-
„ჩაეჭიდე იმას, რაც გაქვს“გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
იესო მათ აქებს: „ვიცი შენი საქმეები (აი, დავდგი შენ წინაშე ღია კარი, რომელსაც ვერავინ დაკეტავს), რომ გაქვს გარკვეული ძალა, დაიცავი ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი“ (გამოცხადება 3:8). ეს კრება აქტიურია და მისთვის მსახურების კარიც ფართოდ არის ღია (შეადარეთ 1 კორინთელების 16:9; 2 კორინთელების 2:12). ამიტომ მოუწოდებს იესო კრებას, რომ სრულად ისარგებლოს ქადაგების შესაძლებლობით. კრების წევრებმა ბევრი განსაცდელი გადაიტანეს და დაამტკიცეს, რომ ღვთის სულის დახმარებით საკმარისი ძალა ჰქონდათ იეჰოვასთვის მსახურებაში უფრო მეტი „საქმის“ გასაკეთებლად (2 კორინთელები 12:10; ზაქარია 4:6). ისინი დაემორჩილნენ იესოს მითითებებს და არ უარყვეს ქრისტე არც სიტყვით და არც საქმით.
-
-
„ჩაეჭიდე იმას, რაც გაქვს“გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
იოანეს კლასის მიერ შესრულებული სამქადაგებლო საქმიანობის წყალობით უამრავმა ხალხმა ღია კარში შეაბიჯა და სამეფოსთვის მსახურება დაიწყოb.
-
-
„ჩაეჭიდე იმას, რაც გაქვს“გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები, რომლებსაც თავი სულიერ იუდეველებად მოჰქონდათ, ცბიერებით აიძულებდნენ სახელმწიფო მოხელეებს, რომ ქრისტიანები შეევიწროებინათ. მიუხედავად ასეთი წინააღმდეგობისა, ცხებულები ‘იცავდნენ სიტყვას ქრისტეს მოთმინების შესახებ’. სულიერი დახმარების ანუ მნიშვნელოვანი „გარკვეული ძალის“ წყალობით ისინი გადარჩნენ და აღიძრნენ მათ წინაშე გაღებულ კარში შესასვლელად. როგორ?
„ღია კარი“
18. ვინ დანიშნა იესომ 1919 წელს და რა მსგავსება იყო მათსა და ხიზკიას ერთგულ გამგებელს შორის?
18 იესომ 1919 წელს შეასრულა თავისი დანაპირები და ამოიცნო ჭეშმარიტი ცხებული ქრისტიანების ჯგუფი — „ერთგული და გონიერი მონა“ (მათე 24:45—47). მათ ისეთივე ახალ კარში შეაბიჯეს, როგორშიც — მეფე ხიზკიასd დროს მცხოვრებმა ერთგულმა გამგებელმა ელიაკიმმა. იეჰოვამ ელიაკიმს უთხრა: „მხარზე ჩამოვკიდებ დავითის სახლის გასაღებს და ისე გააღებს, რომ ვერავინ დაკეტავს, და ისე დაკეტავს, რომ ვერავინ გააღებს“. ელიაკიმმა იტვირთა ხიზკიას, დავითის ტახტის შთამომავლის სერიოზული პასუხისმგებლობები. მსგავსად ამისა, დღეს იოანეს კლასს, ცხებულ ქრისტიანებს, მხარზე აქვთ ჩამოკიდებული „დავითის სახლის გასაღები“, ანუ მათ ავალიათ დედამიწაზე მესიის სამეფოს ინტერესების განხორციელება. იეჰოვამ განამტკიცა თავისი ხალხი ამ საპატიო მსახურების შესასრულებლად და მათი „გარკვეული ძალა“ ისე გაზარდა, რომ მთელ მსოფლიოში შესძლებოდათ ქადაგება (ესაია 22:20, 22; 40:29).
19. როგორ გაართვა თავი იოანეს კლასმა იესოს მიერ 1919 წელს დაკისრებულ მოვალეობას, და რა მოჰყვა ამას შედეგად?
19 ცხებულთა დარჩენილმა ნაწილმა 1919 წლიდან იესოს მაგალითს მიჰბაძა და სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას გულმოდგინედ შეუდგა, რათა ეს ცნობა ყველა ადამიანის ყურამდე მიეწვდინა (მათე 4:17; რომაელები 10:18). შედეგად სატანის დღევანდელი სინაგოგის, ქრისტიანული სამყაროს ზოგიერთი წევრი ცხებულებთან მივიდა, მოინანია, ‘მდაბლად თაყვანი სცა’ და „მონის“ უფლებამოსილება აღიარა; მათაც დაიწყეს იოანეს კლასის ასაკოვან წევრებთან ერთად მსახურება. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ სრულად არ შეგროვდნენ იესოს ცხებული ძმები. ამის შემდეგ „უამრავი ხალხი. . . ყველა ერიდან“ მივიდა, რათა ‘მდაბლად თაყვანი ეცათ’ ცხებული მონისთვის (გამოცხადება 7:3, 4, 9). მას შემდეგ ცხებულები და უამრავი ხალხი ერთად მსახურობენ, როგორც იეჰოვას მოწმეთა ერთი ფარა.
20. რატომ უნდა ჰქონდეთ იეჰოვას მოწმეებს დღეს განსაკუთრებით ძლიერი რწმენა და რატომ არ უნდა იშურებდნენ ძალ-ღონეს, რომ ღმერთს ემსახურონ?
20 ძმური სიყვარულით გაერთიანებული ფილადელფიელი ქრისტიანების მსგავსად იეჰოვას მოწმეებსაც ესმით, რომ სამქადაგებლო საქმიანობა დაუყოვნებლივ უნდა სრულდებოდეს. მალე დიდი გასაჭირი ბოლოს მოუღებს სატანის ბოროტ ქვეყნიერებას. დაე, იმ დროისთვის თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს ძლიერი რწმენა და ძალ-ღონეს არ იშურებდეს ღვთის მსახურებისთვის, რათა არ ამოიშალოს ჩვენი სახელები იეჰოვას სიცოცხლის წიგნიდან! (გამოცხადება 7:14). მოდი, სერიოზულად მოვეკიდოთ იესოს მიერ ფილადელფიის კრებისთვის მიცემულ შეგონებას, რათა მტკიცედ ჩავეჭიდოთ მონდობილ მსახურებას და შედეგად მარადიული სიცოცხლე მივიღოთ!
-
-
„ჩაეჭიდე იმას, რაც გაქვს“გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
b იოანეს კლასის მიერ გამოცემული ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ განუწყვეტლივ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ მივიღოთ მონაწილეობა სამქადაგებლო საქმეში. მაგალითად, იხილეთ 2004 წლის 1 იანვრის ნომერში გამოქვეყნებული სტატიები „ყველამ განვადიდოთ იეჰოვა!“ და „მთელ დედამიწას მოედო მათი ხმა“. 2004 წლის 1 ივნისის ნომერში დაბეჭდილი სტატია „კურთხეულია ყველა, ვინც ღმერთს განადიდებს“ ხაზს უსვამს სრული დროით მსახურებისთვის ‘ღია კარში’ შესვლის შესაძლებლობას. 2005 წელს პიონერების რიცხვმა 1 093 552-ს მიაღწია.
-
-
„ჩაეჭიდე იმას, რაც გაქვს“გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
[ცხრილი 64 გვერდზე]
1919 წელს მეფე იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს მსახურების კარი გაუღო. ამ გაღებულ კარში სულ უფრო და უფრო მეტი ერთგული ქრისტიანი შედის.
ქადაგება
1918 14 3 868 591
1928 32 23 988 1 883
1938 52 47 143 4 112
1948 96 230 532 8 994
1958 175 717 088 23 772
1968 200 1 155 826 63 871
1978 205 2 086 698 115 389
1988 212 3 430 926 455 561
1998 233 5 544 059 698 781
2005 235 6 390 022 843 234
[სქოლიოები]
e საშუალოდ ყოველთვიურად.
f საშუალოდ ყოველთვიურად.
[ცხრილი 65 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები მთელი გულით მსახურობენ. თვალი გადავავლოთ ქადაგებისა და სწავლების საქმისთვის დათმობილი დროის ანგარიშს და ვნახოთ ბიბლიის რამდენი უფასო საშინაო შესწავლა ჩატარდა.
წელი ქადაგებისთვის ბიბლიის
დათმობილი შესწავლების რიცხვი
საათების რაოდენობა (საშუალოდ ყოველთვიურად)
(ერთ წელიწადში)
1918 19 116 უცნობია
1928 2 866 164 უცნობია
1938 10 572 086 უცნობია
1948 49 832 205 130 281
1958 110 390 944 508 320
1968 208 666 762 977 503
1978 307 272 262 1 257 084
1988 785 521 697 3 237 160
1998 1 186 666 708 4 302 852
2005 1 278 235 504 6 061 534
-