-
‘კურთხეულია მართალი’საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 ივლისი
-
-
თვალის ჩამკვრელი მწუხარებას იწვევს, ბაგებრიყვი კი დაიღუპება“ (იგავნი 10:9, 10).
-
-
‘კურთხეულია მართალი’საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 ივლისი
-
-
მაგრამ სულ სხვაგვარია იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელიც ეგოისტური მიზნების მისაღწევად უპატიოსნოდ იქცევა. მატყუარა ადამიანი შეიძლება თავისი სიცრუის დამალვას ცბიერი ბაგეებით ან ჟესტებითა და მიმიკებით ეცადოს (იგავნი 6:12—14). ბოროტად ან ცბიერად მოჭუტული თვალებით ის შეიძლება მისი მოტყუებული ხალხის ტანჯვის მიზეზი გახდეს. მაგრამ ადრე თუ გვიან, ასეთი ადამიანის ცბიერება გამოაშკარავდება. პავლე მოციქულმა დაწერა: „ზოგიერთი ადამიანის ცოდვები წინასწარ ცხადია და სამსჯავროსკენ მიუძღვება წინ, ზოგიერთს კი უკან მიჰყვება. ასევე კეთილი საქმეებიც წინასწარ ცხადია და, თუ არა, მაინც ვერ დაიმალება“ (1 ტიმოთე 5:24, 25). მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ასეთი ადამიანი — მშობელი, მეგობარი, მეუღლე თუ ნაცნობი — უპატიოსნობა საბოლოოდ გამჟღავნდება. ვინ მიენდობა მას, ვინც პატიოსანი ადამიანის რეპუტაციით არ სარგებლობს?
-