-
რა სირთულეებს ხვდებიან დაქორწინებულები და მშობლები ამ ბოლო დღეებში?საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 აპრილი
-
-
2. ძირითადად, როგორი თვალსაზრისია გავრცელებული ქვეყნიერებაში ქორწინებასა და გაყრაზე?
2 დღეს, განქორწინება საკმაოდ ადვილად ხდება. მრავალ ქვეყანაში ძალიან სწრაფად იზრდება განქორწინებული წყვილების რაოდენობა. მაგრამ, ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა ღმერთის თვალსაზრისი ქორწინებასა და გაყრაზე სრულიად განსხვავდება ქვეყნიერებაში გავრცელებული შეხედულებისგან. მაშ, როგორ უყურებს იეჰოვა ამ საკითხს?
3. როგორ უყურებენ იეჰოვა და იესო ქრისტე ქორწინებას?
3 იეჰოვა ღმერთი დაქორწინებულებისგან მოელის, რომ ისინი თავიანთი საქორწინო აღთქმის ერთგულები დარჩებიან. როდესაც იეჰოვამ პირველი მამაკაცი და ქალი შეაუღლა, მან თქვა, რომ „კაცი . . . მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“. მოგვიანებით იესო ქრისტემ გაიმეორა ეს სიტყვები და დასძინა: „ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“. შემდეგ იესომ თქვა: „თუ ცოლს სიძვა არ ჩაუდენია, ქმარი კი გაეყრება მას და სხვაზე დაქორწინდება, მრუშობს“ (დაბ. 2:24; მათ. 19:3—6, 9). აქედან გამომდინარე, იეჰოვა და იესო ქრისტე ქორწინებას უყურებენ როგორც მუდმივ კავშირს, რომელიც წყდება მხოლოდ მაშინ, როცა მეუღლეთაგან ერთ-ერთი კვდება (1 კორ. 7:39). რადგან ქორწინება წმინდა კავშირია, ქრისტიანი განქორწინებას ზედაპირულად არ უნდა ეკიდებოდეს. ღვთის სიტყვა გვიჩვენებს, რომ იეჰოვას სძულს გაყრა, რომელსაც ბიბლიური საფუძველი არ გააჩნიაa (წაიკითხეთ მალაქიას 2:13—16; 3:6).
-
-
რა სირთულეებს ხვდებიან დაქორწინებულები და მშობლები ამ ბოლო დღეებში?საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 აპრილი
-
-
5. რა დაეხმარება წყვილს, რომ თავისი საქორწინო აღთქმის ერთგული დარჩეს? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო).
5 როდესაც ქორწინდებით ისეთ ვინმეზე — თუნდაც თანაქრისტიანზე — რომელიც სინამდვილეში ისეთი არ აღმოჩნდება, როგორსაც ელოდით, თქვენთვის ეს შეიძლება ნამდვილად ძნელი იყოს (1 კორ. 7:28). მაგრამ, რა რთული მდგომარეობაც არ უნდა იყოს ოჯახში, ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა იციან, რომ განქორწინება, რომელსაც ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია, არ არის სწორი გადაწყვეტილება; მათ ესმით, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებით ვერ გადაჭრიან ქორწინებაში არსებულ პრობლემებს, რაც მათ ბედნიერებას ხელს უშლის. ამიტომ, ისინი, ვინც მთელ ძალისხმევას ახმარენ იმას, რომ საქორწინო აღთქმის ერთგულები დარჩნენ და შეინარჩუნონ ოჯახი, ქრისტიანი და-ძმების პატივისცემას იმსახურებენ და კრების მიერ სიყვარულით გაწეულ დახმარებას საჭიროებენb.
-