-
„აი, უამრავი ხალხი“საგუშაგო კოშკი — 2019 | სექტემბერი
-
-
სად იცხოვრებს უამრავი ხალხი?
4. ა) რომელი ბიბლიური ჭეშმარიტება არ ესმის ქრისტიანულ სამყაროს? ბ) რა განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონდათ ამ საკითხზე ბიბლიის მკვლევრებს?
4 ქრისტიანული სამყარო არ ასწავლის, რომ ბიბლიის თანახმად, ღვთის მორჩილი ადამიანები დედამიწაზე მარადიულად იცხოვრებენ (2 კორ. 4:3, 4). ქრისტიანული რელიგიების უმეტესობა ხალხს არწმუნებს, რომ ყველა კარგი ადამიანი სიკვდილის შემდეგ ზეცაში მიდის. თუმცა ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფს, რომლებიც „საგუშაგო კოშკს“ 1879 წლიდან აქვეყნებდნენ, ამ საკითხზე განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონდა. მათ ესმოდათ, რომ ღმერთი დედამიწაზე სამოთხეს აღადგენდა და მილიონობით ღვთის მორჩილი ადამიანი სწორედ დედამიწაზე იცხოვრებდა და არა ზეცაში.
-
-
„აი, უამრავი ხალხი“საგუშაგო კოშკი — 2019 | სექტემბერი
-
-
7. ბიბლიის მკვლევართა აზრით, ვინ იცხოვრებდა დედამიწაზე ათასწლიანი მმართველობის დროს და რა მომავალი ელოდათ ძველ დროში მცხოვრებ ერთგულ მამაკაცებს?
7 მაშ, ვინ იცხოვრებდა დედამიწაზე? ბიბლიის მკვლევრებს სჯეროდათ, რომ მას შემდეგ, რაც 144 000 და უამრავი ხალხი ზეცაში შეიკრიბებოდნენ, მილიონობით ადამიანს დედამიწაზე ცხოვრებისა და ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს კურთხევების მიღების შესაძლებლობა მიეცემოდა. მათი აზრით, ეს ადამიანები ქრისტეს მმართველობის დაწყებამდე კი არ იქნებოდნენ იეჰოვას მსახურები, არამედ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის პერიოდში მიიღებდნენ ცოდნას ჭეშმარიტი ღვთის შესახებ. ისინი, ვინც იეჰოვას ნორმებით იცხოვრებდნენ, დედამიწაზე მარადიული სიცოცხლით დაჯილდოვდებოდნენ, ხოლო ღვთის ნორმების უგულებელმყოფელნი განადგურდებოდნენ. ბიბლიის მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ ზოგი დედამიწის „მთავარი“, რომელშიც ქრისტემდე მცხოვრები ზოგიერთი ერთგული მამაკაციც იგულისხმებოდა, ათასწლიანი მმართველობის ბოლოს ზეციერ ჯილდოს მიიღებდა (ფსალმ. 45:16).
-