მილიონები დაესწრებიან — თქვენც დაესწრებით?
◼ იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესს, სახელწოდებით „ხსნა ახლოსაა“, მილიონობით ადამიანი დაესწრება. ეს სამდღიანი კონგრესები პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში მაისის ბოლო კვირიდან დაიწყება. მომდევნო თვეების განმავლობაში კი მსოფლიოს ბევრ სხვა ქალაქშიც ჩატარდება. გასულ წელს მთელ მსოფლიოში 2 981 საოლქო კონგრესი ჩატარდა, რომლებსაც დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი დაესწრო.
თითქმის ყველგან პროგრამა 9:30–ზე მუსიკით დაიწყება. პარასკევს დილით წარმოითქმება მოხსენებები „ყურადღებით მოეკიდეთ ხსნის შესახებ იეჰოვას დანაპირებს“ და «როგორ იხსნის იეჰოვა ჩაგრულს, „შველას რომ ითხოვს“». დილის პროგრამას დაასრულებს წამყვანი მოხსენება, სათაურით «იეჰოვას ღონისძიებები ჩვენი „მარადიული ხსნისთვის“».
შუადღის პროგრამის დროს წარმოდგენილ იქნება მოხსენებები „იეჰოვა სათუთად ზრუნავს ხანდაზმულებზე“, „ხსნა გასაჭირის დროს“ და „ანგელოზების როლი მსახურებაში“. ოთხნაწილიან მოხსენებათა სერიას, სათაურით „იეჰოვა — მხსნელი“, მოჰყვება შუადღის პროგრამის ბოლო მოხსენება „ყოველი იარაღი და ყოველი ენა გაცუდდება“.
შაბათის დილის პროგრამის დროს წარმოითქმება სამნაწილიანი მოხსენებათა სერია, სათაურით «„დაუღალავად“ განაგრძეთ მსახურება». შემდეგ წარმოდგენილ იქნება მოხსენებები ‘მონადირის მახისგან დახსნა’ და «გამოვიკვლიოთ „ღვთის სიღრმეები“». დილის პროგრამას დაასრულებს ნათლობასთან დაკავშირებული მოხსენება.
შუადღის პროგრამის დროს წარმოითქმება მოხსენებები „შეინარჩუნეთ სულიერი ხედვა ბიბლიური პრინციპების გამოყენებისას“, „რომელ სულს ემორჩილები?“, „მალე არ გაწყდება სამმაგი ძაფი“ და „ახალგაზრდებო, ‘გახსოვდეთ თქვენი დიდებული შემოქმედი’“. ბოლო მოხსენებაში, სათაურით „ცხოვრობთ იეჰოვას დღის მოლოდინით?“, ყურადღება გამახვილდება ჩვენი დროისთვის აქტუალურ რჩევებზე.
კვირა დილით წარმოდგენილ იქნება მოხსენებათა სერია „ზეციერი სამეფო ჰგავს . . .“. დილის პროგრამის დროს წაკითხულ ოთხ მოხსენებაში მოკლედ იქნება განხილული იესოს ზოგი იგავი.
დილით ასევე წარმოდგენილ იქნება კონგრესის ყველაზე საინტერესო ნაწილი, კოსტიუმირებული დრამა, რომელიც დაფუძნებულია ბიბლიის წიგნის მესამე მეფეთას მე-13 თავზე. შუადღის პროგრამის დროს წარმოითქმება საჯარო მოხსენება, სათაურით „ახლოსაა დრო, როცა ღვთის სამეფო ხსნას მოგვიტანს!“
ახლავე დაგეგმეთ ამ კონგრესზე დასწრება. თუ გსურთ, გაიგოთ, სად ტარდება თქვენს სახლთან ახლოს კონგრესი, მიმართეთ ადგილობრივ იეჰოვას მოწმეებს ან მისწერეთ ამ ჟურნალის გამომცემლებს.