საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 2 გვ. 10-გვ. 11 აბზ. 1
  • ღმერთმა შექმნა პირველი კაცი და ქალი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ღმერთმა შექმნა პირველი კაცი და ქალი
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • პირველი ადამიანები
    ბიბლიური მოთხრობები
  • რატომ ვბერდებით და ვკვდებით?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2019
  • უკანასკნელ მტერს, სიკვდილს, ბოლო მოეღება!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2014
  • იესოს სიკვდილი და აღდგომა — რას შეიძლება ნიშნავდეს თქვენთვის?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 2 გვ. 10-გვ. 11 აბზ. 1
ადამი და ევა ედემის ბაღში

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 2

ღმერთმა შექმნა პირველი კაცი და ქალი

იეჰოვამ გააშენა ბაღი ერთ ადგილზე, რომელსაც ედემი ეწოდებოდა. ბაღი სავსე იყო ყვავილებით, ხეებითა და ცხოველებით. შემდეგ ღმერთმა პირველი კაცი, ადამი, შექმნა მიწის მტვრისაგან. იეჰოვამ მას ბაღის მოვლა-პატრონობა და ცხოველებისთვის სახელების დარქმევა დაავალა.

ღმერთმა ადამს უთხრა, რომ ყველა ხის ნაყოფის ჭამა შეეძლო, გარდა ერთისა. მან გააფრთხილა ის, რომ თუ შეჭამდა აკრძალული ხის ნაყოფს, მოკვდებოდა.

მოგვიანებით იეჰოვამ გადაწყვიტა, კაცისთვის დამხმარე შეექმნა. მან ადამი ღრმად დააძინა, მძინარეს ნეკნი გამოუღო და ამ ნეკნისგან ცოლი შეუქმნა. ამან იმდენად გაახარა ადამი, რომ აღფრთოვანებულმა წამოიძახა: „აი, ესაა ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი“. ადამმა ქალს ევა დაარქვა. ასე შექმნა ღმერთმა პირველი ოჯახი.

იეჰოვამ ადამსა და ევას უთხრა, გაეჩინათ შვილები და აევსოთ დედამიწა. ღმერთს სურდა, რომ მათ მთელი დედამიწა სამოთხედ გადაექციათ – ისეთივე ლამაზ ბაღად, როგორიც ედემის ბაღი იყო. მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. გაინტერესებს, რა მოხდა? ამას მომდევნო მოთხრობიდან გავიგებთ.

„შემოქმედმა დასაწყისში კაცი და ქალი შექმნა“ (მათე 19:4).

კითხვები: რა დაავალა იეჰოვამ ადამს? რა დაემართებოდათ ადამსა და ევას, თუ შეჭამდნენ აკრძალული ხის ნაყოფს?

დაბადება 1:27–31; 2:7–9, 15–23; ფსალმუნი 115:16; მათე 19:4–6

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება