საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ‘დიდი გასაჭირის’ დაწყებამდე უსაფრთხოებისკენ გაქცევა
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ივნისი
    • „წამკითხველმა გაიგოს“

      4. ა) დანიელის 9:27-ის თანახმად, რა უნდა მოჰყოლოდა იუდეველთა მიერ მესიის უარყოფას? ბ) ამაზე მითითებით, როგორც ჩანს, რატომ თქვა იესომ, რომ „წამკითხველმა გაიგოს“?

      4 მიაქციე ყურადღება, რომ მათეს 24:15-ში იესომ მიუთითა იმაზე, რაც დანიელის წიგნში იყო ჩაწერილი. ამ წიგნის მე-9 თავში მოცემული ცნობა წინასწარმეტყველებდა მესიის მოსვლასა და სამსჯავრო განაჩენზე, რომელიც შესრულდებოდა იუდეველ ერზე მისი უარყოფის გამო. 27-ე მუხლის ბოლო ნაწილში ნათქვამია: „სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი“. იუდეველების ადრინდელი გადმოცემის თანახმად, დანიელის წინასწარმეტყველების ეს ნაწილი ეხებოდა ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში ანტიოქე IV მიერ იერუსალიმში იეჰოვას ტაძრის წაბილწვის შემთხვევას. მაგრამ იესო აფრთხილებდა: „წამკითხველმა გაიგოს“. თუმცა ანტიოქე IV მიერ ტაძრის შებღალვა აშკარა სიბილწე იყო, მას არ გაუტიალებია არც იერუსალიმი, არც ტაძარი, არც იუდეველი ერი. ამიტომ, როგორც ჩანს, იესო აფრთხილებდა თავის მსმენელებს, რომ ეს წარსულში კი არ მოხდა, არამედ მომავალში შესრულდებოდა.

      5. ა) როგორ გვეხმარება სახარების ცნობების შედარება, გამოვიცნოთ პირველი საუკუნის ‘სიბილწე’? ბ) რატომ გადაიყვანა სასწრაფოდ ცესტიუს გალუსმა რომაელთა ჯარები იერუსალიმში ახალი წელთაღრიცხვით 66 წელს?

      5 რა იყო ‘სიბილწე’, რომელსაც ფხიზლად უნდა დალოდებოდნენ? საყურადღებოა მათეს ცნობაში ნათქვამი: „როცა იხილავთ ‘გატიალების სიბილწეს’, წმიდა ადგილზე მდგომს“. მაგრამ შესაბამისი ცნობა ლუკას 21:20-ში გვამცნობს: „როცა იხილავთ იერუსალიმს ლაშქრით გარშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება“. ახალი წელთაღრიცხვით 66 წელს იერუსალიმში მცხოვრებმა ქრისტიანებმა იხილეს ის, რასაც იესო წინასწარმეტყველებდა. მრავალმა შემთხვევამ და ამასთანავე, მაღალი თანამდებობის იუდეველ და რომაელ პირთა შორის კონფლიქტმა იერუსალიმი რომის წინააღმდეგ აჯანყებების ბუდედ აქცია. ამის შედეგად ძალადობა მოედო მთელ იუდეასა და სამარიას, გალილეას, ათქალაქსა და ფინიკიას, ჩრდილოეთ სირიასა და სამხრეთ ეგვიპტეს. რომის იმპერიის ამ ნაწილში მშვიდობის აღსადგენად ცესტიუს გალუსმა სასწრაფოდ გადაიყვანა სამხედრო ძალები სირიიდან იერუსალიმში, რომელსაც იუდეველები თავიანთ ‘წმიდა ქალაქს’ უწოდებდნენ (ნეემია 11:1; ესაია 52:1).

      6. როგორ მოხდა, რომ ‘სიბილწე’, რომელსაც გატიალების გამოწვევა შეეძლო, იდგა „წმიდა ადგილზე“?

      6 რომაელთა ლეგიონებისთვის ჩვეულებრივი იყო ბაირაღების ან დროშების ტარება, რომლებსაც ისინი წმინდად მიიჩნევდნენ, მაგრამ რომლებსაც იუდეველები კერპებად თვლიდნენ. საინტერესოა, რომ ‘სიბილწედ’ გადათარგმნილი ებრაული სიტყვა, დანიელის წიგნში გამოყენებულია, უმთავრესად, კერპებთან და კერპთაყვანისმცემლობასთან დაკავშირებითa (მეორე რჯული 29:17). იუდეველთა წინააღმდეგობის მიუხედავად, რომაელთა ჯარები, რომლებიც კერპთაყვანისმცემლურ დროშებს ატარებდნენ, ახალი წელთაღრიცხვით 66 წლის ნოემბერში შევიდნენ იერუსალიმში და შეუდგნენ ჩრდილოეთის მხრიდან ტაძრის კედლის ძირის გამოთხრას. ყოველგვარი ეჭვი გამორიცხული იყო — ‘სიბილწე’, რომელსაც იერუსალიმის სრული ‘გატიალება’ შეეძლო, იდგა „წმიდა ადგილზე“! მაგრამ, როგორ შეძლებდა ვინმე გაქცევას?

  • ‘დიდი გასაჭირის’ დაწყებამდე უსაფრთხოებისკენ გაქცევა
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ივნისი
    • თანამედროვე ‘სიბილწე’

      11. რომელ ორ სხვა ნაწყვეტში მიუთითებს დანიელი ‘სიბილწეზე’ და რომელი პერიოდი მოიხსენიება იქ?

      11 ყურადღება მიაქციე, რომ გარდა იმისა, რაც დანიელის 9:27-ში დავინახეთ, დანიელის 11:31-სა და 12:11-ში არის შემდგომი მითითებები ‘გატიალების სიბილწეზე’. ამ ბოლო შემთხვევებიდან არც ერთში არ არის მოხსენიებული იერუსალიმის დანგრევა. სინამდვილეში, ‘ბოლო ჟამის’ შესახებ მითითებიდან სულ ორი მუხლის შემდეგ ჩნდება დანიელის 12:11-ში ნათქვამი (დანიელი 12:9). ასეთ პერიოდში ჩვენ ვცხოვრობთ 1914 წლიდან. ამიტომ ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ გამოვიცნოთ თანამედროვე ‘გატიალების სიბილწე’ და შემდეგ დავრწმუნდეთ, რომ გავედით სახიფათო ადგილიდან.

      12, 13. რატომ არის მართებული ერთა ლიგის ‘სიბილწედ’ აღწერა?

      12 რა არის დღევანდელი დღის ‘სიბილწე’? ფაქტები მიუთითებენ ერთა ლიგაზე, რომელმაც მოღვაწეობა დაიწყო 1920 წელს, მას შემდეგ ცოტა ხანში, რაც ქვეყნიერებამ თავისი ბოლო ჟამის პერიოდში შეაბიჯა. მაგრამ, როგორ შეიძლება ის ყოფილიყო ‘გატიალების სიბილწე’?

      13 გახსოვდეს, ბიბლიაში გამოყენებული ებრაული სიტყვა გადმოტანილი ‘სიბილწედ’, უმთავრესად, მიუთითებს კერპებსა და კერპთაყვანისმცემლურ ჩვევებზე. მაგრამ აღმერთებდნენ თუ არა ერთა ლიგას? რასაკვირველია, აღმერთებდნენ! სამღვდელოებამ ის „წმიდა ადგილზე“ დააყენა და მისი მიმდევრები აგრძელებდნენ ერთა ლიგისადმი მგზნებარე თავდადებას. ქრისტეს ეკლესიების ფედერალურმა საბჭომ ამერიკაში გამოაცხადა, რომ ერთა ლიგა იქნებოდა „ღმერთის სამეფოს პოლიტიკური გამოხატულება დედამიწაზე“. შეერთებული შტატების სენატში ჩამოწვა წერილების ზვავი რელიგიური ჯგუფებისგან, რომლებიც მოუწოდებდნენ მას, ერთა ლიგის ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად. ბრიტანეთში ბაპტისტების, კონგრეგაციონალისტებისა და პრესვიტერიანების მთავარი საბჭო აქებდა მას, როგორც „ერთადერთ საშუალებას [დედამიწაზე მშვიდობის] მოსაპოვებლად“ (იხილე გამოცხადება 13:14, 15).

      14, 15. როგორ აღმოჩნდა ერთა ლიგა და მოგვიანებით გაერო, „წმიდა ადგილზე“?

      14 ზეცაში 1914 წელს ღმერთის მესიანური სამეფო დამყარდა, მაგრამ ერები აგრძელებდნენ საკუთარი უმაღლესი ხელისუფლებებისთვის ბრძოლას (ფსალმუნი 2:1–6). როცა ერთა ლიგის კანდიდატურას ასახელებდნენ, ერებმა, რომლებიც ახლახან პირველ მსოფლიო ომში იბრძოდნენ და ასევე სამღვდელოებამ, რომელიც მათ ჯარებს აკურთხებდა, უკვე გამოამჟღავნეს, რომ მიტოვებული ჰქონდათ ღმერთის კანონი. მათ არ ჰქონდათ იესო ქრისტეს, როგორც მეფის, იმედი. ამრიგად ღმერთის სამეფოს როლი მათ ადამიანთა ორგანიზაციას მიანდეს; მათ დააყენეს ერთა ლიგა „წმიდა ადგილზე“, ადგილზე, რომელიც მას არ ეკუთვნოდა.

      15 ერთა ლიგის მემკვიდრედ, 1945 წლის 24 ოქტომბერს თავისი არსებობა დაიწყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ. მოგვიანებით რომის პაპებმა საჯაროდ გამოაცხადეს გაერო „თანხმობისა და მშვიდობისთვის საბოლოო იმედად“ და „მშვიდობისა და მართლმსაჯულების უმაღლეს ფორუმად“. დიახ, ღმერთისა და მისი ხალხის თვალში ერთა ლიგა თავის მემკვიდრესთან, გაეროსთან ერთად, ნამდვილად გახდა კერპი, ‘სიბილწე’.

      გაქცევა — რისგან?

      16. რას უნდა გაექცნენ სიმართლის მოყვარულნი დღეს?

      16 როგორც კი ‘იხილავენ’ და გაიგებენ, თუ რას წარმოადგენს ეს საერთაშორისო ორგანიზაცია და როგორ არის ის გაღმერთებული, სიმართლის მოყვარულები უნდა გაიქცნენ თავის გადასარჩენად. გაიქცნენ რისგან? იმისგან, რაც დღეს წარმოადგენს სიმბოლურ ორგულ იერუსალიმს, კერძოდ კი ქრისტიანულ სამყაროს და მთელ დიდ ბაბილონს, ცრუ რელიგიის მსოფლიო სისტემას (გამოცხადება 18:4).

      17, 18. როგორ გატიალებას გამოიწვევს დღევანდელი ‘სიბილწე’?

      17 აგრეთვე გახსოვდეს, რომ პირველ საუკუნეში, როცა რომის ჯარი თავისი კერპთაყვანისმცემლური დროშებით იუდეველთა წმინდა ქალაქში შევიდა, მას უნდა გაეტიალებინა იერუსალიმი და მისი თაყვანისმცემლობის სისტემა. ჩვენს დროში მხოლოდ ერთი ქალაქი კი არ იქნება გატიალებული ან მხოლოდ ქრისტიანული სამყარო, არამედ ცრუ რელიგიის მთელი მსოფლიო სისტემა (გამოცხადება 18:5–8).

      18 გამოცხადების 17:16-ში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ფიგურალური მუქი წითელი ფერის მხეცი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, გაეროა, თავს დაესხმის მეძავის მსგავს დიდ ბაბილონს და დიდი სისასტიკით გაანადგურებს მას. ხატოვანი ენით იქ ნათქვამია: „ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი, შეიძულებენ მეძავს, დაარბევენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ“. ის, რა მნიშვნელობაც ამას ექნება, საშინელი წარმოსადგენია. ამის შედეგად განადგურდება ყველანაირი ცრუ რელიგია მსოფლიოს ყველა კუთხეში. ეს იქნება დიდი გასაჭირის დაწყების აშკარა მტკიცება.

      19. რომელი ელემენტები წარმოადგენენ გაეროს ნაწილს მისი ჩამოყალიბების დროიდან და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

      19 აღსანიშნავია, რომ 1945 წელს გაეროს მოქმედების დაწყებისთანავე, მის შემადგენლობაში თავი იჩინეს ათეისტურმა, ანტირელიგიურმა ელემენტებმა. მთელ მსოფლიოში სხვადასხვა დროს ასეთი რადიკალური ელემენტები ხელს უწყობდნენ რელიგიური წეს-ჩვეულებების შეზღუდვას ან სრულ აკრძალვას. მაგრამ ბოლო წლებში მრავალ ქვეყანაში შეწყდა რელიგიურ ჯგუფებზე მთავრობების ზემოქმედება. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ რელიგიისთვის არავითარი საფრთხე აღარ არსებობს.

      20. როგორი რეპუტაცია დაიმსახურეს ქვეყნიურმა რელიგიებმა?

      20 დიდი ბაბილონის რელიგიები ისევ მძვინვარე გამანადგურებელ ძალას წარმოადგენენ მსოფლიოში. ხშირად მიუთითებენ შეურიგებელ ფრაქციებსა და ტერორისტულ ჯგუფებს იმ რელიგიის დასახელებით, რომელსაც ჯგუფები ემხრობიან. აჯანყების ჩამხშობ პოლიციასა და ჯარისკაცებს გზის გაკაფვა უწევთ ტაძრებისკენ, რომ მოწინააღმდეგე რელიგიურ ფრაქციებს შორის ძალადობა აღკვეთონ. რელიგიური საბჭოები აფინანსებენ პოლიტიკურ რევოლუციას. რელიგიურმა სიძულვილმა ჩაშალა გაეროს მცდელობები ეთნიკურ ჯგუფებს შორის მყარი დამოკიდებულებების შესანარჩუნებლად. მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად, გაეროში მყოფ ელემენტებს სურთ გააუქმონ ნებისმიერი რელიგიური ზეგავლენა, რომელიც გზაზე ეღობებათ.

      21. ა) ვინ დაადგენს დიდი ბაბილონის განადგურების დროს? ბ) რა არის სასწრაფოდ გასაკეთებელი მანამდე?

      21 არსებობს კიდევ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განხილვის ღირსია. თუმცა დიდი ბაბილონის გასანადგურებლად მილიტარიზებული რქები გაეროდან იქნება გამოყენებული, ეს განადგურება, სინამდვილეში, ღვთიური განაჩენის გამოხატულება იქნება. განაჩენი ღმერთის დანიშნულ დროს შესრულდება (გამოცხადება 17:17). ამასობაში ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? „გამოერიდე მას“ — გამოერიდეთ დიდ ბაბილონს — პასუხობს ბიბლია (გამოცხადება 18:4).

      22, 23. რას შეიცავს ასეთი გაქცევა?

      22 გადასარჩენად ეს გაქცევა არ არის გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გადანაცვლება, როგორც ებრაელმა ქრისტიანებმა გააკეთეს იერუსალიმის მიტოვებისას. ეს არის გაქცევა ქრისტიანული სამყაროს რელიგიებიდან, დიახ, გაქცევა დიდი ბაბილონის ნებისმიერი ნაწილიდან. ეს ნიშნავს, რომ სრულიად უნდა გამოვეყოთ არა მხოლოდ ცრუ რელიგიის ორგანიზაციებს, არამედ, ასევე მათ ადათებსა და სულს, რომელსაც ისინი წარმოშობენ. ეს არის გაქცევა უსაფრთხოებისკენ, რომელიც იეჰოვას თეოკრატიულ ორგანიზაციაშია (ეფესელთა 5:7–11).

      23 როგორ რეაგირებდნენ იეჰოვას მოწმეები, როდესაც იეჰოვას ცხებულმა მსახურებმა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გამოიცნეს თანამედროვე სიბილწე, ერთა ლიგა? ისინი უკვე აღარ იყვნენ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების წევრები. მაგრამ თანდათან მათთვის ნათელი ხდებოდა, რომ ისინი ჯერ კიდევ ქრისტიანული სამყაროს ზოგიერთ წეს-ჩვეულებებს იცავდნენ, როგორიცაა ჯვრის გამოყენება და შობისა და სხვა კერპთაყვანისმცემლური დღესასწაულების ზეიმობა. როცა ამ საკითხებთან დაკავშირებული ჭეშმარიტება გაიგეს, დაუყოვნებლივ დაიწყეს მოქმედება. მათ გულთან მიიტანეს ესაიას 52:11-ში მოცემული რჩევა: „წამოდით, წამოდით, გამოდით მანდედან! უწმიდურს ნუ მიეკარებით. გამოდით მისგან! განიწმიდენით, უფლის საჭურჭლის მტვირთველნო!“

      24. ვინ შეუერთდა გაქცეულებს განსაკუთრებით 1935 წლიდან?

      24 განსაკუთრებით 1935 წლიდან, იმ ადამიანებისგან შეკრებილმა მზარდმა ჯგუფმა, რომლებსაც დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების პერსპექტივა ჰქონდათ, მსგავსი მოქმედება დაიწყო. მათაც ‘იხილეს წმიდა ადგილზე მდგომი სიბილწე’ და ესმით მისი მნიშვნელობა. მას შემდეგ, რაც გაქცევა გადაწყვიტეს, მათ ამოშალეს თავიანთი სახელები იმ ორგანიზაციების წევრობის სიებიდან, რომლებიც დიდი ბაბილონის ნაწილს წარმოადგენენ (2 კორინთელთა 6:14–17).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება