-
ღმერთი ‘დიდებული საქმეების მოქმედია’ როგორ დავრწმუნდი ამაშისაგუშაგო კოშკი — 2010 | 1 დეკემბერი
-
-
დროთა განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა უფრო მეტად დამარწმუნა, რომ ჩვენს საქმიანობას იეჰოვა წარმართავდა.
მაგალითად, ადრე, როცა მიანმის მოქალაქეობაზე განცხადება შევიტანე, პირადობის მოწმობის ასაღებად 450 კიატიa დამაკლდა. გადავწყვიტე, ცოტა მომეცადა. ერთხელ, იმ ოფისს ჩავუარე, სადაც წლების წინ ვმუშაობდი. ჩემმა ყოფილმა უფროსმა დამინახა და დამიძახა: „გამარჯობა, რაჯ, მოდი, შენი ფული წაიღე! სამსახურიდან რომ წახვედი, ფული ასაღები დაგრჩა“. თანხა ზუსტად 450 კიატს შეადგენდა.
გზაში იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ რისი ყიდვა შემეძლო 450 კიატად. ვინაიდან ეს თანხა ზუსტად იმდენი იყო, რამდენიც პირადობის მოწმობის ასაღებად იყო საჭირო, მივხვდი რომ იეჰოვას ნება იყო, მოწმობა ამეღო. ამაზე უკეთეს გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი, რადგან როგორც მიანმის მოქალაქეს, შემეძლო ქვეყანაში დავრჩენილიყავი, თავისუფლად გადავაადგილებულიყავი, ლიტერატურა შემომეტანა და მიანმაში სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საქმეები შემესრულებინა.
-
-
ღმერთი ‘დიდებული საქმეების მოქმედია’ როგორ დავრწმუნდი ამაშისაგუშაგო კოშკი — 2010 | 1 დეკემბერი
-
-
a იმ დროისათვის 450 კიატი 95 აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო, რაც საკმაოდ დიდ თანხას შეადგენდა.
-