საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ‘იეჰოვა, ღმერთი მწყალობელი და შემბრალებელი’
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 ოქტომბერი
    • განვიხილოთ ერთი ქრისტიანი ქალიშვილის შემთხვევა, რომელიც ბიბლიური პრინციპების შესაბამისად აღიზარდა, მაგრამ მოგვიანებით ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება დაიწყო. როდესაც უკან, თავისი ცხოვრების შავბნელ პერიოდში, იხედება, ის აღნიშნავს: „მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ჩემთვის უკეთესი ცხოვრების მოწყობა შემეძლო. მინდოდა ჩემი სურვილისამებრ მოვქცეულიყავი და განსხვავებული აზრის მოსმენაც კი არ მსურდა“. უძღები შვილის მსგავსად, ეს ახალგაზრდა ქალიშვილიც დამოუკიდებლობას ესწრაფოდა. სამწუხაროდ, არაბიბლიური მოქმედების გამო ის ქრისტიანული კრებიდან გაირიცხა

  • ‘იეჰოვა, ღმერთი მწყალობელი და შემბრალებელი’
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 ოქტომბერი
    • ისინი გონს მოეგნენ

      რა დაეხმარა ქრისტიანული კრებიდან გარიცხულ ზოგ პიროვნებას, რომ გონს მოსულიყვნენ? ქვემოთ მოყვანილი შემთხვევები ნათელს ჰფენს ამ საკითხს.

      „შინაგანად მაინც ვგრძნობდი, თუ სად იყო ჭეშმარიტება. წლების განმავლობაში ბიბლიის შესწავლამ და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებამ ჩემზე დიდი გავლენა იქონია. ამის შემდეგ როგორღა უნდა შემექცია ზურგი იეჰოვასთვის? მას კი არ შეუქცევია ჩემთვის ზურგი, არამედ მე მივატოვე ის. ბოლოს მივხვდი, თუ რამდენად ცუდი და ჯიუტი ვიყავი, ხოლო იეჰოვას სიტყვა — ყოველთვის მართალი: ‘რასაც დათეს, იმას მოიმკი’“ (კ. ვ.).

      „ჩემმა გოგონამ ლაპარაკი დაიწყო. ამან ძალიან გამახარა და მინდოდა მისთვის მესწავლებინა, თუ ვინ იყო იეჰოვა ან როგორ მიგვემართა მისთვის ლოცვით. ძილი გამიტყდა. ერთხელ, გვიან ღამით, პარკში გავედი და ავტირდი. ვტიროდი და იეჰოვას ვევედრებოდი, რაც დიდი ხანია არ გამიკეთებია. მესმოდა, რომ ჰაერივით მჭირდებოდა კვლავ იეჰოვასთან დაბრუნება, და ვიმედოვნებდი, რომ ის მომიტევებდა“ (გ. ჰ.).

      „როდესაც რელიგიურ საკითხზე ჩამოვარდებოდა ხოლმე საუბარი, ვამბობდი, რომ, თუ საქმე ისეთი რელიგიის არჩევაზე მიდგებოდა, რომელიც ჭეშმარიტებას ასწავლიდა, იეჰოვას მოწმეობას ავირჩევდი. შემდეგ დავამატებდი, რომ ერთ დროს მეც ვიყავი იეჰოვას მოწმე, მაგრამ ვერ შევძელი ამის შესაბამისად ცხოვრება და გავწყვიტე ამ რელიგიასთან კავშირი. რადგან ამას ვხვდებოდი, ხშირად თავს დამნაშავედ და უბედურად ვგრძნობდი. ბოლოს ვაღიარე, რომ ძალზე სავალალო მდგომარეობაში ვიყავი. ვხედავდი, რომ საჭირო იყო რადიკალური ცვლილებების მოხდენა“ (კ. ნ.).

      „35 წლის წინ მე და ჩემი მეუღლე კრებიდან გაგვრიცხეს. 1991 წელს კი სასიამოვნო სიურპრიზი მივიღეთ — სახლში ორი უხუცესი გვეწვია, რომლებმაც გვითხრეს, რომ შესაძლებელი იყო იეჰოვასთან დაბრუნება. ექვსი თვის შემდეგ აღგვადგინეს, რამაც უზომოდ გაგვახარა. ახლა მე 63 წლისა ვარ, ხოლო მეუღლე — 79-ის“ (კ. ა.).

  • ‘იეჰოვა, ღმერთი მწყალობელი და შემბრალებელი’
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 ოქტომბერი
    • მაგალითად, 17 წლის ასაკში ერთმა ყმაწვილმა უარი თქვა ქრისტიანულ აღზრდაზე. „უზნეობამ და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებამ ამოშალა წლების განმავლობაში მიღებული ბიბლიური მოძღვრება“, — ამბობს ის. მალე ახალგაზრდა ყაჩაღობისა და მკვლელობის გამო ციხეში აღმოჩნდა. მოგვიანებით ის სულიერად გამოჯანსაღდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა ძვირად უნდა დასჯდომოდა ‘წარმავალი, ცოდვიანი განცხრომა’

  • ‘იეჰოვა, ღმერთი მწყალობელი და შემბრალებელი’
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 ოქტომბერი
    • „იეჰოვას ხელმძღვანელობის გარეშე დარჩენამ დიდი ტკივილი და სულიერი ტრავმა მომაყენა, — ამბობს ერთი ახალგაზრდა ქალიშვილი, რომელმაც დატოვა ღვთის ორგანიზაცია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მის გარეთ იყო. — ვცდილობდი მოვრგებოდი წუთისოფელს, მაგრამ მართლა ძალიან განვსხვავდებოდი სხვებისგან, რის გამოც წუთისოფელში არ მიმიღეს. თავს პატარა ბავშვივით ვგრძნობდი, ბავშვივით, რომელსაც ძალიან სჭირდება მამის ხელმძღვანელობა. მაშინ მივხვდი, რომ იეჰოვა მჭირდებოდა. უკვე აღარ მინდოდა მისგან დამოუკიდებლად ცხოვრება“.

  • ‘იეჰოვა, ღმერთი მწყალობელი და შემბრალებელი’
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 ოქტომბერი
    • მრავალი მათგანი იტანჯება ცუდ გზაზე დადგომის გამო და დროთა განმავლობაში გონს ეგება. „არასოდეს, ერთი დღითაც კი, არ დამვიწყებია იეჰოვა, — იხსენებს ერთი და დროს, როდესაც ღვთის ორგანიზაციის გარეთ იყო. — ყოველთვის ვლოცულობდი, რომ როგორღაც ერთ მშვენიერ დღეს კვლავ მივეღე“ (ფსალმუნი 118:176).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება