-
„რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?“საგუშაგო კოშკი — 2019 | მარტი
-
-
9. რა იქნება შედეგი, თუ უკეთ გაეცნობი მოსიყვარულე და სულგრძელ ღმერთს?
9 ადამმა და ევამ იეჰოვას ზურგი იმიტომ აქციეს, რომ არ განივითარეს მისადმი ძლიერი სიყვარული. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ უფლება მისცა მათ, იმდენ ხანს ეცხოვრათ, რომ შვილები ჰყოლოდათ და ისინი საკუთარი ნორმებით აღეზარდათ. თუმცა იეჰოვასგან დამოუკიდებლად ცხოვრებამ მათ მალევე მოუტანა სავალალო შედეგები, რამაც მათი უგუნური საქციელი გამოააშკარავა. მათმა უფროსმა ვაჟმა სიცოცხლეს გამოასალმა უდანაშაულო ძმა, რის შემდეგაც ფეხი მოიკიდა ძალადობამ და ეგოიზმმა (დაბ. 4:8; 6:11—13).
-
-
„რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?“საგუშაგო კოშკი — 2019 | მარტი
-
-
(იხილეთ აბზაცები 12—15)h
შიში ყოველთვის ცუდი როდია. მაგალითად, უნდა გვეშინოდეს, რომ გული არ ვატკინოთ იეჰოვას (ფსალმ. 111:10). ადამსა და ევას მსგავსი შიში რომ ჰქონოდათ, არ უღალატებდნენ იეჰოვას. მაგრამ სამწუხაროდ ისინი ეურჩნენ ღმერთს. ურჩობის შემდეგ მათ თვალი აეხილათ და ბოლომდე გააცნობიერეს, რომ შესცოდეს. შედეგად, შვილებს მხოლოდ ცოდვა და სიკვდილი უანდერძეს. მას შემდეგ, რაც გაიაზრეს, რომ ღვთის კანონი დაარღვიეს, შერცხვათ თავიანთი სიშიშვლის და სხეული ლეღვის ფოთლებით დაიფარეს (დაბ. 3:7, 21).
-