი. ამგვარად, ღორმუცელობა სიხარბის ერთ-ერთი გამოვლინებაა, ბიბლია კი გვეუბნება, რომ „ხარბები“ ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს (1 კორინთელები 6:9, 10; ფილიპელები 3:18, 19; 1 პეტრე 4:3). გარდა ამისა, როდესაც პავლე მოციქულმა ქრისტიანები გააფრთხილა „ხორცის საქმეების წინააღმდეგ“, მან მოიხსენია „გადამეტებული სმა, ღრეობა და ამის მსგავსი საქმეები“ (გალატელები 5:19—21). უზომოდ ჭამას ხშირად თან ახლავს გადამეტებული სმა და ღრეობა. უფრო მეტიც, უზომოდ ჭამა უეჭველად იგულისხმება პავლეს მიერ მოხსენიებულ „ამის მსგავს საქმეებში“. როგორც სხვა „ხორცის საქმეების“ შემთხვევაშია, ქრისტიანი, რომელიც უზომოდ მჭამელად არის ცნობილი და ჯიუტად უარყოფს ხარბი საქციელის შეცვლას, უნდა გაირიცხოს ქრისტიანული კრებიდან (1 კორინთელები 5:11, 13).a

  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 ნოემბერი
    • a იხილეთ 1986 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკში“ „მკითხველთა შეკითხვები.“ (ინგლ.)

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება