-
მტკიცედ დავიცვათ ღვთის სწავლებასაგუშაგო კოშკი — 2000 | 1 მაისი
-
-
კრების შიგნით
11, 12. ა) რა იყო ზიანის მომტანი იდეების წყარო პირველი საუკუნის კრებაში? ბ) როგორ ვერ დაიცვა მტკიცედ ზოგმა ქრისტიანმა ღვთისგან მომდინარე სწავლებები?
11 განვიხილოთ ზიანის მომტანი იდეების კიდევ ერთი შესაძლო წყარო. ღვთისადმი მიძღვნილი ქრისტიანი შეიძლება სულაც არ აპირებდეს ცრუ სწავლებების გავრცელებას, მაგრამ დაუფიქრებელი ლაპარაკი ახასიათებდეს (იგავნი 12:18). არასრულყოფილების გამო დროდადრო ენით ყველა ვცოდავთ (იგავნი 10:19; იაკობი 3:8). როგორც ჩანს, მოციქულ პავლეს დღეებში კრებაში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ენას კონტროლს ვერ უწევდნენ და ყოველ წვრილმანზე ერთმანეთში კამათობდნენ (1 ტიმოთე 2:8, აქ). იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც მეტისმეტად დიდი წარმოდგენა ჰქონდათ საკუთარ შეხედულებებზე და იმდენად ღრმად შეტოპეს, რომ პავლეს ავტორიტეტი სადავო გახადეს (2 კორინთელთა 10:10—12). ასეთი სულისკვეთება ზედმეტი კონფლიქტების მიზეზი ხდება.
12 ზოგჯერ ეს უთანხმოებები ‘ფუჭ კამათში’ გადაიზრდებოდა ხოლმე და კრების მშვიდობას არღვევდა (1 ტიმოთე 6:5; გალატელთა 5:15). უთანხმოების გამომწვევთ პავლე სწერდა: „ვინც სხვანაირად ასწავლის და არ მიჰყვება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს საღ სიტყვებს და ღვთისმოსაობის სწავლებას, ის ამპარტავანია და არაფერი იცის, არამედ კამათისა და პაექრობის სენი სჭირს, საიდანაც წარმოიშობა შური, დავა, გმობა და ბოროტი ეჭვი“ (1 ტიმოთე 6:3, 4).
13. როგორ იქცეოდა პირველი საუკუნის ქრისტიანთა უმეტესობა?
13 საბედნიეროდ, მოციქულთა დღეებში ქრისტიანების უმეტესობა ერთგული იყო და მთელი ყურადღება ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებაზე ჰქონდათ გადატანილი. ისინი დაკავებული იყვნენ ‘გასაჭირში ქვრივ-ობოლთა’ დახმარებითა და საკუთარი თავის ‘წუთისოფლისგან შეურყვნელად დაცვით’; ამიტომ ფუჭი კამათისთვის დრო აღარ რჩებოდათ (იაკობი 1:27). ისინი კრების შიგნითაც კი ერიდებოდნენ ‘ცუდ საზოგადოებებს’, რათა დაეცვათ თავიანთი სულიერობა (1 კორინთელთა 15:33; 2 ტიმოთე 2:20, 21).
14. თუ ფრთხილად არ ვიქნებით, როგორ შეიძლება აზრთა ნორმალური გაცვლა-გამოცვლა ზიანის მომტან კამათში გადაიზარდოს?
14 მე-11 აბზაცში აღწერილი მდგომარეობა დღეს იეჰოვას მოწმეთა კრებებისთვის დამახასიათებელი არ არის. მიუხედავად ამისა, კარგად ვიქცევით, თუ მსგავსი ფუჭი ლაპარაკის პოტენციურ შესაძლებლობას ვითვალისწინებთ. რა თქმა უნდა, ნორმალურია, ვიმსჯელოთ ბიბლიის ცნობაზე ან გვაინტერესებდეს აღთქმული ახალი ქვეყნიერების ის გარკვეული მხარეები, რომელთა შესახებ ჯერ არაფერი ვიცით. და არაფერია ცუდი იმაში, რომ ერთმანეთს ვესაუბროთ ისეთ პირად საკითხებზე, როგორიც არის ჩაცმა, თავის მოვლა თუ გართობა. მაგრამ, თუ დოგმატურები ვართ და ვნაწყენდებით, როდესაც სხვები არ გვეთანხმებიან, კრება შეიძლება წვრილმანი საკითხების გამო დაყოფის საშიშროების პირისპირ დადგეს. მართლაც, ერთი შეხედვით უმნიშვნელო საუბრები შეიძლება ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.
-
-
მტკიცედ დავიცვათ ღვთის სწავლებასაგუშაგო კოშკი — 2000 | 1 მაისი
-
-
19, 20. ა) როგორ ავლენენ უხუცესები გონიერებას არაგონივრულად მოლაპარაკეებისთვის დახმარების აღმოჩენისას? ბ) როგორ უნდა მოექცეს კრება მათ, ვინც არ წყვეტს ცრუ სწავლებების გავრცელებას?
19 გონიერების გამოვლენა უხუცესებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ისინი არაგონივრულად მოლაპარაკეებს ეხმარებიან (2 ტიმოთე 2:7). ზოგჯერ კრების წევრები წვრილმან საკითხებზე უთანხმოების ან განყენებულ საკითხზე კამათის მახეში გაებმებიან ხოლმე. კრების ერთიანობის დასაცავად უხუცესები მსგავს პრობლემებზე დაუყოვნებლივ უნდა რეაგირებდნენ. ამავე დროს, უნდა ერიდონ ძმებისთვის არასწორი მოტივების მიწერასა და ნაჩქარევად მათ განდგომილებად მიჩნევას.
20 პავლე აღგვიწერს, როგორი სულით უნდა იქნეს დახმარება გაწეული: „ძმებო! თუ კაცი რაიმე შეცოდებაში ჩავარდება, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით და გაფრთხილდი, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში“ (გალატელთა 6:1). განსაკუთრებით იმ ქრისტიანებთან დაკავშირებით, რომლებიც ეჭვებს ებრძვიან, იუდა წერდა: „დაეჭვებულნი შეიწყალეთ. სხვანი ცეცხლიდან გამოტაცებით იხსენით“ (იუდა 22, 23). რა თქმა უნდა, თუ არაერთი გაფრთხილების შემდეგ ვინმე განაგრძობს ცრუ სწავლებების გავრცელებას, უხუცესებმა გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღონ კრების დასაცავად (1 ტიმოთე 1:20; ტიტე 3:10, 11).
-