-
რატომ არის ზოგისთვის ცხოვრება აზრს მოკლებული?საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ივლისი
-
-
რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?
იეჰოვაa ღმერთმა დედამიწაზე შექმნა სამოთხე ანუ სრულყოფილი ადგილი, სადაც ადამიანები მარადიულად დატკბებოდნენ აზრიანი, ბედნიერი ცხოვრებით. ეს ჭეშმარიტება შორს არის დღეს გავრცელებული არაბიბლიური სწავლებისგან, რომლის თანახმადაც ღმერთმა დედამიწა ადამიანთა გამოსაცდელად შექმნა, რათა ენახა, დაიმსახურებდნენ, თუ არა ისინი სულიერ სამყაროში უფრო აზრიან ცხოვრებას (იხილეთ ჩარჩო „აუცილებელია დედამიწა დავტოვოთ, აზრიანი ცხოვრება რომ გვქონდეს?“, გვერდი 6).
ღმერთმა მამაკაცი და ქალი თავის მსგავსებად შექმნა ანუ მისცა იმის უნარი, რომ ღვთის შესანიშნავი თვისებები აერეკლათ (დაბადება 1:26, 27). მან ისინი სრულყოფილად შექმნა. მათ ყველაფერი ჰქონდათ იმისათვის, რომ აზრიანად ეცხოვრათ მარადიულად. პირველ წყვილს ღმერთმა დაავალა, რომ გამრავლებულიყვნენ და აევსოთ დედამიწა; დაპატრონებოდნენ მას და მთელ პლანეტაზე განევრცოთ ედემის ბაღის საზღვრები (დაბადება 1:28—31; 2:8, 9).
-
-
რატომ არის ზოგისთვის ცხოვრება აზრს მოკლებული?საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ივლისი
-
-
ღმერთს არ გადაუფიქრებია თავისი განზრახვის შესრულება დედამიწასა და კაცობრიობასთან დაკავშირებით. წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით იეჰოვა გვარწმუნებს, რომ ის არის დედამიწის შემქმნელი, რომელსაც „ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია [ის], დასასახლებლად შექმნა“ (ესაია 45:18). ძალიან მალე ღმერთი დედამიწას თავდაპირველ, სრულყოფილ სახეს დაუბრუნებს. როცა დამტკიცდება, რომ ღვთის მმართველობა სრულიად სამართლიანია, იგი უსაზღვრო ძალას გამოიყენებს თავისი ნების შესასრულებლად და ბოროტების აღმოსაფხვრელად (ესაია 55:10, 11). იესო ქრისტე მოწაფეებს ასწავლიდა, ლოცვის დროს ისიც ეთხოვათ ღვთისთვის, რომ თავისი ნება შეესრულებინა. იესომ გვასწავლა, რა უნდა მოგვეხსენიებინა ლოცვაში: „იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10). რა იგულისხმება ამაში?
ღვთის ჩანაფიქრი კაცობრიობის მიმართ
სხვა დანარჩენ კურთხევებთან ერთად „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:9—11, 29; იგავები 2:21, 22). იესო ქრისტე „დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს, [და] დაჩაგრულს“. ის დაიხსნის მათ „ჩაგვრისა და ძალადობისგან“ (ფსალმუნი 72:12—14). ომი მეტად აღარ იარსებებს; სიკვდილი, გლოვა-გოდება და ტკივილი წარსულს ჩაჰბარდება (ფსალმუნი 46:9; გამოცხადება 21:1—4). სიცოცხლეს დაუბრუნდება უამრავი ადამიანი, რომლებიც მთელი იმ ხნის მანძილზე დაიღუპნენ, რაც ღმერთმა დედამიწაზე ბოროტების არსებობა დაუშვა. მათ ექნებათ შესაძლებლობა, არა მარტო ამ, არამედ სხვა კურთხევებსაც ეზიარონ (იოანე 5:28, 29).
იეჰოვა ყველა იმ სავალალო შედეგს აღმოფხვრის, რაც სატანის ღმერთთან დაპირისპირებამ გამოიწვია. ამგვარად, „დავიწყებული იქნება წინანდელი გასაჭირი [ყოველივე, რაც დღეს ტკივილისა და მწუხარების მიზეზი ხდება]“ (ესაია 65:16—19). ასეთ მომავალს წინ ვერაფერი დაუდგება, რადგან ღმერთი არასდროს ცრუობს. მისი ყველა დანაპირები სრულდება. ცხოვრება მეტად აღარ იქნება „ამაოება . . . და ქარის დევნა“ (ეკლესიასტე 2:17). პირიქით, ცხოვრება ნამდვილ აზრს შეიძენს.
-