საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“
    „მოდი და გამომყევი“
    • 12 გარდა ამისა, იესომ თავის მოწაფეებს ასწავლა, რომ ტყუილუბრალოდ არ მოცდენილიყვნენ. მან ასეთი რჩევა მისცა: „მისალმებისას ნურავის გადაეხვევით გზაში“ (ლუკა 10:4). იმას გულისხმობდა იესო, რომ ისინი ცივები და გულგრილები ყოფილიყვნენ? რა თქმა უნდა, არა. ბიბლიურ დროში მისალმება გამარჯობის თქმით არ შემოიფარგლებოდა. ის სხვადასხვა ფორმალობითა და ხანგრძლივი საუბრებით ხასიათდებოდა. ერთი ბიბლეისტი აღნიშნავს: „აღმოსავლეთში ისეთი მისალმება არ იცოდნენ, როგორც ჩვენში იციან, მაგალითად, თავის დაკვრა, ხელის ჩამორთმევა. ისინი არაერთხელ ეხვეოდნენ ერთმანეთს, არაერთხელ უკრავდნენ თავს და მიწაზეც ბევრჯერ ემხობოდნენ. ეს კი დიდ დროს მოითხოვდა“. როდესაც მოწაფეებს ეუბნებოდა, შემხვედრთ ტრადიციულად არ მისალმებოდნენ, იესო იმას გულისხმობდა, რომ დრო არ დაეკარგათ, რადგან მათ გადაუდებელი ცნობა უნდა ეუწყებინათa.

  • „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“
    „მოდი და გამომყევი“
    • a წინასწარმეტყველმა ელისემაც მსგავსი მითითებები მისცა თავის მსახურ გეხაზს, როდესაც ერთ შვილმკვდარ დედასთან აგზავნიდა: „გზაში შემხვედრს არავის მიესალმო“ (2 მეფეები 4:29). გეხაზსაც გადაუდებელი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი და ტყუილუბრალოდ არ უნდა შეყოვნებულიყო.

  • „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“
    „მოდი და გამომყევი“
    • ტყუილუბრალოდ არ უნდა მოვცდეთ. თუ ფრთხილად არ ვიქნებით, ქვეყნიერებამ შეიძლება ბევრი დრო წაგვართვას (ლუკა 21:34—36). დღეს კი ნამდვილად არ გვაქვს დასაკარგი დრო! გადაუდებლად უნდა ვიქადაგოთ, რადგან ხალხის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია (რომაელები 10:13—15). თუ ასეთი დამოკიდებულება გვექნება, ქვეყნიერება ვეღარ წაგვართმევს იმ დროსა და ენერგიას, რაც უკეთესი იქნებოდა, მსახურებაში გამოგვეყენებინა. ნუ დაგვავიწყდება, რომ სამკალი ბევრია, დრო კი — ცოტა (მათე 9:37, 38).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება