საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ვინ მართავს მსოფლიოს სინამდვილეში?
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 სექტემბერი
    • განა კარგის მეტი რამე უნდა გაეკეთებინა ღვთის მიერ შექმნილ სრულყოფილ პიროვნებას?! ღმერთმა მოაზროვნე ქმნილებები რობოტებად კი არ შექმნა, არამედ მისცა ნების თავისუფლება, რისი მეშვეობითაც ისინი თავად გააკეთებდნენ არჩევანს. ასე რომ, სრულყოფილი გონიერი ქმნილებები თავად გადაწყვეტდნენ, რა იყო სიკეთე და რა — ბოროტება. სინამდვილეში მხოლოდ გონიერი, ნების თავისუფლებით დაჯილდოებული ხორციელი თუ სულიერი ქმნილებების ქმედებებიდან ჩანს მათი ზნეობრივი ღირებულებები.

      აქედან გამომდინარე, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ღმერთმა არ მისცა თავის ქმნილებებს უფლება, თავად დაედგინათ ზნეობრივი ნორმები და არც იმას დაჰპირდა, რომ ბოროტებას აარიდებდა თავიდან, თუ ისინი ამას თავად აირჩევდნენ. იესომ ეშმაკზე თქვა, რომ ნების თავისუფლება ბოროტად გამოიყენა და „ჭეშმარიტებაში არ დადგა“ (იოანე 8:44). ეს განაცხადი აშკარად იმაზე მიუთითებს, როს ის, ვინც გახდა ეშმაკი, თავდაპირველად იყო სრულყოფილი სულიერი პიროვნება, რომელიც ოდესღაც „არ დადგა“ ჭეშმარიტებაში.a იეჰოვა ღმერთმა თავის ქმნილებებს ნების თავისუფლება მისცა, რადგან უყვარს და ენდობა მათ (იხილეთ ჩარჩო მე-6 გვერდზე „შეიძლება სრულყოფილმა ქმნილებებმა დაკარგონ სრულყოფილება?“).

  • ვინ მართავს მსოფლიოს სინამდვილეში?
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 სექტემბერი
    • [ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

      შეიძლება სრულყოფილმა ქმნილებებმა დაკარგონ სრულყოფილება?

      სრულყოფილება, რომელიც ღმერთმა თავის გონიერ ქმნილებებს მისცა, პირობითია. მართალია, ადამი სრულყოფილი შეიქმნა, მაგრამ მას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ შემოქმედმა დაუდგინა გარკვეული ფიზიკური შეზღუდვები. მაგალითად, თუ ის შეჭამდა ტალახს, ხრეშს ან ხეს, ეს ცუდად იმოქმედებდა მის ორგანიზმზე. თუ იგი გრავიტაციის კანონს უგულებელყოფდა და ციცაბო კლდიდან გადმოხტებოდა, სერიოზულად დაშავდებოდა ან მოკვდებოდა.

      მსგავსად ამისა, ნებისმიერ სრულყოფილ ქმნილებას — ადამიანსა თუ ანგელოზს — ღვთის მიერ დადგენილი ზნეობრივი ნორმების უგულებელყოფა ძვირად უჯდება. როცა გონიერი ქმნილება არასწორად იყენებს ნების თავისუფლებას, „ადვილად უშვებს შეცდომას და ჩადის ცოდვას“ (დაბადება 1:29; მათე 4:4).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება