საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • წიგნი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ — ნაწილი 7
    გამოიღვიძეთ! — 2011 | მაისი
    • გამოცხადების 17:10-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას მეტ ნათელს ჰფენს წიგნ „დანიელში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველება. დანიელი წერდა „უზარმაზარ ქანდაკებაზე“, რომელიც ღმერთმა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს ხილვაში ანახა (დანიელი 2:28, 31—43). დანიელმა მეფეს გაუმჟღავნა, რომ ქანდაკების სხეულის ნაწილები განასახიერებდა ერთმანეთის მონაცვლეობით არსებულ იმპერიებს, რომელთა შორის იმ დროისთვის პირველი ბაბილონის იმპერია იყო (ეგვიპტისა და ასურეთის იმპერიები უკვე აღარ არსებობდა). აი, რას ამტკიცებს ისტორია:

      ოქროს თავი განასახიერებდა ბაბილონის იმპერიას.

      ვერცხლის მკერდითა და მკლავებით წარმოდგენილი იყო მიდია-სპარსეთი.

      სპილენძის მუცლითა და ბარძაყებით ძველი საბერძნეთი გვევლინებოდა.

      რკინის ფეხები განასახიერებდა რომის იმპერიას.

      ნაწილობრივ რკინისა და ნაწილობრივ თიხის ტერფები ასიმბოლოებს დღეს, ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიის დროს არსებულ პოლიტიკურად და სოციალურად დაქსაქსულ მსოფლიოს.

      გამოცხადების 17:10-ის თანახმად, მეშვიდე მსოფლიო იმპერია ცოტა ხანს იარსებებს. მაინც რამდენ ხანს? როგორ მოეღება ბოლო მის არსებობას და რა მოხდება ამის შემდეგ? დანიელი ნათელს ჰფენს ამ საკითხებს.

      უტყუარი დანაპირები

      ზემოხსენებული ქანდაკების აღწერის შემდეგ დანიელმა დაწერა: ‘ქვა ხელის შეუხებლად მოწყდა ადგილიდან, ქანდაკებას დაეცა რკინისა და თიხის ტერფებზე და დაამტვრია’ (დანიელი 2:34). რას მოასწავებდა ეს?

      დანიელი განაგრძობს: „იმ [უკანასკნელი] მეფეების დროს ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ [მიწიერ] სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“b (დანიელი 2:44, 45). ყურადღება მიაქციეთ მუხლში აღწერილ მნიშვნელოვან მოვლენებს:

      1. გამარჯვებული სამეფო, რომელიც დიდი ქვით არის წარმოდგენილი, ღმერთმა დაამყარა და არა ადამიანმა. ამიტომ, მას ღვთის სამეფო ეწოდება.

      2. ღვთის სამეფო დააქცევს ყველა ადამიანთა სამეფოს, მათ შორის მეშვიდე მსოფლიო იმპერიას. ადამიანთა მმართველობები უარყოფენ ღვთის ძალაუფლებას და საბოლოოდ, ღვთის დიდ ომში სიმბოლურ ადგილას, რომელსაც „ჰარ-მაგედონი“, ანუ არმაგედონი ჰქვია, ღვთის წინააღმდეგ გამოვლენ. ბიბლიაში გასაგებად წერია, რომ ამ ომში „მთელი მსოფლიოს მეფეები“ არიან ჩაბმულნი (გამოცხადება 16:13, 14, 16).

      3. ადამიანთა წარმავალი მმართველებისგან განსხვავებით, რომელშიც შედის შვიდი მსოფლიო იმპერია, ღვთის სამეფო „არასოდეს დაიქცევა“. ის მთელ დედამიწაზე იმმართველებს (დანიელი 2:35, 44).

  • წიგნი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ — ნაწილი 7
    გამოიღვიძეთ! — 2011 | მაისი
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება