საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა მოგვიტანს ნამდვილ ბედნიერებას?
    გამოიღვიძეთ! — 2009 | მაისი
    • რა მოგვიტანს ნამდვილ ბედნიერებას?

      პირველ სტატიაში მოხსენიებული ლენა 32 წლის ასაკში „უიმედო მდგომარეობაში იყო, მას დანაშაულის გრძნობა და სიკვდილის შიში სტანჯავდა“. ეს უმთავრესად წამლების ბოროტად გამოყენებით იყო გამოწვეული. ლენამ დაწერა: „მინდოდა, კარგი დედა და ცოლი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში, და საერთოდ მსოფლიოში, იმდენი უბედურება ხდებოდა, რომ ყველაფერს პესიმისტურად ვუყურებდი. მცდელობის მიუხედავად, არაფერი გამომდიოდა“.

      მოგვიანებით ლენამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან. მალევე ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ მას შინაგანი სიმშვიდე მოუტანა. „ასეთი შვება არასოდეს მიგრძნია“, — თქვა ლენამ. ბიბლიური პრინციპების გაგებამ და მომავლის შესანიშნავმა იმედმა აღძრა ის, რომ ღვთისმოსაწონი ცხოვრება დაეწყო და შეეწყვიტა წამლების ბოროტად გამოყენება.

  • რა მოგვიტანს ნამდვილ ბედნიერებას?
    გამოიღვიძეთ! — 2009 | მაისი
    • 2 კორინთელების 7:1 მოგვიწოდებს, რომ „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს“. ლენას ეს ბიბლიური მუხლი მავნე ჩვევის დაძლევაში დაეხმარა. მსგავსი რამ მოხდა პირველ სტატიაში მოხსენიებული მაირის შემთხვევაშიც. ალბათ, გახსოვთ, რომ ის ძლიერი თავის ტკივილის გამო გახდა წამლებზე დამოკიდებული. რა დაეხმარა მას ამ ჩვევის დაძლევაში? მაირი გულახდილად ესაუბრა თავის ექიმს, რომელმაც დანიშნულება შეუცვალა.a გარდა ამისა, მას ქრისტიანული კრებაც ამოუდგა მხარში.

      ამ ჩვევის დაძლევაში ლენასა და მაირს ლოცვაც დაეხმარა. ფილიპელების 4:6, 7-ში წერია: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას“. ძველ დროში მცხოვრებმა ღვთის ერთმა მსახურმა დაწერა, რომ ‘როცა მშფოთვარე ფიქრები მოუმრავლდა’, ღვთის სიტყვამ მას სიმშვიდე, ნუგეში და სიხარული მოჰგვარა (ფსალმუნი 94:19).

  • რა მოგვიტანს ნამდვილ ბედნიერებას?
    გამოიღვიძეთ! — 2009 | მაისი
    • თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ ასეთ ადამიანს შეიძლება უღირსობის გრძნობა დაეუფლოს. ერთი ქრისტიანი და, ჯენისი, რომელიც მრავალი წელი წამლებზე იყო დამოკიდებული, წერს: „წამლების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება ისე დაასუსტოს ადამიანი სულიერად, რომ მას უღირსობის გრძნობა გაუჩნდეს და გაუჭირდეს იეჰოვასთვის დახმარების თხოვნა“. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწიფულ ქრისტიანებთან ურთიერთობა. მათ მიერ გამოვლენილ სიყვარულს, მხარდაჭერასა და რწმენით წარმოთქმულ ლოცვებს ‘დასუსტებულის გამოჯანმრთელება’ შეუძლია (იაკობი 5:15). როცა წამლებს ბავშვი იყენებს ბოროტად, ცხადია, მას მშობლები ეხმარებიან იეჰოვასთან დაახლოებაში. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში მათ ბავშვს უნდა უმკურნალონ, რომ ეს ჩვევა მიატოვოს.

      სამედიცინო დახმარების შედეგად, ჯენისმა ერთხელ და სამუდამოდ შეწყვიტა წამლების ბოროტად გამოყენება. „ჩემი ცხოვრების მძიმე წუთებში იეჰოვას მივენდე, — წერს ჯენისი. — ახლა დიდ შვებას ვგრძნობ და ისევ ხალისიანი ვარ“.

  • რა მოგვიტანს ნამდვილ ბედნიერებას?
    გამოიღვიძეთ! — 2009 | მაისი
    • a ყველა შეიძლება არ იყოს მაირის მსგავს სიტუაციაში. მაგალითად, ზოგს შეიძლება ისეთი ტკივილები ჰქონდეს, რომ მხოლოდ ძლიერმა ტკივილგამაყუჩებლებმა უშველოს. ეს პრეპარატები დამოკიდებულებას იწვევს, ამიტომ პაციენტი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. ასეთი პაციენტი წამლებს არც სიამოვნების მისაღებად სვამს და არც იმიტომ, რომ წამლებზეა დამოკიდებული (წაიკითხეთ იგავების 31:6).

  • რა მოგვიტანს ნამდვილ ბედნიერებას?
    გამოიღვიძეთ! — 2009 | მაისი
    • განვიხილოთ ვალერიას შემთხვევა. მას ბავშვობაში ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის გამოც 12 სხვადასხვა ძლიერ წამალზე გახდა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, მან შეძლო გათავისუფლებულიყო ამ ჩვევისგან და ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდა. რა დაეხმარა მას ამაში?

      ტელევიზორის ყურებისა და საეჭვო შინაარსის რომანების კითხვის ნაცვლად, ვალერიამ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბიბლიური ლიტერატურისა და ბიბლიის კითხვის ჩვევა განივითარა. ვალერია აგრეთვე განუწყვეტლივ სთხოვდა იეჰოვას ლოცვაში ძალას. გარდა ამისა, ის კრების წევრებისგან დიდ დახმარებას იღებდა და რეგულარულად მონაწილეობდა სხვებისთვის მანუგეშებელი ცნობის ქადაგებაში. მან მაღალკალორიული, არასრულფასოვანი საკვების ნაცვლად, ჯანსაღი საკვების მიღება დაიწყო. შედეგებმა ექიმებიც კი გააოცა. უკვე მრავალი წელია, ვალერია ამ ჩვევას აღარ შეუწუხებია.b

      [სქოლიო]

      b თუ ექიმმა იმიტომ გამოგიწერათ წამლები, რომ ღრმა დეპრესია, ბიპოლარული მოშლილობა ან სხვა სახის ფსიქიკური დარღვევები გაქვთ, თქვენი მდგომარეობა ვალერიას მდგომარეობისგან განსხვავდება. ამიტომ ექიმთან კონსულტაციის გარეშე ნურაფერს შეცვლით.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება