საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სიმდიდრით გვაკურთხებს ღმერთი?
    გამოიღვიძეთ! — 2003 | სექტემბერი 8
    • როგორ გვაკურთხებს ღმერთი

      იესო თავის მიმდევრებს ასწავლიდა, რომ გონივრული დამოკიდებულება ჰქონოდათ ფულის მიმართ. მან უთხრა მათ, ‘აღარ შეწუხებულიყვნენ’ (აქ) მატერიალურზე ზრუნვით. იესომ დაარწმუნა ისინი, რომ სოლომონიც კი მთელ თავის დიდებაში არ შემოსილა ისე, როგორც ველის შროშანები. მან თქვა: „თუკი მინდვრის ბალახს . . . ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?“ იესო არწმუნებდა ქრისტიანებს, რომ თუკი ისინი ღვთის სამეფოსა და სიმართლეს პირველ ადგილზე დააყენებდნენ, საზრდო და ტანსაცმელიც ექნებოდათ და თავშესაფარიც (მათე 6:25, 28—33). როგორ სრულდება ეს დანაპირები?

      როცა ბიბლიურ რჩევა-დარიგებებს მივყვებით, უმთავრესად, სულიერ კურთხევებს ვიმკით (იგავები 10:22). ასეთი რჩევების გათვალისწინებას სხვა სარგებლობაც მოაქვს. მაგალითად, ღვთის სიტყვა ქრისტიანებს ასწავლის: „ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს. უკეთესია, იშრომოს“ (ეფესელთა 4:28). ის ასევე აღნიშნავს, რომ „გლახაკად აქცევს მოშვებული მაჯა, მუყაითთა ხელი კი ამდიდრებს“ (იგავები 10:4). პატიოსან, შრომისმოყვარე ქრისტიანებს, რომლებიც ამ რჩევას მიჰყვებიან, ხშირად უპირატესობას ანიჭებენ, როგორც კარგ მუშაკებს. ეს კი შეიძლება კურთხევა იყოს.

      ბიბლია იმასაც ასწავლის ქრისტიანებს, რომ მოერიდონ ფულზე თამაშს, თამბაქოს წევასა და ლოთობას (1 კორინთელთა 6:9, 10; 2 კორინთელთა 7:1; ეფესელთა 5:5). ვინც ამ რჩევას მიჰყვება, ხარჯებიც უმცირდება და ჯანმრთელობაც უუმჯობესდება.

  • სიმდიდრით გვაკურთხებს ღმერთი?
    გამოიღვიძეთ! — 2003 | სექტემბერი 8
    • იეჰოვა აკურთხებს მათ, ვინც მისი ნების შესრულებას ცდილობს (ფსალმუნები 1:2, 3). ის იმის ძალასა და საშუალებასაც აძლევს მათ, რომ რწმენის გამოცდებს გაუმკლავდნენ, შეძლონ ოჯახის შენახვა და უპირველესად ღვთის სამეფო ეძიონ (ფსალმუნები 36:25; მათე 6:31—33; ფილიპელთა 4:12, 13).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება