-
იოსები ციხეშიბიბლიური მოთხრობები
-
-
ერთხელ ფარაონი განრისხდა თავის მერიქიფესა და მცხობელზე და ორივე ციხეში ჩასვა. ერთ ღამეს მერიქიფემაც და მცხობელმაც უჩვეულო სიზმრები ნახეს, რომელთა მნიშვნელობაც არ იცოდნენ. მეორე დღეს იოსებმა უთხრა მათ: ‘მომიყევით თქვენი სიზმრები’, და ღვთის დახმარებით აუხსნა ისინი.
იოსებმა მერიქიფეს უთხრა: ‘სამ დღეში გაგათავისუფლებენ და კვლავ ფარაონის მერიქიფე გახდები’, და სთხოვა: ‘როცა აქედან გახვალ, ელაპარაკე ფარაონს ჩემზე და აქედან გასვლაში დამეხმარე’. მცხობელს კი უთხრა: ‘სამ დღეში ფარაონი თავს მოგკვეთს’.
სამ დღეში ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც იოსებმა თქვა. ფარაონმა მცხობელს თავი მოჰკვეთა, მერიქიფე კი გაათავისუფლა და თავის მსახურად დანიშნა. მერიქიფეს დაავიწყდა იოსები და არაფერი უთქვამს ფარაონისთვის. იოსები კვლავაც ციხეში იყო.
-
-
ფარაონის სიზმრებიბიბლიური მოთხრობები
-
-
მოთხრობა 23
ფარაონის სიზმრები
ამ ამბის შემდეგ ორმა წელმა განვლო, მაგრამ იოსები ისევ ციხეში იყო. მერიქიფეს ის არ გახსენებია. ერთ ღამეს ფარაონმა ორი უცნაური სიზმარი ნახა და მათი ახსნა აინტერესებდა. ხედავ მძინარე ფარაონს? მეორე დღეს ფარაონმა შეკრიბა ბრძენკაცები და სიზმრები მოუყვა, მაგრამ მათ სიზმრების ახსნა ვერ შეძლეს.
როგორც იქნა, მერიქიფეს იოსები გაახსენდა და ფარაონს უთხრა: ‘ციხეში ჩემთან ერთად იჯდა კაცი, რომელსაც სიზმრების ახსნა შეუძლია’. ფარაონმა მაშინვე მოაყვანინა იოსები ციხიდან.
ფარაონმა უამბო მას თავისი სიზმრები: ‘ვიხილე შვიდი მსუქანი და ლამაზი ძროხა, შემდეგ კი — შვიდი გამხდარი ძროხა. გამხდარმა ძროხებმა მსუქნები შეჭამეს.
მეორე სიზმარში ვიხილე, რომ ერთ ღეროზე შვიდი სავსე თავთავი იყო. ვიხილე შვიდი გამომშრალი და წვრილი თავთავიც. ამ წვრილმა თავთავებმა კარგი თავთავები შეჭამეს’.
იოსებმა ფარაონს უთხრა: ‘ორივე სიზმარს ერთი ახსნა აქვს. შვიდი მსუქანი ძროხა და შვიდი სავსე თავთავი შვიდ წელს ნიშნავს; შვიდი გამხდარი ძროხა და შვიდი წვრილი თავთავი შვიდ წელს ნიშნავს. ეგვიპტეში შვიდი წელი უხვი მოსავალი იქნება, მომდევნო შვიდი წელი კი — ცუდი მოსავალი.
აირჩიე ბრძენი კაცი, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში შეაგროვებს მოსავალს, რათა მომდევნო შვიდი მოუსავლიანი წლის განმავლობაში ხალხმა არ იშიმშილოს’, — უთხრა იოსებმა ფარაონს.
ფარაონს მოეწონა ეს აზრი და თვითონ იოსებს დაავალა, რომ მოსავლის შეგროვებისა და შენახვისთვის ზედამხედველობა გაეწია. იოსები ეგვიპტეში მეორე კაცი გახდა.
-